თავი 18
„მომყევი“
1—3. ა) როგორ გამოეთხოვა იესო თავის მოციქულებს და რატომ არ ნიშნავდა ეს იმას, რომ ამით ყველაფერი დასრულდა? ბ) რატომ უნდა ვიცოდეთ, თუ რა მოხდა იესოს ზეცად ამაღლების შემდეგ?
ზეთისხილის მთაზე თერთმეტი მოციქული ერთ კაცს დიდი სიყვარულითა და აღტაცებით შესცქეროდა. ის მკვდრეთით აღმდგარი იესო იყო, იეჰოვას სულიერ ძეთა შორის უძლიერესი. მან ზეთისხილის მთაზე უკანასკნელად შეკრიბა თავისი მოციქულები.
2 ზეთისხილის მთა, რომელიც კირქვის ქანებით დაფარულ მთაგრეხილს განეკუთვნება, იერუსალიმის აღმოსავლეთით მდებარეობს და კედრონის ხევს მიუყვება. იესოს ამ მთასთან არაერთი მოგონება აკავშირებდა. მაგალითად, ქალაქი ბეთანია, სადაც იესომ ლაზარე აღადგინა, სწორედ ზეთისხილის მთის ფერდობზე მდებარეობს. იესო, როგორც მომავალი მეფე, იერუსალიმში სწორედ ზეთისხილის მთასთან მდებარე ბეთფაგის მხრიდან შევიდა. სავარაუდოა, რომ გეთსემანეს ბაღიც ზეთისხილის მთაზე მდებარეობდა, სადაც დაპატიმრებამდე იესომ უმძიმესი წუთები გაატარა. ახლაც ამავე მთაზე შეკრიბა იესომ თავისი მიმდევრები, უახლოესი მეგობრები, რომ გამოთხოვებოდა. თბილი, გამოსათხოვარი სიტყვების შემდეგ იესო დედამიწიდან ამაღლდა. მოციქულებს ფეხი არ მოუცვლიათ ადგილიდან, ისე გაფაციცებით შეჰყურებდნენ ზეცად ამავალ საყვარელ მასწავლებელს. ბოლოს იესო ღრუბლებში გაუჩინარდა და მოციქულებმა ვეღარ დაინახეს (საქმეები 1:6—12).
3 შენ რომ იქ ყოფილიყავი, დაგეუფლებოდა ისეთი გრძნობა, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა? არა, რადგან, როგორც ორმა ანგელოზმა აცნობა მოციქულებს, იესოს ცხოვრება საქმეები 1:10, 11). ღვთის სიტყვა მოგვითხრობს, თუ რა მოხდებოდა მას შემდეგ, რაც იესო დედამიწას დატოვებდა. ამის ცოდნა აუცილებელია. რატომ? გავიხსენოთ, რა უთხრა იესომ პეტრეს: „მომყევი“ (იოანე 21:19, 22). იესოს სიტყვებს ყველანი უნდა ვემორჩილებოდეთ, ოღონდ არა ხანდახან, არამედ ყოველთვის. ამისათვის კი კარგად უნდა ვიცოდეთ, რა დავალებები მიიღო იესომ ზეცაში ასვლის შემდეგ, და დღეს რას აკეთებს.
ზეცად ამაღლებით არ დასრულებულა (იესოს ცხოვრება დედამიწის დატოვების შემდეგ
4. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, რა მოხდებოდა მას შემდეგ, რაც იესო ზეცას დაუბრუნდებოდა?
