ევოლუცია — მცდარი შეხედულებები და ფაქტები
„ევოლუციური მოძღვრების ჭეშმარიტება ისეთივე უტყუარია, როგორც ის, რომ მზე სითბოს გამოსცემს“, — ამტკიცებს ცნობილი ევოლუციონისტი, პროფესორი რიჩარდ დოკინზი.16 ექსპერიმენტები და უშუალო მეცნიერული დაკვირვებები აშკარად ცხადყოფს, რომ მზე სითბოს გამოსცემს. მაგრამ არსებობს ევოლუციის თეორიის დამადასტურებელი ასეთივე უტყუარი ფაქტები?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემამდე, საჭიროა ერთი რამის გაგება. მრავალმა მეცნიერმა შენიშნა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში სახეობამ შეიძლება მცირე ცვლილებები განიცადოს. მაგალითად, ძაღლების სელექციის შედეგად ადამიანს შეუძლია გამოიყვანოს ისეთი ჯიში, რომელსაც წინაპრებთან შედარებით მოკლე ფეხები ან გრძელი ბეწვი ექნება. * ზოგი მეცნიერი ასეთ მცირე ცვლილებას „მიკროევოლუციას“ უწოდებს.
ევოლუციური მოძღვრების თანახმად, მილიარდობით წლის განმავლობაში ამ მცირე ცვლილებების ერთობლიობამ გამოიწვია დიდი ცვლილებები, რომელთა შედეგადაც თევზი ამფიბიად იქცა, მაიმუნი კი ადამიანად. ასეთ დიდ ცვლილებებს მეცნიერებმა „მაკროევოლუცია“ უწოდეს.
ჩარლზ დარვინი ირწმუნებოდა, რომ ჩვენი თვალისთვის ხილულ მცირე ცვლილებებს იმ 17 დარვინის სიტყვების თანახმად, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სიცოცხლის თავდაპირველმა უმარტივესმა ფორმებმა ნელ-ნელა განიცადეს ევოლუცია და „უმნიშვნელო მოდიფიკაციის“ შედეგად მილიონობით სხვადასხვა სახის ცოცხალ ორგანიზმს მისცეს დასაბამი.18
დასკვნამდე მივყავართ, რომ შესაძლებელია მომხდარიყო უფრო დიდი ცვლილებები, რომლებიც არავის უნახავს.ბევრი ამგვარ განაცხადს ლოგიკურად მიიჩნევს. ისინი ფიქრობენ: „თუ სახეობის შიგნით ხდება მცირე ცვლილებები, რატომ არ შეიძლება, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ევოლუციის შედეგად დიდი ცვლილებები მომხდარიყო?“ * მაგრამ, სინამდვილეში ევოლუცია სამ მცდარ შეხედულებას ეფუძნება. განვიხილოთ თითოეული მათგანი.
მცდარი შეხედულება 1. მუტაცია ქმნის მასალას ახალი სახეობების წარმოსაქმნელად. მაკროევოლუციის შესახებ მოძღვრება დაფუძნებულია თვალსაზრისზე, რომ მუტაციის ანუ მცენარეთა და ცხოველთა გენეტიკურ კოდში მომხდარი შემთხვევითი ცვლილებების შედეგად წარმოიქმნება არა მარტო ახალი სახეობები, არამედ სრულიად ახალი ოჯახები.19
ფაქტები. მცენარისა და ცხოველის აგებულების შესახებ ინფორმაცია ჩადებულია გენეტიკურ კოდში, რომელიც თითოეული უჯრედის ბირთვშია მოთავსებული. * მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ცხოველთა და მცენარეთა შთამომავლობამ მუტაციის შედეგად შეიძლება განიცადონ ცვლილებები. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მუტაციის შედეგად სრულიად ახალი სახეობები წარმოიქმნება? რას ამტკიცებს გენეტიკის დარგში საუკუნოვანი გამოკვლევები?
