არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 7

ზუსტი და სანდო ინფორმაცია

ზუსტი და სანდო ინფორმაცია

ლუკა 1:3

ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲐᲖᲠᲘ: გამოიყენე სანდო წყარო და დაეხმარე მსმენელს, სწორ დასკვნამდე მივიდეს.

ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝ:

  • იხელმძღვანელე სანდო წყაროებით. სათქმელი ღვთის სიტყვაზე დააფუძნე და, თუ შესაძლებელია, პირდაპირ ბიბლიიდან წაიკითხე. როცა მეცნიერულ ფაქტებს, ახალ ამბავს, რაიმე შემთხვევას ან სხვა ინფორმაციას იშველიებ, წინასწარ შეამოწმე, რამდენად სანდო და ახალია ეს ინფორმაცია.

  • ნუ დაამახინჯებ ინფორმაციას. ბიბლიური მუხლის ახსნისას გაითვალისწინე კონტექსტი, ამ საკითხთან დაკავშირებული სხვა ბიბლიური მუხლები და „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწვდილი პუბლიკაციები (მათ. 24:45). თუ სხვა წყაროდან იღებ ინფორმაციას, დარწმუნდი, რომ კონტექსტიდან არ არის ამოგლეჯილი და ზუსტად გადმოსცემს ავტორის სათქმელს.

  • იმსჯელე მსმენელთან ერთად. ბიბლიური მუხლის წაკითხვის ან რომელიმე წყაროდან ციტირების შემდეგ დასვი ტაქტიანი კითხვები ან მოიყვანე მაგალითი, რომ მსმენელმა თავად შეძლოს დასკვნის გაკეთება.