4 წმინდა წერილები არაფერს მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ მიიღებდნენ იესოს ზეცაში და რა სიხარულით შეხვდებოდა მამა. თუმცა ბიბლიიდან ვიგებთ, თუ რა მოხდებოდა მალევე მას შემდეგ, რაც იესო ზეცას დაუბრუნდებოდა. როგორც ვიცით, იუდეველები მთელი თხუთმეტი საუკუნის განმავლობაში, წელიწადში ერთხელ გამოსყიდვის დღეს აღნიშნავდნენ. ტარდებოდა წმინდა ცერემონია. მღვდელმთავარი ტაძრის წმინდათაწმინდაში შედიოდა და გამოსყიდვის დღეს შეწირული მსხვერპლის სისხლს შეთანხმების კიდობნის წინ აპკურებდა. იმ დღეს მღვდელმთავარი მესიას განასახიერებდა. ზეცაში ასვლის შემდეგ იესომ ერთხელ და სამუდამოდ შეასრულა წინასწარმეტყველური მნიშვნელობის ცერემონია. შევიდა იეჰოვას დიდებულ სამყოფელში, მთელ სამყაროში უწმინდეს ადგილას, და მამას გამოსასყიდად გაღებული მსხვერპლის ფასი წარუდგინა (ებრაელები 9:11, 12, 24). მიიღო იეჰოვამ?
5, 6. ა) რომელი მოვლენა აჩვენებს, რომ იეჰოვამ მიიღო ქრისტეს მსხვერპლი? ბ) ვისთვის მოაქვს სიკეთე იესოს გამოსასყიდს, და როგორ?
5 პასუხს იმ შემთხვევაში გავიგებთ, თუ განვიხილავთ, რა მოხდა დედამიწაზე იესოს ზეცად ამაღლებიდან რამდენიმე დღეში. დაახლოებით 120 ქრისტიანი იერუსალიმში, ერთ-ერთი სახლის ზემოთა ოთახში შეკრებილიყო. უცბად საქმეები 2:1—4). ეს მოვლენა ახალი ერის ანუ სულიერი ისრაელის, ღვთის „რჩეული მოდგმისა“ და „სამეფო სამღვდელოების“ დაბადებას მოასწავებდა, რომელსაც ღვთის ნება უნდა შეესრულებინა დედამიწაზე (1 პეტრე 2:9). უდავოა, რომ იეჰოვამ მოიწონა და მიიღო ქრისტეს მსხვერპლი. წმინდა სულის გადმოსვლა ერთ-ერთი პირველი კურთხევა იყო, რომლის მიღებაც გამოსასყიდით გახდა შესაძლებელი.
ხმაური გაისმა, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო. თითოეულის თავზე ცეცხლის ენები გამოჩნდა. წმინდა სულით აღივსნენ ისინი და სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდნენ (6 იმ მოვლენიდან დღემდე ქრისტეს გამოსასყიდს მთელ მსოფლიოში ყველა მისი მიმდევრისთვის მოაქვს სიკეთე, არა აქვს მნიშვნელობა სულითცხებული „მცირე სამწყსოს“ წევრები ვართ, რომლებიც ზეცაში ქრისტესთან ერთად იმეფებენ, თუ „სხვა ცხვარს“ მივეკუთვნებით, რომლებიც დედამიწაზე ქრისტეს ხელმძღვანელობით იცხოვრებენ (ლუკა 12:32; იოანე 10:16). სწორედ გამოსასყიდი იძლევა იმედისა და ცოდვების პატიების საფუძველს. ვიდრე ‘გვწამს’ ეს გამოსასყიდი და ყოველდღიურად მივყვებით იესოს, გვექნება სუფთა სინდისი და მომავლის მტკიცე იმედი (იოანე 3:16).
7. რა ძალაუფლება მიეცა იესოს ზეცაში ასვლის შემდეგ და როგორ ვაჩვენოთ, რომ მხარს ვუჭერთ მას?
7 რას აკეთებს იესო ზეცაში? მას უდიდესი ძალაუფლება მიეცა (მათე 28:18). იეჰოვამ ქრისტიანული კრების ხელმძღვანელობა ჩააბარა, რასაც იესო სიყვარულით, სამართლიანად ასრულებს (კოლოსელები 1:13). წინასწარმეტყველების თანახმად, იესომ ერთგულ მამაკაცებს დაავალა სამწყსოზე ზრუნვა (ეფესოელები 4:8). მაგალითად, პავლე „უცხოტომელთა მოციქულად“ დანიშნა და სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად გაგზავნა (რომაელები 11:13; 1 ტიმოთე 2:7). პირველი საუკუნის მიწურულს კი წერილების საშუალებით იესომ შეაქო რომის აზიური პროვინციის შვიდი კრება, და რჩევები და მითითებები მისცა (გამოცხადების მე-2, 3 თავები). აღიარებ, რომ იესო ქრისტიანული კრების თავია? (ეფესოელები ). იმისათვის, რომ მივყვეთ იესოს, საჭიროა კრებაში მორჩილებისა და თანამშრომლობის სულის გამოვლენას შევუწყოთ ხელი. 5:23
8, 9. რა ძალაუფლება მიეცა იესოს 1914 წლიდან და რა გადაწყვეტილებასაც არ უნდა ვიღებდეთ, რა უნდა იყოს ჩვენთვის მთავარი?