მე-20 საუკუნის 30-იანი წლების მიწურულს მეცნიერებმა ახალი იდეა აიტაცეს. მანამდე ისინი ფიქრობდნენ, რომ ბუნებრივი გადარჩევის შემთხვევაში, ანუ როცა გარემოსთან უფრო უკეთ შეგუებული ორგანიზმები იმარჯვებენ არსებობისთვის ბრძოლაში და იძლევიან შთამომავლობას, შესაძლებელია ბუნებრივი მუტაციის შედეგად წარმოიშვას მცენარეთა ახალი სახეობები. აქედან გამომდინარე მათ დაასკვნეს, რომ ხელოვნური მუტაციის საშუალებით, ანუ ადამიანის ჩარევით, შესაძლებელი იქნებოდა იმავე შედეგის უფრო ეფექტურად მიღწევა. მაქს პლანკის სახელობის მცენარეთა სელექციის ინსტიტუტის (გერმანია) მეცნიერ-მუშაკმა, ვოლფ-ეკეჰარდ ლენიგმა აღნიშნა: „ბიოლოგთა უმეტესობა, განსაკუთრებით კი გენეტიკოსები და სელექციონერები, ეიფორიამ მოიცვა“. * რატომ? ლენიგმა, რომელიც მცენარეთა მუტაციას დაახლოებით 30 წლის განმავლობაში სწავლობდა, დასძინა: „ეს მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ მცენარეთა და ცხოველთა სელექციაში რევოლუციური ცვლილებების დრო დადგა. მათ სჯეროდათ, რომ სასურველი მუტაციების სტიმულირებითა და გადარჩევით მცენარეთა და ცხოველთა ახალი, უკეთესი ჯიშების გამოყვანას შეძლებდნენ“.20 ზოგი კი იმედოვნებდა, რომ მომავალში სრულიად ახალ სახეობებს გამოიყვანდნენ.
შეერთებულ შტატებში, აზიასა და ევროპაში დაიწყეს ძვირადღირებული ექსპერიმენტების ჩატარება. სელექციონერები ისეთ მეთოდებს იყენებდნენ, რომელთა საშუალებითაც დააჩქარებდნენ მცენარეთა და ცხოველთა ევოლუციას. რა შედეგები გამოიღო 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინტენსიურმა მეცნიერულმა კვლევებმა? მეცნიერი პეტერ ფონ ზენგბუში ამბობს: „უზარმაზარი ხარჯების მიუხედავად, რადიაციული მეთოდით მაღალპროდუქტიული ჯიშების გამოყვანის მცდელობა კრახით დასრულდა“.21 ლენიგი აღნიშნავს: „80-იანი წლებისთვის მეცნიერების იმედები და ეიფორია წარსულს ჩაბარდა. დასავლეთის ქვეყნებში უარი თქვეს მუტაციურ სელექციაზე, როგორც მეცნიერების ცალკეულ დარგზე. მუტანტთა უმეტესობა . . . კვდებოდა ან თავის წინაპრებთან შედარებით სუსტი იყო“. *
ზოგადად მუტაციების დაახლოებით 100-წლიანი, ხოლო მუტაციური სელექციის 70-წლიანი კვლევის შედეგად მიღებულმა გამოცდილებამ მეცნიერები გარკვეულ დასკვნამდე მიიყვანა, რომელიც მუტაციის შედეგად ახალი სახეობების წარმოქმნას ეხება. მაგალითად, ფაქტების გამოკვლევის შემდეგ ლენიგმა დაასკვნა: „შეუძლებელია მუტაციების შედეგად [მცენარისა თუ ცხოველის] ერთი სახეობა სრულიად ახალ სახეობად გარდაიქმნას. ამას ადასტურებს მე-20 საუკუნის განმავლობაში მიმდინარე ექსპერიმენტებისა და მუტაციების მეცნიერული კვლევის შედეგები და ალბათობის თეორია“.
შესაძლებელია მუტაციის შედეგად ერთი სახეობიდან სრულიად ახალი ცოცხალი ორგანიზმი წარმოიქმნას? ფაქტები საწინააღმდეგოს მოწმობს. გამოკვლევების შედეგად ლენიგი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ „განსხვავებული გენეტიკური კოდის მქონე სახეობებს აქვთ დადგენილი საზღვრები, რომელთა გაუქმება ან გადალახვა შემთხვევითი მუტაციით შეუძლებელია“.22
ვნახოთ, რაზე მეტყველებს ზემოთ მოყვანილი ფაქტები. თუ გამოცდილ სპეციალისტებს არ შეუძლიათ ახალი სახეობების მიღება ხელოვნური სტიმულირებითა და მუტანტების გადარჩევით, რამდენად რეალურია ბრმა პროცესით უკეთესი შედეგების მიღწევა? თუ გამოკვლევები ცხადყოფს, რომ მუტაციის შედეგად შეუძლებელია ერთი სახეობის მეორედ გარდაქმნა, მაშინ როგორღა მოხდა მაკროევოლუცია?
