არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 8

აბრაამი და სარა დაემორჩილნენ ღმერთს

აბრაამი და სარა დაემორჩილნენ ღმერთს

ბაბილონიდან არც ისე შორს მდებარეობდა ქალაქი ური. ურში ხალხი იეჰოვას კი არა, სხვა ღმერთებს სცემდა თაყვანს. თუმცა ამ ქალაქში ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელიც იეჰოვას ემსახურებოდა. მას აბრაამი ერქვა.

იეჰოვამ უთხრა აბრაამს: დატოვე შენი ქვეყანა, ნათესავები და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც გიჩვენებ. შენგან ბევრ ხალხს წარმოვშობ. შენი მეშვეობით დედამიწაზე მცხოვრებ მრავალ ხალხს დიდ სიკეთეს გავუკეთებ.

აბრაამმა არ იცოდა, სად გზავნიდა იეჰოვა, მაგრამ ენდობოდა მას. აბრაამმა, მისმა ცოლმა სარამ, მამამისმა თერახმა და მისმა ძმისშვილმა ლოტმა ჩაალაგეს ბარგი და შორ გზას დაადგნენ.

აბრაამი 75 წლის იყო, როცა ოჯახთან ერთად მივიდა იმ მიწაზე, რომელზეც იეჰოვას უნდოდა, რომ დაესახლებინა. იმ ადგილს ქანაანი ერქვა. იქ იეჰოვა აბრაამს დაელაპარაკა და უთხრა: მთელ ამ მიწას, რომელიც შენ ირგვლივ არის, შენს შვილებს მივცემ. საინტერესოა, როგორ შეასრულებდა იეჰოვა თავის დანაპირებს; აბრაამი და სარა ხომ უკვე მოხუცები იყვნენ და არც შვილები ჰყავდათ?!

„რწმენით აბრაამი დაემორჩილა მოწოდებას, წასულიყო ადგილას, რომელიც მემკვიდრეობად უნდა მიეღო, და წავიდა, თუმცა არ იცოდა, სად მიდიოდა“ (ებრაელები 11:8)