8 იესოს სხვა ძალაუფლებაც მიეცა 1914 წელს, იეჰოვას სამეფოს მეფე გახდა. იესოს მეფობის დაწყების შემდეგ „ატყდა ზეცაში ომი“. როგორ დასრულდა ეს ომი? იესომ სატანა თავის დემონებთან ერთად დედამიწაზე ჩამოაგდო, რითაც ხალხს უბედურება დაატყდა თავს. ომები, დამნაშავეობა, ძალადობა, ეპიდემიები, მიწისძვრები, შიმშილობა — ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ იესო ზეცაში ახლაც მეფობს. სატანა ჯერ კიდევ „ქვეყნიერების მმართველია“, მაგრამ მას „დრო ცოტაღა დარჩა“ (გამოცხადება 12:7—12; იოანე 12:31; მათე 24:3—7; ლუკა 21:11). მაგრამ იესო მთელი მსოფლიოს ხალხს აძლევს შესაძლებლობას, რომ მხარი დაუჭირონ მას, როგორც მეფეს.
9 ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მეფის, მესიის გვერდით ვიდგეთ. რა გადაწყვეტილებასაც არ უნდა ვიღებდეთ, მთავარი ის უნდა იყოს, რომ მას ვასიამოვნოთ და არა ზნედაცემულ ქვეყნიერებას. როდესაც სამართლიანი „მეფეთა მეფე და უფალთა უფალი“ კაცობრიობას აკვირდება, გული ევსება როგორც რისხვით, ისე სიხარულით (გამოცხადება 19:16). რატომ?
მეფე განრისხებულიცაა და გახარებულიც
10. ბუნებით როგორია იესო, მაგრამ რა იწვევს ჩვენი უფლის სამართლიან რისხვას?
10 თავისი მამის მსგავსად ჩვენი უფალიც ბედნიერია (1 ტიმოთე 1:11). განკაცებული იესო ისეთი ადამიანი არ ყოფილა, ვინც კრიტიკულადაა განწყობილი ან ვისაც ძნელად ასიამოვნებ. თუმცა იესოს სამართლიან რისხვას იწვევს ის, რაც დედამიწაზე ხდება. ის რისხდება ყველა იმ რელიგიის წარმომადგენლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ ქრისტეს მიმდევრები არიან. მან იწინასწარმეტყველა: «ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო“, ყველა ვერ შევა ზეციერ სამეფოში, არამედ ის, ვინც ასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. ბევრი მეტყვის იმ დღეს: „უფალო, უფალო, განა შენი სახელით . . . არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?“ მაშინ მე განვუცხადებ მათ: არასოდეს გიცნობდით თქვენ! გამშორდით, უკანონობის მოქმედნო!» (მათე 7:21—23).
11—13. რატომ შეიძლება ზოგიერთი საგონებელში ჩააგდოს იესოს მკაცრად ნათქვამმა სიტყვებმა, და რატომაა იესო განრისხებული? მოიყვანე მაგალითი.
11 ბევრი, ვინც თავს ქრისტიანს უწოდებს, იესოს სიტყვებმა შეიძლება საგონებელში ჩააგდოს. ასე მკაცრად რატომ მიმართავს იესო მათ, ვინც მისი სახელით „მრავალ სასწაულს“ ახდენს? ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები ეწევიან ქველმოქმედებას, ეხმარებიან ღარიბებს, აშენებენ საავადმყოფოებს, სკოლებს და ასე შემდეგ. კარგად რომ დავინახოთ, თუ რატომ დაიტეხეს მათ იესოს რისხვა, მოვიყვანოთ ერთი მაგალითი.
