არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 1

საინტერესო შესავალი

საინტერესო შესავალი

საქმეები 17:22

ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲐᲖᲠᲘ: შესავალმა ინტერესი უნდა აღძრას, გამოკვეთოს საუბრის თემა და დაანახვოს მსმენელს, რატომ უნდა აინტერესებდეს ეს საკითხი.

ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝ:

  • აღძარი ინტერესი. შეარჩიე მსმენელისთვის საინტერესო კითხვა, რეალური შემთხვევა, ახალი ამბავი ან დამაფიქრებელი აზრი.

  • გამოკვეთე საუბრის თემა. დარწმუნდი, რომ შესავალში ნათლად არის გამოკვეთილი საუბრის თემა და მიზანი.

  • დაანახვე მსმენელს, რატომ არის ეს საკითხი მისთვის მნიშვნელოვანი. თემა მსმენელის საჭიროებებს მოარგე. მათ ნათლად უნდა დაინახონ, რა მხრივ გამოადგებათ შენი ნათქვამი.