არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 11

ენთუზიაზმი

ენთუზიაზმი

რომაელები 12:11

ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲐᲖᲠᲘ: ილაპარაკე ენთუზიაზმით და მოქმედებისკენ აღძარი მსმენელი.

ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝ:

  • ილაპარაკე მთელი გულით. მომზადების დროს იფიქრე იმაზე, რომ ხალხს მნიშვნელოვან ცნობას გადასცემ. იმდენად კარგად უნდა მოამზადო მასალა, რომ მთელი გულით გადმოსცე.

  • იფიქრე მსმენელზე. დაფიქრდი, რამდენად გამოადგება სხვებს ინფორმაცია, რომელსაც კითხულობ ან ასწავლი. ეცადე, ისე გადმოსცე, რომ მსმენელმა ნათლად დაინახოს მისი პრაქტიკული ღირებულება.

  • ცოცხლად გადმოეცი. ილაპარაკე ენთუზიაზმით. გრძნობები ბუნებრივი ჟესტიკულაციითა და სახის გამომეტყველებით გამოხატე.