არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 2

ბუნებრიობა

ბუნებრიობა

2 კორინთელები 2:17

ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲐᲖᲠᲘ: ილაპარაკე ბუნებრივად და გულწრფელად, რითაც დაანახვებ მსმენელს როგორც საკითხის, ისე მათ მიმართ შენს დამოკიდებულებას.

ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝ:

  • ილოცე და საგულდაგულოდ მოემზადე. ილოცე, რომ საკუთარ თავზე კი არ იყო კონცენტრირებული, არამედ იმ ცნობაზე, რომელსაც გადასცემ. გონებაში გქონდეს მთავარი აზრები. სათქმელი საკუთარი სიტყვებით გადმოეცი და სიტყვასიტყვით ნუ დაიზეპირებ დაბეჭდილ ტექსტს.

  • ილაპარაკე გულითადად. იფიქრე, რატომ სჭირდება ხალხს ამ ცნობის მოსმენა. თუ ყურადღებას ადამიანებზე გადაიტან, შენს ჟესტებში, ჯდომისა თუ დგომის მანერასა და სახის გამომეტყველებაში გულწრფელობა და მეგობრული დამოკიდებულება აირეკლება.

  • დაამყარე მხედველობითი კონტაქტი. თუ შენს კულტურაში მიღებულია, მხედველობითი კონტაქტი შეინარჩუნე მსმენელთან. მოხსენების დროს უბრალოდ თვალი კი არ მოავლო მსმენელებს, არამედ დროდადრო ცალკეულ ადამიანს შეხედე.