მცდარი შეხედულება 2. ბუნებრივი გადარჩევის შედეგად წარმოიქმნება ახალი სახეობები. დარვინს სწამდა, რომ ბუნებრივი გადარჩევისას გარემო პირობებთან საუკეთესოდ შეგუებული ცოცხალი ორგანიზმები გადარჩებოდნენ, ხოლო ნაკლებად შეგუებულნი — დაიხოცებოდნენ. თანამედროვე ევოლუციური მოძღვრების თანახმად, სახეობების სხვადასხვა არეალში გავრცელებისა და იზოლაციის შემდეგ, ბუნებრივი გადარჩევით გადარჩებიან ის ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც გენების მუტაციის შედეგად ახალ საარსებო გარემოს საუკეთესოდ ეგუებიან. აქედან გამომდინარე, ევოლუციონისტები ასკვნიან, რომ ინდივიდთა იზოლირებული ჯგუფები საბოლოოდ სრულიად ახალ სახეობებად ყალიბდებიან.
ფაქტები. როგორც ზემოთ აღინიშნა, გამოკვლევებმა თვალნათლივ ცხადყო, რომ მუტაციის შედეგად შეუძლებელია მცენარეთა თუ ცხოველთა სრულიად ახალი სახეობების წარმოქმნა. მაშ, რა არგუმენტი მოჰყავთ ევოლუციონისტებს იმ განაცხადის დასამტკიცებლად, რომ ბუნებრივი გადარჩევის გზით ხდება სასარგებლო მუტაციებიდან ახალი სახეობების წარმოშობა? შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ 1999 წელს გამოცემულ ბროშურაში არგუმენტად მოყვანილია „მთიულების 13 სახეობა, რომლებიც დარვინმა გალაპაგოსის კუნძულებზე შეისწავლა და დღეს 23
დარვინის მთიულების სახელით არიან ცნობილნი“.70-იან წლებში მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც სათავეში პიტერ და როზმარი გრანტები ედგნენ, დაიწყო ამ მთიულების შესწავლა. მათ აღმოაჩინეს, რომ გვალვიან პერიოდში ის მთიულები გადარჩნენ, რომლებსაც სხვა მთიულებთან შედარებით დიდი ნისკარტი ჰქონდათ. ვინაიდან 13 სახეობის მთიულებს ძირითადად ნისკარტის ფორმითა და ზომით განასხვავებენ, ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვნად ჩაითვალა. „გრანტების შეფასებით, — აღნიშნულია ბროშურაში, — თუ გვალვა დაახლოებით ყოველ 10 წელიწადში ერთხელ გამეორდება, მთიულების ახალი სახეობა მხოლოდ ორასი წლის შემდეგ წარმოიშვება“.24
მაგრამ ამ ბროშურაში არაფერი იყო ნათქვამი იმის შესახებ, რომ გვალვის შემდგომ წლებში კვლავ იმატა პატარანისკარტა მთიულების რიცხვმა და გრძელნისკარტა მთიულების რიცხვს გადააჭარბა. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კლიმატის ცვლილებასთან ერთად გრძელნისკარტა მთიულების რიცხვმა მხოლოდ ერთ წელს იმატა, მაგრამ მოგვიანებით რიცხობრივად კვლავ პატარანისკარტა მთიულებმა იმძლავრეს. მეცნიერებმა აგრეთვე შენიშნეს, რომ ზოგი ეგრეთ წოდებული განსხვავებული „სახეობის“ მთიულები ერთმანეთთან ჯვარდებოდნენ და წარმოშობდნენ შთამომავლობას, რომლებსაც მშობლებთან შედარებით მეტი ამტანობა ჰქონდათ. აქედან გამომდინარე მათ დაასკვნეს, რომ, თუ შეჯვარება კვლავაც გაგრძელდებოდა, მთიულების ორი „სახეობის“ ერთმანეთთან შერწყმის შედეგად მხოლოდ ერთი წარმოიშობოდა.25
მართლა წარმოიშვა ბუნებრივი გადარჩევის გზით სრულიად ახალი სახეობები? ათწლეულების წინ ევოლუციონისტი და ბიოლოგი ჯორჯ კრისტოფერ უილიამზი დაეჭვდა, შესაძლებელი იყო თუ არა ამის მიღწევა ბუნებრივი გადარჩევით.26 1999 წელს ევოლუციონისტმა ჯეფრი შვარცმა დაწერა, რომ ბუნებრივი გადარჩევის შედეგად სახეობებს შეიძლება განუვითარდეთ ისეთი ნიშან-თვისებები, რომლებიც მათ გარემოსთან შეგუებაში დაეხმარებათ, მაგრამ ამ პროცესის შედეგად ახალი არაფერი იქმნება.27
მართლაც, დარვინის მთიულებიდან რაიმე ახალი არ წარმოშობილა. ისინი დღემდე მთიულებად დარჩნენ. ის ფაქტი, რომ ეს მთიულები ერთმანეთთან ჯვარდებიან, ეჭვქვეშ აყენებს კლასიფიკაციას, რომელსაც ზოგი ევოლუციონისტი სახეობის განსასაზღვრავად იყენებს. ეს აღმოჩენები იმასაც ცხადყოფს, რომ პრესტიჟული სამეცნიერო აკადემიებიც კი არ გვაწვდიან ობიექტურ მონაცემებს.
