არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲣᲑᲠᲘᲡ ᲬᲐᲛᲝᲬᲧᲔᲑᲐ

ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 6

მოიკრიბე გაბედულება

მოიკრიბე გაბედულება

ბიბლიური პრინციპი: „ჩვენი ღვთის დახმარებით გაბედულება მოვიკრიბეთ, რომ . . . თქვენთვის ღვთის სასიხარულო ცნობა გვეუწყებინა“ (1 თეს. 2:2).

იესოს მაგალითი

1) უყურე ᲕᲘᲓᲔᲝᲡ ან წაიკითხე ლუკას 19:1—7 და დაფიქრდი:

  1.   ა) რატომ არ მოსდიოდა ზოგს თვალში ზაქე?

  2.  ბ) ხალხის უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად რატომ გაუჩნდა იესოს ზაქესთვის სასიხარულო ცნობის გაზიარების სურვილი?

რას ვსწავლობთ იესოსგან

2) სამეფოს შესახებ განურჩევლად ყველას რომ ვუქადაგოთ, გაბედულება გვჭირდება.

მიჰბაძე იესოს

3) მიენდე იეჰოვას. წმინდა სულის დახმარებით იესო გაბედულად ქადაგებდა. წმინდა სული შენც შეგმატებს ქადაგების დროს გამბედაობას (მათ. 10:19, 20; ლუკ. 4:18). ამიტომ სთხოვე იეჰოვას გამბედაობა, რომ მათაც უქადაგო, ვისთან საუბარიც გაშინებს (საქ. 4:29).

4) ნუ შეიქმნი წინასწარ უარყოფით აზრს. შეიძლება თავი შევიკავოთ ვინმესთან საუბრისგან მისი გარეგნობის, სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობის, ცხოვრების წესის ან რელიგიური შეხედულების გამო. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ . . .

  1.   ა) იეჰოვასა და იესოსგან განსხვავებით ჩვენ გულების წაკითხვა არ შეგვიძლია.

  2.  ბ) იეჰოვა ყველას აძლევს გამოსწორების შესაძლებლობას.

5) იყავი გაბედული, მაგრამ ნურც ტაქტიანობისა და სიფრთხილის გამოჩენა დაგავიწყდება (მათ. 10:16). მოერიდე კამათს. ტაქტიანად შეწყვიტე საუბარი, თუ ატყობ, რომ ადამიანს არ სურს სასიხარულო ცნობის მოსმენა ან თუ ხედავ, რომ სიტუაცია იძაბება (იგავ. 17:14).

ᲬᲐᲘᲙᲘᲗᲮᲔ ᲐᲒᲠᲔᲗᲕᲔ