თავი 8
ღმერთი უდიდესია
დარწმუნებული ვარ, დამეთანხმები, რომ არსებობს ის, ვინც შენზე, ჩემზე და ყველაზე დიდებულია, ძლიერია და დიდი. შენი აზრით, ვინ არის ის? ~ იეჰოვა ღმერთი. მისი ძეც, დიდებული მასწავლებელიც, ჩვენზე დიდია? ~ ცხადია.
იესო ღმერთთან ერთად ცხოვრობდა ზეცაში. ის სულიერი ქმნილება ანუ ანგელოზი იყო. მის გარდა სხვა ანგელოზებიც შექმნა ღმერთმა? ~ დიახ, მან მილიონობით ანგელოზი შექმნა. ეს ანგელოზებიც ჩვენზე მაღლა მდგომები და ძლიერები არიან (ფსალმუნები 103:4, სსგ; დანიელი 7:10).
გახსოვს იმ ანგელოზის სახელი, რომელიც მარიამს ელაპარაკა? ~ მას გაბრიელი ერქვა. მან მარიამს უთხრა, რომ შვილი, რომელიც მას შეეძინებოდა, ღვთის ძე იქნებოდა. ღმერთმა თავისი სულიერი ძის სიცოცხლე მარიამის სხეულში გადმოიტანა, რათა იესო დედამიწაზე ადამიანად დაბადებულიყო (ლუკა 1:26, 27).
გჯერა ამ სასწაულის? გჯერა, რომ იესო ღმერთთან ცხოვრობდა ზეცაში? ~ თვითონ იესომ თქვა, რომ ეს ასე იყო. საიდან იცოდა მან ამის შესახებ? როცა იესო პატარა იყო, ალბათ, მარიამმა უამბო ის, რაც ანგელოზმა გაბრიელმა უთხრა. გარდა ამისა, იოსებიც ეტყოდა იესოს, რომ მისი ნამდვილი მამა ღმერთი იყო.
იესოს ნათლობისას ზეციდან თვითონ ღმერთმა თქვა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე“ (მათე 3:17). სიკვდილის წინა ღამეს იესო ლოცულობდა: „მამა, განმადიდე იმ დიდებით, რომელიც შენთან მქონდა ქვეყნიერების შექმნამდე“ (იოანე 17:5). დიახ, იესომ სთხოვა ღმერთს, რომ კვლავ დაებრუნებინა მასთან საცხოვრებლად ზეცაში. რა შემთხვევაში შეძლებდა იესო იქ ცხოვრებას? ~ იმ შემთხვევაში, თუ იეჰოვა ღმერთი კვლავ უხილავ სულიერ ქმნილებად ანუ ანგელოზად გადააქცევდა.
ახლა ერთი მნიშვნელოვანი კითხვა უნდა დაგისვა. როგორ ფიქრობ, ყველა ანგელოზი კარგია? ~ ერთ დროს ყველა კარგი იყო. ისინი იეჰოვა ღმერთმა შექმნა და ყველაფერი, რასაც იეჰოვა აკეთებს, კარგია. მაგრამ შემდეგ ერთ–ერთი ანგელოზი ცუდი გახდა. როგორ?
ეს რომ გავიგოთ, იმ დროში უნდა გადავინაცვლოთ, როდესაც ღმერთმა პირველი კაცი და ქალი — ადამი და ევა — შექმნა. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს ამბავი მოგონილია. მაგრამ დიდებულმა მასწავლებელმა იცოდა, რომ ეს სინამდვილე იყო.
როცა ღმერთმა ადამი და ევა შექმნა, ლამაზ ბაღში დაასახლა. მას ედემი ერქვა. ეს იყო ბაღი ანუ სამოთხე. მათ ბევრი შვილი უნდა ჰყოლოდათ, და როგორც ერთ დიდ ოჯახს, მარადიულად უნდა ეცხოვრათ. მაგრამ მათ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა ესწავლათ. ამის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. ვნახოთ, გვახსოვს თუ არა ეს.
დაბადება 2:17; 3:3). მაშ, რისი სწავლა სჭირდებოდათ ადამსა და ევას? ~
იეჰოვამ ადამსა და ევას უთხრა, რომ შეეძლოთ ბაღში დარგული ყველა ხის ნაყოფი ეჭამათ, გარდა ერთი ხისა. ღმერთმა უთხრა მათ, რა მოხდებოდა, თუ ამ ხის ნაყოფს შეჭამდნენ. მან თქვა: ‘მოკვდებით’ (მათ მორჩილება უნდა ესწავლათ. დიახ, ჩვენი სიცოცხლე იეჰოვა ღმერთისადმი მორჩილებაზეა დამოკიდებული! ადამსა და ევასგან მხოლოდ იმის თქმა, რომ ღმერთს ემორჩილებოდნენ, საკმარისი არ იყო. მათ ეს საქმეებით უნდა დაემტკიცებინათ. ისინი თუ ღმერთს დაემორჩილებოდნენ, აჩვენებდნენ, რომ უყვარდათ ღმერთი და უნდოდათ ის მათი მმართველი ყოფილიყო. თუ ასე მოიქცეოდნენ, მარადიულად იცხოვრებდნენ სამოთხეში. მაგრამ, რას აჩვენებდნენ, თუ აკრძალული ხის ნაყოფს შეჭამდნენ? ~
ისინი აჩვენებდნენ, რომ მადლიერებას არ ავლენდნენ იმ ყველაფრისთვის, რაც ღმერთმა მისცა მათ. შენ რომ იქ ყოფილიყავი, დაემორჩილებოდი იეჰოვას? ~ თავიდან ადამი და ევა ემორჩილებოდნენ. მაგრამ შემდეგ მან, ვინც მათზე მაღლა იდგა, ევა მოატყუა და დაუმორჩილებლობისკენ უბიძგა. ვინ იყო ის? ~
~ ერთმა ანგელოზმა ისეთი რამ გააკეთა, რომ ევას ეგონა, გველი ელაპარაკებოდა. სინამდვილეში კი ანგელოზი ლაპარაკობდა. ამ ანგელოზმა გულში ბოროტი განზრახვა ჩაიდო. მას უნდოდა, რომ ადამსა და ევას მისთვის ეცათ თაყვანი და ის ეკეთებინათ, რასაც თვითონ ეტყოდა. მას ღმერთის ადგილის დაკავება უნდოდა.
