არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 16

გამამხნევებელი და დადებითი საუბარი

გამამხნევებელი და დადებითი საუბარი

იობი 16:5

ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲐᲖᲠᲘ: პრობლემის ნაცვლად, ყურადღება გამოსავალზე და მსმენელისთვის გამამხნევებელ აზრებზე გაამახვილე.

ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝ:

  • დადებითად განეწყვე მსმენელის მიმართ. გჯეროდეს, რომ თანაქრისტიანებს იეჰოვას მოსაწონად ცხოვრება სურთ. მაშინაც კი, თუ რჩევა უნდა მისცე, გულწრფელად შეაქე, როცა ამის საშუალება მოგეცემა.

  • უარყოფითზე ნაკლები ილაპარაკე. უარყოფითზე საჭიროზე მეტს ნუ ისაუბრებ. მთლიანობაში შენი საუბარი დადებითი უნდა იყოს.

  • მარჯვედ გამოიყენე ღვთის სიტყვა. ყურადღება იმაზე გაამახვილე, რაც იეჰოვას კაცობრიობისთვის გაუკეთებია, რასაც აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს. მხნეობა და ძალა შემატე მსმენელს.