12 დავუშვათ, მშობლები მივლინებაში მიდიან, ბავშვებს სახლში ტოვებენ და ამიტომ ძიძა აჰყავთ. მას მარტივ დავალებას აძლევენ, უნდა მოუაროს ბავშვებს, აჭამოს, სუფთად ჰყავდეს და ყურადღება მიაქციოს. დაბრუნების შემდეგ მშობლები აღშფოთებას ვერ მალავენ, როდესაც ხედავენ, რომ ბავშვები მშივრები, მოუვლელები, დაავადმყოფებულები და გასაცოდავებულები არიან. ტირიან, მაგრამ ძიძა ყურადღებას არ აქცევს. რატომ? კიბეზეა ასული და ფანჯრებს წმენდს. განრისხებული მშობლები ძიძას პასუხს სთხოვენ. ძიძა ეუბნება: „შეხედეთ, როგორ კრიალებს ფანჯრები. რაღაც-რაღაცეებიც შევაკეთე, რომ თქვენთვის მესიამოვნებინა“. დააკმაყოფილებს მშობლებს ასეთი პასუხი? საეჭვოა. მშობლებს ძიძისთვის ბავშვების მოვლის გარდა არაფერი დაუვალებიათ. ძიძამ მშობლების დავალება არ შეასრულა, რაც მათ განრისხებას გამოიწვევდა.
13 ეს ძიძა ქრისტიანულ სამყაროს მოგვაგონებს. ქრისტემ იოანე 21:15—17). მაგრამ ქრისტიანული სამყარო ქრისტეს დავალებას არ ასრულებს. ხალხს სულიერად აშიმშილებს, სიცრუეს ასწავლის. ხალხმა არ იცის ძირითადი ბიბლიური სწავლებები და გაურკვევლობაშია (ესაია 65:13; ამოსი 8:11). ქრისტიანული სამყაროს განზრახ ურჩობას გამართლება არა აქვს, რამდენიც არ უნდა ეცადოს მსოფლიო მდგომარეობის გაუმჯობესებას, რადგან მსოფლიო გასანადგურებლადაა განწირული. როგორც ღვთის სიტყვა ამბობს, სატანის ქვეყნიერებას მალე მოეღება ბოლო (1 იოანე 2:15—17).
თავის წარმომადგენლებს დაავალა, რომ ხალხი სულიერად გამოეკვებათ, ესწავლებინათ მათთვის ჭეშმარიტება ღვთის სიტყვიდან და სულიერი სიწმინდის შენარჩუნებაში დახმარებოდნენ (14. რა ახარებს იესოს, და რატომ?
14 მეორე მხრივ, ბედნიერი იქნება იესო, როდესაც ზეციდან იყურება და ხედავს, რომ მილიონობით ადამიანი ასრულებს მოწაფეების მომზადების საქმეს, რომელიც მან თავის მიმდევრებს დედამიწის დატოვებამდე დაავალა (მათე 28:19, 20). ბედნიერები ვართ, რომ მესიას, მეფეს სიხარულის საფუძველს ვაძლევთ. ნურასოდეს შევწყვეტთ „ერთგული და გონიერი მონის“ მხარდაჭერას! (მათე 24:45). ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებისგან განსხვავებით ცხებული ქრისტიანების ჯგუფი ემორჩილება იესოს, ხელმძღვანელობს სამქადაგებლო საქმეს და მის ცხვარს ერთგულად აწვდის საზრდოს.
15, 16. ა) რას გრძნობს იესო, როდესაც ხედავს მთელ მსოფლიოში გამეფებულ უსიყვარულობას, და საიდან ვიცით ეს? ბ) რატომ იმსახურებს ქრისტიანული სამყარო იესოს რისხვას?
15 ცხადია, მეფე განრისხებული იქნება, რადგან ხედავს, რომ მთელ ქვეყანაზე უსიყვარულობაა გამეფებული. როგორც ვიცით, ფარისევლები იესოს იმიტომ აკრიტიკებდნენ, რომ ავადმყოფებს შაბათს კურნავდა. ფარისევლები იმდენად გულქვა და თავნება ადამიანები იყვნენ, რომ ზეპირგადმოცემებისა და მოსეს კანონის თავიანთებური განმარტების გარდა მარკოზი 3:5).
