ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 3
კითხვების გამოყენება
მათე 16:13—16
ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲐᲖᲠᲘ: ტაქტიანად დასვი კითხვები ინტერესის აღსაძვრელად და შესანარჩუნებლად, მსმენელის მსჯელობაში ჩასაბმელად და მთავარი აზრების ხაზგასასმელად.
ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝ:
-
აღძარი და შეინარჩუნე ინტერესი. დასვი რიტორიკული კითხვები, რათა მსმენელმა გულში უპასუხოს ან ცნობისმოყვარეობა აღეძრას.
-
იმსჯელე თემის ირგვლივ. კითხვების მეშვეობით დაეხმარე მსმენელს, მიჰყვეს მსჯელობის ლოგიკას და სწორ დასკვნამდე მივიდეს.
-
ხაზი გაუსვი მთავარ აზრებს. მთავარ აზრზე გადასასვლელად დასვი ინტერესის აღმძვრელი კითხვა, მთავარი აზრების განხილვის ან საუბრის ბოლოს კი — გასამეორებელი კითხვები.