ᲛᲝᲬᲐᲤᲔᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲛᲖᲐᲓᲔᲑᲐ
ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 11
ასწავლე მარტივად
ბიბლიური პრინციპი: „თუ გაუგებარ სიტყვებს წარმოთქვამთ, ვინ გაიგებს თქვენს ნათქვამს?!“ (1 კორ. 14:9).
იესოს მაგალითი
1) უყურე ᲕᲘᲓᲔᲝᲡ ან წაიკითხე მათეს 6:25—27 და დაფიქრდი:
რას ვსწავლობთ იესოსგან
2) თუ გვინდა, რომ შემსწავლელმა დაიმახსოვროს ნასწავლი და მოქმედებისკენ აღიძრას, მარტივად უნდა ვასწავლოთ.
მიჰბაძე იესოს
3) ბევრს ნუ ილაპარაკებ. საჭირო არაა, განსახილველ საკითხზე ყველაფერი თქვა, რაც იცი. აჯობებს, ყურადღება სახელმძღვანელოში მოცემულ მასალაზე გაამახვილო. კითხვის დასმის შემდეგ საკმარისი დრო მიეცი შემსწავლელს, რომ გიპასუხოს. თუ მას არა აქვს პასუხი ან არასწორად მსჯელობს, დამატებითი კითხვები დაუსვი. თუ დაინახავ, რომ შემსწავლელი ჩასწვდა მთავარ აზრს, განაგრძე განხილვა.
4) დაეხმარე შემსწავლელს, ახალი ინფორმაცია მანამდე ნასწავლს დაუკავშიროს. მაგალითად, მკვდრეთით აღდგომის შესახებ გაკვეთილის განხილვამდე მოკლედ შეიხსენეთ, რაც მკვდრების მდგომარეობაზე ისწავლეთ.
5) კარგად შეარჩიე მაგალითები. მაგალითის მოყვანამდე დაფიქრდი: