ᲛᲝᲬᲐᲤᲔᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲛᲖᲐᲓᲔᲑᲐ
ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 10
თავს ნუ დაზოგავ
ბიბლიური პრინციპი: „გადავწყვიტეთ, თქვენთვის გადმოგვეცა არა მხოლოდ ღვთის სასიხარულო ცნობა, არამედ თავიც არ დაგვეზოგა თქვენთვის, რადგან შეგვიყვარდით“ (1 თეს. 2:8).
იესოს მაგალითი
1) უყურე ᲕᲘᲓᲔᲝᲡ ან წაიკითხე იოანეს 3:1, 2 და დაფიქრდი:
-
ა) სავარაუდოდ, რატომ ამჯობინა ნიკოდემემ იესოსთან ღამით მისვლა? (იხილე იოან. 12:42, 43).
-
ბ) როგორ მოწმობს ეს შემთხვევა, რომ იესო მოწაფეების მოსამზადებლად თავს არასდროს ზოგავდა?
რას ვსწავლობთ იესოსგან
2) თუ თავს არ დავზოგავთ მოწაფეების მომზადების საქმეში, ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს ხალხი.
მიჰბაძე იესოს
3) შემსწავლელისთვის მოსახერხებელ დროსა და ადგილას ჩაატარე ბიბლიის შესწავლა. მას შესაძლოა კონკრეტული დღე ან საათი აწყობდეს. დაფიქრდი, სად იქნება მისთვის უფრო მოსახერხებელი შესწავლის ჩატარება — სამსახურში, სახლში თუ სადმე სხვაგან. მაქსიმალურად ეცადე, შენი გეგმები მის გეგმებს მოარგო.
4) რეგულარულად ჩაატარე შესწავლა. თუ დათქმულ დღეს ვერ ახერხებ მასთან პირისპირ შეხვედრას, დაფიქრდი, ხომ არ შეგიძლია შესწავლა . . .
5) ილოცე, რომ გქონდეს სწორი განწყობა. სთხოვე იეჰოვას, დაგეხმაროს, რომ ხელი არ ჩაიქნიო შემსწავლელზე მაშინაც კი, თუ უჭირს ბიბლიური რჩევების გათვალისწინება ან ხშირად უცდება შესწავლა (ფილ. 2:13). ეჭვგარეშეა, შენს შემსწავლელს არაერთი კარგი თვისება ექნება. ამიტომ სთხოვე იეჰოვას, რომ ყოველთვის მის დადებით მხარეებზე იფიქრო.