ᲓᲐᲜᲐᲠᲗᲘ 3
როგორ ჩავატაროთ შესწავლები წიგნით „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“
ამ წიგნის მოსამზადებლად ძმებმა ბევრი იშრომეს. ისინი ლოცულობდნენ, ფიქრობდნენ და იკვლევდნენ. ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარება, დახელოვნებულად გამოიყენო ეს სახელმძღვანელო ბიბლიის შესწავლების ჩასატარებლად.
შესწავლამდე
-
1) გულდასმით მოემზადე. მომზადების დროს დაფიქრდი შემსწავლელის საჭიროებებზე, მდგომარეობასა და შეხედულებებზე. ეცადე, წინასწარ განსაზღვრო, რისი გაგება ან გათვალისწინება შეიძლება გაუჭირდეს. იმაზეც დაფიქრდი, რა მხრივ შეიძლება დაეხმაროს ჩარჩოში „გაიგეთ მეტი“ მოცემული მასალა და მზად იყავი, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენო.
შესწავლის დროს
-
2) თუ შემსწავლელი თანახმაა, შესწავლა დაიწყე და დაასრულე ლოცვით.
-
3) ეცადე, ბევრი არ ილაპარაკო. ყურადღება სახელმძღვანელოში მოცემულ მასალაზე გადაიტანე და მიეცი შემსწავლელს საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა.
-
4) ამ ოთხნაწილიანი სახელმძღვანელოს თითოეული ნაწილის განხილვის დაწყებამდე წაიკითხე, რა არის მისი თემა და მოიხსენიე ზოგიერთი გაკვეთილის სათაური.
-
5) სახელმძღვანელოს თითოეული ნაწილის განხილვის დასრულების შემდეგ შემსწავლელთან ერთად იმსჯელე მის ბოლოს მოცემულ გასამეორებელ კითხვებზე. ეს მას დაეხმარება, შეიხსენოს ნასწავლი.
-
6) თითოეული გაკვეთილის განხილვისას . . .
-
ა) წაიკითხეთ ტექსტი.
-
ბ) წაიკითხეთ ყველა ბიბლიური მუხლი, რომელსაც ახლავს მითითება „წაიკითხეთ“.
-
გ) საჭიროებისამებრ, წაიკითხეთ სხვა მითითებული მუხლებიც.
-
დ) უყურეთ ყველა ვიდეოს, რომელსაც ახლავს მითითება „ნახეთ ვიდეო“.
-
ე) შემსწავლელს გაკვეთილში მოცემული ყველა კითხვა დაუსვი.
-
ვ) ყურადღება გაუმახვილე სურათებზე, რომლებიც მოცემულია ნაწილში „გაიღრმავეთ ცოდნა“, და სთხოვე, მათზე საკუთარი აზრი გამოთქვას.
-
ზ) გამოიყენე ჩარჩო „დავალება/მიზანი“, რომ შემსწავლელმა მიზნები დაისახოს, იქნება ეს ჩარჩოში მოცემული, მის მიერ არჩეული თუ ორივე ერთად. ეს მას დაეხმარება, დააკვირდეს თავის სულიერ პროგრესს.
-
თ) ჰკითხე, მომზადების დროს განსაკუთრებით რომელი სტატია თუ ვიდეო მოეწონა ჩარჩოდან „გაიგეთ მეტი“.
-
ი) ეცადე, შესწავლის დროს გაკვეთილი თავიდან ბოლომდე განიხილო.
-
შესწავლის შემდეგ
-
7) კვლავაც იფიქრე შემსწავლელზე. ლოცვაში სთხოვე იეჰოვას, რომ დაეხმაროს სულიერ წინსვლაში, შენ კი საჭირო სიბრძნე მოგცეს მის დასახმარებლად.