მცდარი შეხედულება 3. პალეონტოლოგია ადასტურებს მაკროევოლუციურ ცვლილებებს. ზემოთ ხსენებული მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ გამოცემული ბროშურა მკითხველს ისეთ შთაბეჭდილებას უქმნის, რომ მეცნიერთა მიერ აღმოჩენილი ნამარხი ნაშთები მაკროევოლუციის დამადასტურებელ საკმაოდ ბევრ ფაქტს გვაწვდის. მასში ნათქვამია: „იმდენად ბევრი გარდამავალი ფორმაა ნაპოვნი თევზებსა და ამფიბიებს, ამფიბიებსა და ქვეწარმავლებს, ქვეწარმავლებსა და ძუძუმწოვრებს, პრიმატებსა და მათ შთამომავლებს შორის, რომ ხშირად რთულია განისაზღვროს, სად გადის ზღვარი სახეობებს შორის“.ფაქტები. ასეთი განაცხადი განცვიფრებას იწვევს. რატომ? ნაილს ელდრიჯის, თავგამოდებული ევოლუციონისტის სიტყვების თანახმად, პალეონტოლოგიური მონაცემები ადასტურებს, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში „სახეობათა უმეტესობაში მცირე ან თითქმის არავითარი ევოლუციური ცვლილებები არ მომხდარა“ და არა იმას, რომ ცვლილებები თანდათან ხდებოდა. *29
პალეონტოლოგიური მონაცემების მიხედვით, მცენარეთა და ცხოველთა ძირითადი ჯგუფები ერთბაშად გაჩნდნენ და მას შემდეგ თითქმის არ შეცვლილან
დღეისათვის მთელ მსოფლიოში მეცნიერებმა არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს და კატალოგში შეიტანეს 200 მილიონი დიდი და მილიარდობით მცირე ნაშთი. მრავალი მეცნიერის აზრით, ეს უზარმაზარი, მრავალი წვრილმანის შემცველი მასალა ცხადყოფს, რომ ცხოველთა ყველა დიდი ჯგუფი ერთბაშად გაჩნდა და, ფაქტობრივად, უცვლელი დარჩა; მრავალი სახეობა კი ისევე სწრაფად გაქრა, როგორც გაჩნდა.
