მე-16 გაკვეთილი
იესოს ცხოვრება დედამიწაზე
იესოს სახელის გაგონებაზე ზოგს თვალწინ წარმოუდგება უმწეო ბავშვი, ზოგს კი — ბრძენი წინასწარმეტყველი, ზოგსაც — კაცი, რომელმაც ხალხისთვის თავი გაწირა. შეგვიძლია მეტი გავიგოთ მის შესახებ? ამ გაკვეთილიდან შევიტყობთ, თუ რას აკეთებდა იესო დედამიწაზე და რაში დაგვეხმარება ამის ცოდნა.
1. რა იყო იესოს უმთავრესი საქმე?
იესოს სიტყვებიდან ჩანს, რა იყო მისი უმთავრესი საქმე. მან თქვა: „უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ“ (წაიკითხეთ ლუკას 4:43). იგი სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში დაუღალავად აუწყებდა სასიხარულო ცნობას იმის შესახებ, რომ ღმერთი დაამყარებდა სამეფოს, a ანუ დააარსებდა ხელისუფლებას, რომელიც კაცობრიობის პრობლემებს ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრიდა (მათე 9:35).
2. რატომ ახდენდა იესო სასწაულებს?
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ „ღმერთმა . . . მისი [ანუ იესოს] მეშვეობით სასწაულები, საკვირველებები და ნიშნები მოახდინა“ (საქმეები 2:22). ღვთისგან ბოძებული ძალით იესო იმორჩილებდა ბუნების ძალებს, აპურებდა ათასებს, კურნავდა ავადმყოფებს და მკვდრებსაც კი აღადგენდა (მათე 8:23—27; 14:15—21; მარკოზი 6:56; ლუკა 7:11—17). იესოს სასწაულები მოწმობდა, რომ იგი დედამიწაზე ღმერთმა გამოგზავნა და, რომ იეჰოვას შესწევს ძალა, ბოლო მოუღოს ადამიანთა ტანჯვას.
3. რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ?
იესო ყველაფერში იეჰოვას ემორჩილებოდა (წაიკითხეთ იოანეს 8:29). წინააღმდეგობის მიუხედავად იესო ყოველთვის მამის ნებას ასრულებდა; იგი სიკვდილამდე ღვთის ერთგული დარჩა. იესომ დაამტკიცა, რომ ადამიანს ნებისმიერ ვითარებაში შეუძლია ღმერთს ერთგულად ემსახუროს. ამგვარად, მან მაგალითი დაგვიტოვა, რომ ზუსტად მივყვეთ მის ნაკვალევს (1 პეტრე 2:21).
გაიღრმავეთ ცოდნა
ქვემოთ შეიტყობთ, როგორ ქადაგებდა იესო სასიხარულო ცნობას და როგორ ახდენდა სასწაულებს.
4. იესო სასიხარულო ცნობას ქადაგებდა
ის მტვრიან გზებზე ასობით კილომეტრს გადიოდა, ხალხისთვის სასიხარულო ცნობა რომ ექადაგა. წაიკითხეთ ლუკას 8:1 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
-
მხოლოდ მის მოსასმენად შეკრებილ ხალხს უქადაგებდა იესო?
-
რა ძალისხმევას ახმარდა იგი იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გაეზიარებინა სასიხარულო ცნობა?
ღმერთმა იწინასწარმეტყველა, რომ აღთქმული მესია სასიხარულო ცნობას იქადაგებდა. წაიკითხეთ ესაიას 61:1, 2 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
-
როგორ შესრულდა იესოზე ეს წინასწარმეტყველება?
-
თქვენი აზრით, სჭირდება ხალხს დღეს სასიხარულო ცნობის მოსმენა?
5. იესო პრაქტიკულ რჩევებს აძლევდა ხალხს
ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგების გარდა, იესო გამოსადეგ რჩევებსაც აძლევდა ხალხს. გავიხსენოთ ზოგიერთი რჩევა, რომლებიც მან მსმენელს მთაზე ქადაგების დროს მისცა. წაიკითხეთ მათეს 6:14, 34 და 7:12; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
-
რა ურჩია იესომ მსმენელს?
-
თქვენი აზრით, დღესაც პრაქტიკულია ეს რჩევები?
6. იესო სასწაულებს ახდენდა
იეჰოვამ იესოს სასწაულების მოხდენის ძალა მისცა. წაიკითხეთ მარკოზის 5:25—34 ან ნახეთ ვიდეო. შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
-
რაში იყო დარწმუნებული ეს ქალი?
-
რითაა თქვენთვის განსაკუთრებული ეს შემთხვევა?
წაიკითხეთ იოანეს 5:36 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
-
რაზე მოწმობდა იესოს სასწაულები?
იცოდით?
იესოს ცხოვრების შესახებ, ძირითადად, ოთხი სახარება მოგვითხრობს — „მათე“, „მარკოზი“, „ლუკა“ და „იოანე“. ეს სახარებები სხვადასხვა კუთხით აშუქებს იესოს ცხოვრებას და ერთ მთლიან სურათს ქმნის.
-
მათე
პირველი სახარება მათემ დაწერა. მათე მოგვითხრობს იმაზე, თუ რას და როგორ ასწავლიდა იესო. ის ყურადღებას ღვთის სამეფოზე ამახვილებს.
-
მარკოზი
ოთხი სახარებიდან ყველაზე მოკლე მარკოზის სახარებაა. მასში მოვლენები სწრაფად ვითარდება.
-
ლუკა
თავის სახარებაში ლუკა ლოცვაზე ამახვილებს ყურადღებას და გვიამბობს, როგორ ეპყრობოდა იესო ქალებს.
-
იოანე
მისი სახარებიდან ვიგებთ, რაზე ესაუბრებოდა იესო თავის მეგობრებსა თუ სხვებს და გვანახვებს, როგორი პიროვნება იყო ის.
ზოგი ამბობს: „იესო ღმერთია“.
-
თქვენ რას ფიქრობთ?
შეჯამება:
იესო ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებდა, სასწაულებს ახდენდა და ყოველთვის იეჰოვას ემორჩილებოდა.
გასამეორებელი კითხვები:
-
რა იყო იესოს უმთავრესი საქმე დედამიწაზე?
-
რაზე მოწმობდა მისი სასწაულები?
-
რა პრაქტიკულ რჩევებს აძლევდა იესო ხალხს?
გაიგეთ მეტი:
რაზე საუბრობდა იესო ხშირად?
„ღვთის სამეფო — რატომ ანიჭებს იესო მას დიდ მნიშვნელობას?“ („საგუშაგო კოშკი“, 1 ოქტომბერი, 2014)
გაიგეთ, რატომ შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ იესო ნამდვილად ახდენდა სასწაულებს.
„რისი სწავლა შეგიძლიათ იესოს სასწაულებიდან?“ („საგუშაგო კოშკი“, 15 ივლისი, 2004)
წაიკითხეთ, როგორ შეცვალა ერთი მამაკაცის ცხოვრება იესოს პიროვნების გაცნობამ.
„მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვცხოვრობდი“ („საგუშაგო კოშკი“, 1 ოქტომბერი, 2014)
გაეცანით იესოს ცხოვრების ამსახველ მოვლენებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.
„იესოს დედამიწაზე ცხოვრების ამსახველი მოვლენები“ (ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, დანართი ა7)
a 31—33-ე გაკვეთილებიდან მეტს შეიტყობთ ღვთის სამეფოს შესახებ.