არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაკვეთილი 13

ვინ არიან პიონერები?

ვინ არიან პიონერები?

კანადა

კარდაკარ მსახურება

ბიბლიის შესწავლა

პირადი შესწავლა

სიტყვა „პიონერი“ ხშირად იმ ადამიანთან მიმართებით გამოიყენება, რომელიც ცხოვრების ამა თუ იმ სფეროსა თუ დარგში გზას უკვალავს სხვებს. იესო ნამდვილად თავისი საქმის პიონერი იყო, რადგან მოევლინა დედამიწას, იქადაგა და ამგვარად გზა გაუკვალა კაცობრიობას გადარჩენისკენ (მათე 20:28). დღეს მისი მიმდევრები ჰბაძავენ მას და მოწაფეების მომზადების საქმეს რაც შეიძლება მეტ დროს უთმობენ (მათე 28:19, 20). ზოგიერთ მათგანს საშუალება აქვს, მონაწილეობა მიიღოს მსახურების იმ სფეროში, რომელსაც პიონერულ მსახურებას ვუწოდებთ.

პიონერი სრული დროით მქადაგებელია. იეჰოვას თითოეული მოწმე სასიხარულო ცნობის მაუწყებელია. ზოგმა კი ისე დაგეგმა თავისი ცხოვრება, რომ პიონერად მსახურობს ანუ ყოველთვიურად 70 საათს უთმობს სამქადაგებლო საქმეს. პიონერობა რომ შეძლონ, ამ მაუწყებელთაგან ბევრი ნახევარ განაკვეთზე მუშაობს. სხვები კი სპეციალურ პიონერებად ინიშნებიან იქ, სადაც სამეფოს მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა და თვის მანძილზე 130 ან უფრო მეტ საათს უთმობენ ქადაგებას. პიონერები კმაყოფილდებიან მცირედით, და სჯერათ, რომ აუცილებელზე იეჰოვა იზრუნებს (მათე 6:31—33; 1 ტიმოთე 6:6—8). ისინი კი, ვისაც მდგომარეობა არ უწყობთ ხელს, რომ სრული დროით მქადაგებლები იყვნენ, დამხმარე პიონერებად მსახურობენ და თვეში 30 ან 50 საათს ქადაგებენ.

პიონერებს ღვთისა და მოყვასის სიყვარული აღძრავთ ქადაგებისკენ. იესოს მსგავსად, ჩვენც ვხედავთ, რომ დღეს ხალხი სულიერად შიმშილობს (მარკოზი 6:34). მაგრამ ჩვენ გვაქვს ცნობა, რომელიც დღესვე ჰგვრის შვებას ადამიანებს და გულში მომავლის მტკიცე იმედს უსახავს. პიონერებს მოყვასის სიყვარული აღძრავს, არ დაიშურონ დრო და ძალ-ღონე, რათა სხვებს სულიერად დაეხმარონ (მათე 22:39; 1 თესალონიკელები 2:8). შედეგად მათი რწმენა მტკიცდება, ისინი უახლოვდებიან ღმერთს და დიდ სიხარულს გრძნობენ (საქმეები 20:35).

  • ვინ არიან პიონერები?

  • რა აღძრავს ზოგს, სრული დროით იქადაგოს?