ევოლუცია რთული დასაჯერებელია
რატომ ამტკიცებს მრავალი ცნობილი ევოლუციონისტი, რომ მაკროევოლუცია დამტკიცებული ფაქტია? ცნობილმა ევოლუციონისტმა რიჩარდ ლევონტინმა დაწერა, რომ მრავალი მეცნიერი მზად არის, დაეთანხმოს დაუსაბუთებელ მეცნიერულ მტკიცებებს მხოლოდ „იმიტომ, რომ ყოველთვის მატერიალიზმს უჭერდა მხარს“. * ბევრი მეცნიერი იდეის დონეზეც არ უშვებს გონიერი შემოქმედის არსებობას. ლევონტინი აღნიშნავს: „ჩვენ ყველანაირად გამოვრიცხავთ შემოქმედების იდეას“.30
ამასთან დაკავშირებით „საიენტიფიკ ამერიკენში“ მოყვანილია სოციოლოგ როდნი სტარკის სიტყვები: „უკვე 200 წელია, რაც ჩაგვჩიჩინებენ, რომ თუ გსურს მეცნიერი იყო, გონება რელიგიური იდეებით არ უნდა დაიბინძურო“. ის აგრეთვე აღნიშნავს, რომ კვლევით ინსტიტუტებში „მორწმუნეები თავს არიდებენ ღმერთზე ლაპარაკს“.31
თუ გჯერათ, რომ მაკროევოლუციის შესახებ მოძღვრება ჭეშმარიტია, მაშინ ისიც უნდა დაიჯეროთ, რომ სწავლულების მიერ მეცნიერული ფაქტების ახსნაზე გავლენას არ ახდენს მათი აგნოსტიკური თუ ათეისტური შეხედულებები. მაშინ იმის დაჯერებაც მოგიწევთ, რომ რთული ცოცხალი ორგანიზმები მუტაციებისა და ბუნებრივი გადარჩევის შედეგად წარმოიშვა, თუმცა მთელი საუკუნის განმავლობაში ჩატარებული გამოკვლევებიდან ჩანს, რომ არც ერთი სახეობისგან არ წარმოშობილა სრულიად ახალი სახეობა. თქვენ ისიც უნდა დაიჯეროთ, რომ ყველა ინდივიდი დროთა განმავლობაში ერთი საერთო წინაპრიდან წარმოიშვა, თუმცა პალეონტოლოგია აშკარად გვიჩვენებს, რომ მცენარეთა და ცხოველთა ძირითადი სახეობები ერთბაშად გაჩნდა და დიდი ხნის განმავლობაშიც კი ევოლუციის შედეგად არ გარდაქმნილან ახალ სახეობებად. არის ასეთი შეხედულება გონივრული და ფაქტებზე დაფუძნებული, თუ უბრალოდ მცდარ მოსაზრებებზეა აგებული? ევოლუციის დაჯერებას მართლაც ძლიერი რწმენა სჭირდება.
^ აბზ. 3 ის ცვლილებები, რომლებსაც სელექციონერები ახდენენ, გენის ფუნქციის დარღვევით არის გამოწვეული. მაგალითად, ტაქსას პატარა ზომა ხრტილის განუვითარებლობით არის განპირობებული.
^ აბზ. 6 ამ სტატიაში ხშირად გვხვდება სიტყვა „სახეობა“, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს სიტყვა ბიბლიის წიგნ „დაბადებაში“ არ გვხვდება; მასში გამოყენებულია უფრო მეტის მომცველი სიტყვა „გვარი“. ხშირად ის, რასაც მეცნიერები ახალი სახეობების ევოლუციას უწოდებენ, უბრალოდ ის ცვლილებებია, რომლებიც ამა თუ იმ „გვარში“ მიმდინარეობს.
^ აბზ. 8 გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ცოცხალი ორგანიზმის ფორმირებაზე უჯრედის ციტოპლაზმა, მემბრანები და სხვა სტრუქტურებიც ახდენენ გავლენას.
^ აბზ. 9 ამ სტატიაში ლენიგი საკუთარ აზრს გამოხატავს და არა პლანკის სახელობის მცენარეთა სელექციის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკთა მთელი კოლექტივის აზრს.
^ აბზ. 10 მუტაციებთან დაკავშირებით მრავალმა ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ ახალი მუტაციების რაოდენობა თანდათან იკლებდა და მხოლოდ ძველი მუტაციები მეორდებოდა. გარდა ამისა, შემდგომი გამოკვლევებისთვის მუტაციის შედეგად გამოყვანილ მცენარეთა ერთ პროცენტზე ნაკლები აირჩიეს, ხოლო ამ უკანასკნელთაგან კომერციული მიზნისთვის ვარგისი მხოლოდ ერთ პროცენტზე ნაკლები აღმოჩნდა. მეცნიერებმა ვერც ახალი სახეობის შექმნა შეძლეს. მცენარეების მუტაციასთან შედარებით ცხოველთა მუტაციამ საერთოდ ვერ გაამართლა, რის გამოც ამ მეთოდზე ხელი ჩაიქნიეს.
^ აბზ. 21 ის პალეონტოლოგიური მონაცემები, რომლებიც მეცნიერებს ევოლუციის დასამტკიცებლად მოჰყავთ, ჯერ კიდევ სადავოა. იხილეთ ბროშურა „სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება“, გვერდები 22—29. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
^ აბზ. 24 ამ შემთხვევაში „მატერიალიზმში“ იგულისხმება თეორია, რომლის თანახმადაც ყველაფერი სამყაროში, მათ შორის სიცოცხლის ნებისმიერი ფორმა, ყოველგვარი ზებუნებრივი ჩარევის გარეშე გაჩნდა.