თავი 2
საფიქრალი — „ყოველმხრივ შევიწროებულნი“
„25-წლიანი ქორწინების შემდეგ ოჯახი დამენგრა. ჩემმა შვილებმა კრება დატოვეს. ჯანმრთელობის პრობლემებიც შემექმნა. საბოლოოდ დეპრესიაში ჩავვარდი. განადგურებული ვიყავი, მეტის ატანა აღარ შემეძლო. კრებებზე სიარული შევწყვიტე და არააქტიური გავხდი“ (ჯუნი).
საფიქრალი ყველას უჩნდება, მათ შორის ღვთის ხალხს. „საფიქრალმა მოსვენება დამიკარგა“, — დაწერა ფსალმუნმომღერალმა (ფსალმუნი 94:19). იესომაც თქვა, რომ ბოლო დღეებში „ცხოვრებისეული საზრუნავი“ უფრო გაგვირთულებდა ღვთისადმი მსახურებას (ლუკა 21:34). ფინანსურმა, ოჯახურმა თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შესაძლოა შენც გაგიჩინა საზრუნავი. როგორ დაგეხმარება იეჰოვა?
„ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“
საზრუნავს მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ გავუმკლავდებით. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ყოველმხრივ შევიწროებულნი ვართ, მაგრამ ისე არ ვართ, განძრევა რომ არ შეგვეძლოს; საგონებელში ვართ ჩაცვენილნი, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში არ ვართ . . . გათელილნი ვართ, მაგრამ არა დაღუპულნი“. აშკარაა, სირთულეების ატანაში გვეხმარება ღვთისგან მომდინარე „ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორინთელები 4:7—9).
გაიხსენე, როგორ გაძლევდა იეჰოვა „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ და როგორ გიძლიერდებოდა რწმენა იეჰოვას დაპირებებისადმი, როდესაც სხვებს მომავლის იმედს უზიარებდი. გახსოვს, როგორ გაგიღრმავა ბიბლიურმა მოხსენებებმა მოსიყვარულე მამისადმი მადლიერება? ნამდვილად, ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება და ქადაგება ძალასა და სიმშვიდეს გვაძლევს, რათა ცხოვრებისეული სირთულეები ავიტანოთ და იეჰოვას სიხარულით ვემსახუროთ.
„იგემეთ და ნახავთ, რაოდენ კარგია იეჰოვა!“
შეიძლება ფიქრობ, რომ მეტი აღარ შეგიძლია. ერთი მხრივ, იეჰოვა შენგან მოელის, რომ უპირველესად სამეფო ეძებო და სულიერ საქმეებში აქტიურად იყო ჩაბმული (მათე 6:33; ლუკა 13:24). მეორე მხრივ კი, შეიძლება ძალაგამოცლილი იყო წინააღმდეგობის, შერყეული ჯანმრთელობის ან ოჯახური პრობლემების გამო. შესაძლოა შენს სამუშაოს ეწირება ის დრო და ენერგია, რასაც სხვა შემთხვევაში კრებას მოახმარდი. როდესაც ამდენი რამ მოითხოვება შენგან, მაგრამ არც დრო გყოფნის და არც ძალები, შეიძლება ემოციურად გამოიფიტო და ისიც კი იფიქრო, რომ იეჰოვა ბევრს ითხოვს შენგან.
იეჰოვას ესმის ჩვენი და არასდროს გვთხოვს იმაზე მეტს, ვიდრე შეგვიძლია. მან იცის, რომ ფიზიკური თუ ემოციური ძალების აღსადგენად დრო გვჭირდება (ფსალმუნი 103:13, 14).
გავიხსენოთ, როგორ დაეხმარა იეჰოვა წინასწარმეტყველ ელიას. როდესაც გულგატეხილი და შეშინებული წინასწარმეტყველი უდაბნოში გაიქცა, იეჰოვას არ უსაყვედურია მისთვის და არ უბრძანებია, რომ დავალების შესასრულებლად უკან დაბრუნებულიყო. პირიქით, მან ორჯერ გაგზავნა ანგელოზი, რათა ფრთხილად გაეღვიძებინა ჩაძინებული ელია და 1 მეფეები 19:1—19). როგორც დავინახეთ, დათრგუნულ ელიას ღმერთი მოთმინებითა და თანაგრძნობით მოეპყრო. იეჰოვა არ შეცვლილა — ის ჩვენზეც მსგავსად ზრუნავს.
დაენაყრებინა. მიუხედავად ამისა, წინასწარმეტყველი 40 დღის შემდეგაც კი კვლავ შიშით იყო მოცული. კიდევ რა გააკეთა იეჰოვამ მისთვის? ჯერ დაარწმუნა, რომ მისი დაცვა შეეძლო, შემდეგ „მშვიდი, ჩუმი ხმით“ ანუგეშა, ბოლოს კი უთხრა, რომ მის გარდა კიდევ რამდენიმე ათასი ერთგული თაყვანისმცემელი ჰყავდა. ელია მალევე გამოცოცხლდა და აქტიურად განაგრძო წინასწარმეტყველად მსახურება (რეალურად შეაფასე, რისი გაკეთება შეგიძლია იეჰოვასთვის. ნუ იდარდებ, თუ დღეს იმდენს ვეღარ აკეთებ, რამდენსაც უწინ. მაგალითად, მორბენალი, რომელსაც თვეები ან წლები არ უვარჯიშია, ერთ დღეში ფორმაში ვერ ჩადგება. მან პატარ-პატარა მიზნები უნდა დაისახოს, რის შედეგადაც თანდათან ძალას მოიკრებს და უფრო ამტანი გახდება. ქრისტიანებიც მორბენლებივით არიან; ისინი რეალურ მიზნებს ისახავენ (1 კორინთელები 9:24—27). შენც დაისახე სულიერი მიზანი, რომლის მიღწევასაც შეძლებ. მაგალითად, შეგიძლია მიზნად დაისახო, დაესწრო კრების შეხვედრებს. მიზნის მიღწევაში იეჰოვას სთხოვე დახმარება. სულიერად რომ მოძლიერდები, იგემებ და ნახავ, „რაოდენ კარგია იეჰოვა!“ (ფსალმუნი 34:8). გჯეროდეს, რომ იეჰოვა ძალიან აფასებს ერთი შეხედვით უმნიშვნელო საქმესაც კი, რისკენაც მისი სიყვარული გიბიძგებს (ლუკა 21:1—4).
„კონგრესი სწორედ ის იყო, რაც ასე მჭირდებოდა!“
როგორ დაეხმარა იეჰოვა ჯუნს? ის ყვება: „სულ ვლოცულობდი და იეჰოვას დახმარებას ვთხოვდი. ერთხელ ჩემმა რძალმა მითხრა, რომ ჩემს ქალაქში კონგრესი ჩატარდებოდა; გადავწყვიტე, ერთი დღე დავსწრებოდი. იეჰოვას ხალხთან დაბრუნება საოცარი განცდაა! ეს კონგრესი სწორედ ის იყო, რაც ასე მჭირდებოდა! ახლა ისევ სიხარულით ვემსახურები იეჰოვას. ჩემი ცხოვრება ისევ აზრიანი გახდა. დავრწმუნდი, რომ არც საკუთარ ნაჭუჭში უნდა ჩავიკეტო და არც და-ძმების დახმარებაზე ვთქვა უარი. მიხარია, რომ იეჰოვასთან დაბრუნება დაგვიანებული არ აღმოჩნდა“.