არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 6

ბიბლიური მუხლის თემასთან დაკავშირება

ბიბლიური მუხლის თემასთან დაკავშირება

იოანე 10:33—36

ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲐᲖᲠᲘ: მუხლის წაკითხვის შემდეგ მალევე ნუ გადახვალ შემდეგ აზრზე. დარწმუნდი, რომ მსმენელი აშკარად ხედავს კავშირს მსჯელობის საგანსა და ბიბლიურ მუხლს შორის.

ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝ:

  • გამოყავი მთავარი სიტყვები. მუხლის წაკითხვის შემდეგ ხაზი გაუსვი იმ სიტყვებს, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება მთავარ აზრს. შეგიძლია გაიმეორო მუხლში მოცემული სიტყვები ან დასვა კითხვა. ეს დაეხმარება მსმენელს, თავად მიხვდეს, რომელია ძირითადი სიტყვები.

  • გამოკვეთე მნიშვნელოვანი ფრაზები. თუ წინასწარ მოიხსენიებ კონკრეტული მუხლის წაკითხვის მიზეზს, შეეცადე დაანახვო მსმენელს, მუხლში მოცემული რომელი სიტყვები უკავშირდება ამ აზრს.

  • მარტივად დააკავშირე. ნუ მოიხსენიებ არასაჭირო დეტალებს, რომლებიც არ უკავშირდება მთავარ აზრს. დაფიქრდი, რა იცის ამ საკითხზე მსმენელმა და ღირს თუ არა ამ აზრის მოხსენიება. ეს დაგეხმარება, განსაზღვრო, რამდენად სჭირდება ამ საკითხს გაშლა და დაწვრილებით ახსნა.