ᲡᲐᲣᲑᲠᲘᲡ ᲬᲐᲛᲝᲬᲧᲔᲑᲐ
ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 5
იყავი ტაქტიანი
ბიბლიური პრინციპი: „თქვენი საუბარი ყოველთვის მადლიანი იყოს“ (კოლ. 4:6).
პავლეს მაგალითი
1) უყურე ᲕᲘᲓᲔᲝᲡ ან წაიკითხე საქმეების 17:22, 23 და დაფიქრდი:
-
ა) რა რეაქცია გამოიწვია პავლეში ათენში ნანახმა კერპთაყვანისმცემლობამ? (იხილე საქ. 17:16).
რას ვსწავლობთ პავლესგან
2) ადამიანები უფრო მეტად განეწყობიან მოსასმენად, თუ საგულდაგულოდ შევარჩევთ, რა, როგორ და როდის ვთქვათ.
მიჰბაძე პავლეს
3) კარგად შეარჩიე სიტყვები. მაგალითად, თუ ისეთ ადამიანთან გიწევს საუბარი, რომელიც ქრისტიანი არ არის, დაფიქრდი, როგორ მოიხსენიებ მასთან ბიბლიას ან იესოს.
4) მაშინვე ნუ შეეცდები ადამიანისთვის მცდარი აზრის შესწორებას. მიეცი საშუალება, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი. თუ ისეთ რამეს ამბობს, რაც ბიბლიასთან თანხმობაში არ მოდის, ნუ დაიწყებ მასთან კამათს (იაკ. 1:19). თუ მას ბოლომდე მოუსმენ, გაიგებ, რას ფიქრობს და რატომ აქვს ესა თუ ის შეხედულება (იგავ. 20:5).
5) დაეთანხმე და შეაქე, როცა ამის შესაძლებლობა მოგეცემა. ადამიანი შეიძლება დარწმუნებული იყოს თავის მრწამსის სისწორეში და გულწრფელად სწამდეს იმის, რასაც თავისი რელიგია ასწავლის. ჯერ შეეცადე, მასთან საერთო ენა გამონახო, შემდეგ კი თანდათან დაანახვე ბიბლიის თვალსაზრისი მოცემულ საკითხზე.