მე-4 ნაწილის გამეორება
მასწავლებელთან ერთად იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
წაიკითხეთ იგავების 13:20.
რატომ არის მნიშვნელოვანი, მეგობრები დაკვირვებით შეარჩიოთ?
(იხილეთ 48-ე გაკვეთილი)
რას ურჩევს ბიბლია . . .
ცოლებსა და ქმრებს?
შვილებსა და მშობლებს?
(იხილეთ 49-ე და 50-ე გაკვეთილები)
როგორ საუბარს იწონებს ღმერთი და როგორს — არა?
(იხილეთ 51-ე გაკვეთილი)
რა ბიბლიური პრინციპებით შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ, როცა ჩაცმის ან ვარცხნილობის სტილს ირჩევთ?
(იხილეთ 52-ე გაკვეთილი)
როგორ შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ღვთის თვალსაზრისი, როცა ირჩევთ, რით გაერთოთ?
(იხილეთ 53-ე გაკვეთილი)
წაიკითხეთ მათეს 24:45—47.
ვინ არის „ერთგული და გონიერი მონა“?
(იხილეთ 54-ე გაკვეთილი)
როგორ შეგიძლიათ, გამოიყენოთ დრო, ენერგია და ქონება კრების მხარდასაჭერად?
(იხილეთ 55-ე გაკვეთილი)
წაიკითხეთ ფსალმუნის 133:1.
როგორ შეგიძლიათ, ხელი შეუწყოთ კრების ერთიანობას?
(იხილეთ 56-ე გაკვეთილი)
როგორ გამოგვიწვდის იეჰოვა დახმარების ხელს, თუ სერიოზულ ცოდვას ჩავიდენთ?
(იხილეთ 57-ე გაკვეთილი)
წაიკითხეთ 1 მატიანის 28:9.
როგორ შეგიძლიათ ცხადყოთ, რომ იეჰოვას ერთგული ხართ, როცა ვინმე ზურგს აქცევს მას ან ცრუ ინფორმაციას ავრცელებს ღვთის ორგანიზაციაზე?
ხომ არაა საჭირო, გარკვეული ცვლილებები მოახდინოთ, რათა იეჰოვას უერთგულოთ და ყველანაირი კავშირი გაწყვიტოთ ცრუ რელიგიასთან?
(იხილეთ 58-ე გაკვეთილი)
როგორ უნდა მოემზადოთ დევნისთვის?
(იხილეთ 59-ე გაკვეთილი)
რა მიზნები გაქვთ დასახული, რომ უფრო დაუახლოვდეთ იეჰოვას?
(იხილეთ მე-60 გაკვეთილი)