არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პროლოგი

პროლოგი

ძვირფასო მკითხველო,

„მოდი და გამომყევი“ (მარკოზი 10:21). ამ სიტყვებით იესო თითოეულ ჩვენგანს იწვევს. თუ მიიღებ იესოს მოწვევას, ეს შენს ცხოვრებას შეცვლის. რა მხრივ?

იეჰოვამ თავისი მხოლოდშობილი ძე დედამიწაზე გამოგზავნა იმისათვის, რომ მას სიცოცხლის შეწირვით გამოსასყიდი გაეღო (იოანე 3:16). ის ჩვენთვის მოკვდა. გარდა ამისა, მაგალითიც მოგვცა, თუ როგორ ვიცხოვროთ. იესო ყოველთვის ინარჩუნებდა ერთგულებას და მამის გულს ყოველთვის ახარებდა. მან აგრეთვე დაგვანახვა, თუ როგორ მივბაძოთ მამამისს. ძე სიტყვითა თუ საქმით ზედმიწევნით ასრულებდა მამის ნებას (იოანე 14:9).

როგორც ბიბლიაში წერია, იესომ „მაგალითი“ დაგვიტოვა, რომ „ერთგულად მივყვეთ მის ნაკვალევს“ (1 პეტრე 2:21). თუ გვინდა, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ იეჰოვას, მართლაც აზრიანად ვიცხოვროთ და დავრჩეთ მარადიული სიცოცხლის გზაზე, ერთგულად უნდა მივყვეთ ქრისტეს ნაკვალევს.

ამისათვის აუცილებელია გავეცნოთ იესოს ისტორიას, რომელიც ბიბლიის ფურცლებზეა შემონახული. ეს გულმოდგინე შესწავლას მოითხოვს. თუ დავფიქრდებით იესოს სიტყვებსა და საქმეებზე და იმაზე, თუ როგორ მივბაძოთ, შევძლებთ ერთგულად მივყვეთ მას.

ეს წიგნი გაგიღრმავებს იესოსა და იეჰოვას სიყვარულს. სიყვარული კი აღგძრავს, ერთგულად მიჰყვე იესოს ნაკვალევს, რათა გული გაუხარო იეჰოვას ახლაც და მომავალშიც.

გამომცემლები