ბიბლია ამბობს, რომ ევას გველი ელაპარაკა. მაგრამ, როგორც იცი, გველს ლაპარაკი არ შეუძლია. მაშ, როგორ დაელაპარაკა გველი ევას?ასე რომ, ამ ცუდმა ანგელოზმა მცდარი აზრები ჩაუნერგა ევას. მან გველის მეშვეობით უთხრა: ‘არ მოკვდებით, თუ იმ ხის ნაყოფს შეჭამთ. თქვენ ღმერთივით ბრძენები გახდებით’. შენ დაიჯერებდი ამას? ~
ევას ის მოუნდა, რაც ღმერთს მისთვის არ მიუცია. მან შეჭამა აკრძალული ხის ნაყოფი და შემდეგ ადამსაც შესთავაზა. ადამმა არ დაიჯერა გველის ნათქვამი, მაგრამ მას ღმერთზე მეტად უყვარდა ევა და უნდოდა, მასთან ერთად ყოფილიყო. ამიტომ, იმ ხის ნაყოფი იმანაც შეჭამა (დაბადება 3:1—6; 1 ტიმოთე 2:14).
რა მოჰყვა ამას? ~ ისინი არასრულყოფილები გახდნენ, დაბერდნენ და მოკვდნენ. ადამისა და ევას არასრულყოფილების გამო მათი შთამომავლობაც არასრულყოფილი დაიბადა. ისინი თანდათანობით ბერდებოდნენ და კვდებოდნენ. ღმერთს არ მოუტყუებია ადამი და ევა! სიცოცხლე ნამდვილად მისდამი მორჩილებაზეა დამოკიდებული (რომაელთა 5:12). ბიბლია გვეუბნება, რომ ანგელოზს, რომელმაც ევა მოატყუა, სატანა და ეშმაკი ეწოდა; ხოლო სხვა ანგელოზებს, რომლებიც ცუდები გახდნენ — დემონები (იაკობი 2:19; გამოცხადება 12:9).
გესმის ახლა, რატომ გახდა ღვთის კარგი ანგელოზი ცუდი? ~ იმიტომ, რომ მან ცუდ რამეზე დაიწყო ფიქრი. ეშმაკმა პირველობა მოისურვა. მან იცოდა, რომ ღმერთმა ადამსა და ევას უთხრა, შვილები იყოლიეთო. მას სურდა, რომ ადამს, ევასა და მათ შვილებსაც მისთვის ეცათ თაყვანი. ეშმაკის სურვილია, რომ იეჰოვას არავინ დაემორჩილოს. ამიტომ ცდილობს, არასწორი აზრები ჩათესოს ჩვენს გონებაში (იაკობი 1:13—15).
ეშმაკი ამბობს, რომ იეჰოვა არავის უყვარს, მათ შორის არც მე და შენ, და არ გვინდა იმის კეთება, რასაც ღმერთი გვეუბნება. ის ამბობს, რომ იეჰოვას მხოლოდ მაშინ ვემორჩილებით, როდესაც ყველაფერი ისე ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. როგორ ფიქრობ, სიმართლეს ამბობს ეშმაკი? ასეთები ვართ?
დიდებულმა მასწავლებელმა თქვა, რომ ეშმაკი მატყუარაა. იესო ემორჩილებოდა ღმერთს, რითაც დაამტკიცა, რომ ნამდვილად უყვარდა იეჰოვა. იესო ღმერთს მხოლოდ მაშინ არ ემორჩილებოდა, როდესაც ადვილი იყო ამის გაკეთება. ის ამას ყოველთვის აკეთებდა, მაშინაც კი, როდესაც ადამიანები პრობლემებს უქმნიდნენ. ის სიკვდილამდე იეჰოვას ერთგული იყო. ამიტომაც, ღმერთმა ის მკვდრეთით აღადგინა, რათა მარადიულად ეცხოვრა.
აქედან გამომდინარე, შენი აზრით, ვინ არის ჩვენი უდიდესი მტერი? ~ დიახ, სატანა ეშმაკი. შეგვიძლია მისი დანახვა? ~ ცხადია, არა! მაგრამ ვიცით, რომ ის არსებობს; ჩვენზე მაღლა დგას და ჩვენზე ძლიერია. მიუხედავად ამისა, ვინ დგას ეშმაკზე მაღლა? ~ იეჰოვა ღმერთი. მაშასადამე, ვიცით, რომ ღმერთს ჩვენი დაცვა შეუძლია.
მოდი წავიკითხოთ, ვის უნდა ვცეთ თაყვანი: მეორე რჯულის 30:19, 20; იესო ნავეს ძის 24:14, 15; იგავების 27:11 და მათეს 4:10.