ვერაფერს ხედავდნენ. იესოს სასწაულებმა ხალხს ბევრი სიკეთე მოუტანა, ბევრი გაახარა, ბევრს შვება მოჰგვარა და ბევრსაც რწმენა განუმტკიცა, მაგრამ ეს ფარისევლებისთვის არაფერს ნიშნავდა. რას გრძნობდა იესო მათი შემხედვარე? ერთხელ ‘აღშფოთდა მათი უგულობით და უზომოდ დამწუხრდა’ (16 იესო დღეს კიდევ უფრო მეტადაა ‘დამწუხრებული’. ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლებს დაბნელებული აქვთ გონება, რადგან ბიბლიის საწინააღმდეგო მოძღვრებებისა და ადათ-წესების დაცვას არიან გადაყოლილნი. უფრო მეტიც, გააფთრებულნი არიან იმის გამო, რომ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება მიმდინარეობს. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სამღვდელოების წაქეზებით სასტიკად დევნიან ქრისტიანებს, რადგან იმ ცნობას ქადაგებენ, რასაც თავად იესო ქადაგებდა (იოანე 16:2; გამოცხადება 18:4, 24). ამავე დროს თავიანთ მიმდევრებს მღვდლები ხშირად მოუწოდებენ იმისკენ, რომ იარაღი აიღონ და ადამიანებს სიცოცხლე მოუსწრაფონ, თითქოს ასეთი საქციელი სიამოვნებდეს იესო ქრისტეს.
17. როგორ უხარებენ იესოს გულს ჭეშმარიტი მიმდევრები?
17 მათგან განსხვავებით იესოს ჭეშმარიტი მიმდევრები ცდილობენ, რომ მოყვასისადმი სიყვარული გამოავლინონ. წინააღმდეგობის მიუხედავად, „ყველანაირ ადამიანს“ უზიარებენ სასიხარულო ცნობას (1 ტიმოთე 2:4). განსაკუთრებულ სიყვარულს ავლენენ ერთმანეთისადმი, რითაც აჩვენებენ, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები არიან (იოანე 13:34, 35). მათ უყვართ თანაქრისტიანები, ღირსეულად და პატივისცემით ეპყრობიან, რითაც ამტკიცებენ, რომ ნამდვილად მიჰყვებიან იესოს; ეს კი გულს უხარებს მეფეს.
18. რა იწვევს უფლის მწუხარებას, მაგრამ როგორ შეგვიძლია გული გავუხაროთ მას?
18 არ დაგვავიწყდეს, რომ უფალი მწუხრდება კიდეც, როდესაც მისი მიმდევრები მოთმინებას კარგავენ, იეჰოვას სიყვარული უნელდებათ და მსახურებას წყვეტენ (გამოცხადება ). მაგრამ, ისინი ვინც ბოლომდე ითმენენ, გულს უხარებენ იესოს ( 2:4, 5მათე 24:13). ამიტომ ყოველთვის გვახსოვდეს ქრისტეს მოწოდება: „მომყევი“ (იოანე 21:19). ახლა ვნახოთ, რა კურთხევებს ჰპირდება მეფე მათ, ვინც ბოლომდე მოითმენს.
მეფის ერთგულ მსახურებს უხვი კურთხევები ელით
19, 20. ა) რა კურთხევები მოაქვს დღესვე იესოს მიმდევრობას? ბ) რაში დაგვეხმარება იესოს მიმდევრობა და მარადიულ მამად აღიარება?
19 ქრისტეს მიმდევრობას დღესვე მოაქვს კურთხევები. ჩვენ ვიპოვეთ ის განძი, რასაც მთელი ქვეყნიერება ამაოდ ეძებს; ქრისტეს ჩვენს უფლად ვაღიარებთ და მივყვებით მის მითითებებსა და მაგალითს. ვასრულებთ აზრით აღსავსე საქმეს, გვყავს სიყვარულით გაერთიანებული საძმო, გვაქვს სუფთა სინდისი და მშვიდად ვგრძნობთ თავს. მოკლედ რომ ვთქვათ, ბედნიერები და კმაყოფილები ვართ. თუმცა მომავალში უფრო მეტად გავიხარებთ.
