არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 98

ზეთისხილის მთაზე

ზეთისხილის მთაზე

იესო ზეთისხილის მთაზეა. მას თან ახლავს ოთხი მოციქული. ესენი არიან: ანდრია და მისი ძმა პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე. ზეთისხილის მთიდან იერუსალიმის ტაძარი მოჩანს.

ორი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც იესო ჩოჩორზე ამხედრებული შევიდა იერუსალიმში. სამშაბათს, დილაადრიან იესო ტაძარში მივიდა. მღვდლები ცდილობდნენ, შეეპყროთ ის და მოეკლათ, მაგრამ ვერ გაბედეს, რადგან ხალხს უყვარდა იესო.

‘გველგესლებო და გველგესლათა ნაშიერნო!’ — ასე მიმართა იესომ ამ რელიგიურ წინამძღოლებს; შემდეგ უთხრა, რომ ღმერთი დასჯიდა მათ ბოროტი საქმეებისთვის. იქიდან იესო ზეთისხილის მთაზე ავიდა ოთხ მოციქულთან ერთად, რომლებმაც კითხვები დაუსვეს მას. იცი, რა ჰკითხეს?

მათ მომავალი აინტერესებდათ. მათ იცოდნენ, რომ იესო დედამიწაზე ბოლოს მოუღებდა ბოროტებას, მაგრამ არ იცოდნენ, როდის მოხდებოდა ეს და კვლავ როდის მოვიდოდა იესო როგორც მეფე?

იესომ იცოდა, რომ ზეცაში გამეფდებოდა და დედამიწაზე მისი მიმდევრები ვერ შეძლებდნენ მის დანახვას. ამიტომ მოციქულებს უთხრა, რა მოხდებოდა დედამიწაზე მისი მეფობის დროს. იცი, რა მოხდებოდა?

იესომ თქვა, რომ იქნებოდა დიდი ომები და მიწისძვრები, მრავალი ავად გახდებოდა და იშიმშილებდა, მრავალიც გაბოროტდებოდა. მან ასევე თქვა, რომ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა მთელ დედამიწას ექადაგებოდა. სრულდება ეს ყველაფერი დღეს? დიახ. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ იესო უკვე მეფობს ზეცაში და მალე ის დედამიწაზეც მოსპობს ბოროტებას.