არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 1

ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა

ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა

იეჰოვა ღმერთი ჩვენი შემოქმედია. მისი შექმნილია ყველაფერი, რასაც ვხედავთ და რასაც ვერ ვხედავთ. მაგრამ ყველაზე ადრე მან ძალიან, ძალიან ბევრი ანგელოზი შექმნა. იცი, ვინ არიან ანგელოზები? ისინი იეჰოვას მსახურები არიან და ღმერთს ჰგვანან. ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც ღმერთს და ვერც ანგელოზებს. სულ პირველი ანგელოზი, რომელიც იეჰოვამ შექმნა, მისი დამხმარე გახდა. ღმერთმა ვარსკვლავები, პლანეტები და სხვა ყველაფერი მისი დახმარებით შექმნა. ამ პლანეტებიდან ერთ-ერთი დედამიწაა, რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ. დედამიწა ჩვენი ლამაზი სახლია.

იეჰოვამ მოამზადა დედამიწა, რომ მასზე ცხოველებსა და ადამიანებს ეცხოვრათ. მან ისე გააკეთა, რომ მზის შუქი დედამიწამდე მოსულიყო. ამის მერე შექმნა მთები, ოკეანეები და მდინარეები.

იცი, რა მოხდა შემდეგ? იეჰოვამ თქვა: შევქმნი ბალახს, მცენარეებსა და ხეებს. მართლაც, დედამიწაზე უამრავი სახეობის ხეხილმა, ბოსტნეულმა და ყვავილმა დაიწყო ამოსვლა. შემდეგ იეჰოვამ შექმნა ცხოველები, ფრინველები, თევზები, მწერები და ქვეწარმავლები. მისი შექმნილია პატარა კურდღელიც და უზარმაზარი სპილოც. შენ რომელი ცხოველი გიყვარს ყველაზე ძალიან?

ამის მერე იეჰოვამ პირველ ანგელოზს უთხრა: „მოდი შევქმნათ ადამიანი“. ადამიანი ცხოველისგან განსხვავებული უნდა ყოფილიყო. მას უნდა შესძლებოდა საუბარი, სიცილი, ლოცვა და რაღაცების გამოგონება. მათ უნდა მოევლოთ ცხოველებისთვის და მთელი დედამიწისთვის. იცი, ვინ იყო პირველი ადამიანი? ამას შემდეგი მოთხრობიდან გავიგებთ.

„თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“ (დაბადება 1:1)