20 იეჰოვამ იესო „მარადიულ მამად“ მოავლინა მათთვის, ვისაც დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი აქვს. მან კაცობრიობის პირველი მამის, ადამის ადგილი დაიკავა, რომელმაც დაღუპა თავისი შთამომავლობა (ესაია 9:6, 7). ჩვენ გვაქვს მარადიული სიცოცხლის იმედი, რადგან იესოს ჩვენს „მარადიულ მამად“ ვაღიარებთ და მისდამი რწმენას ვავლენთ. გარდა ამისა, კიდევ უფრო ვუახლოვდებით იეჰოვა ღმერთს. თუ ვეცდებით, ყოველდღე მივყვეთ იესოს, ეს დაგვეხმარება, დავემორჩილოთ ღვთის მითითებას: „მიჰბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა“ (ეფესოელები 5:1).
21. როგორ ირეკლავენ სინათლეს ქრისტეს მიმდევრები ბნელით მოცულ ქვეყნიერებაში?
21 იესოსა და იეჰოვას რომ ვბაძავთ, ეს შესაძლებლობას გვაძლევს, კაშკაშა სინათლე ავირეკლოთ. მაშინ როცა სატანას მილიონობით ადამიანი შეჰყავს შეცდომაში და თავის ჭკუაზე ატარებს, ბნელით მოცულ ქვეყნიერებაში ჩვენ, ქრისტეს მიმდევრები კაშკაშა სინათლეს ვირეკლავთ,
ანუ ვიცით ჭეშმარიტება ბიბლიიდან, ვავლენთ ქრისტიანულ თვისებებს, ვართ ბედნიერები, გვაქვს მშვიდობა და სიყვარულით გამოვირჩევით. ამავე დროს, ვუახლოვდებით იეჰოვას. სწორედ ეს უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანის უმთავრესი მიზანი.22, 23. ა) რა კურთხევები ელით მათ, ვინც კვლავ ერთგულად გაჰყვება იესოს? ბ) რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი?
22 დაფიქრდი იმაზეც, თუ რის გაკეთებას აპირებს შენთვის იეჰოვა მესიის, მეფის მეშვეობით, რომელიც მალე ომს გამართავს სატანის ბოროტი ქვეყნიერების წინააღმდეგ. იესო გაიმარჯვებს! (გამოცხადება 19:11—15). ამის შემდეგ ქრისტე ზეციდან ათასი წლის განმავლობაში იმეფებს დედამიწაზე. ქრისტეს ზეციერი მთავრობის საშუალებით ყველა ერთგული ადამიანი მიიღებს კურთხევებს და გასრულყოფილდება. წარმოიდგინე, სრულიად ჯანმრთელი, გაახალგაზრდავებული და ჯან-ღონით სავსე იქნები, და სხვებთან ერთად შენს წვლილს შეიტან დედამიწის სამოთხედ გადაქცევაში. ათასი წლის შემდეგ კი იესო მეფობას კვლავ მამას გადასცემს (1 კორინთელები 15:24). თუ ქრისტეს კვლავაც ერთგულად მიჰყვები, ისეთ კურთხევას მიიღებ, რომლის წარმოდგენაც კი ძნელია — „ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ (რომაელები 8:21). გვექნება ყველა ის კურთხევა, რაც ადამმა და ევამ დაკარგეს. როგორც იეჰოვას ძეები და ასულები, ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლდებით ადამის ცოდვისგან. მეტად „აღარ იქნება სიკვდილი“ (გამოცხადება 21:4).
23 გავიხსენოთ ის ახალგაზრდა, მდიდარი მმართველი, ვისზეც 1-ელ თავში ვისაუბრეთ. მან უარი თქვა იესოს მოწვევაზე: „მოდი და გამომყევი“ (მარკოზი 10:17—22). არასოდეს დაუშვა ასეთი შეცდომა! სიხარულითა და ენთუზიაზმით გამოეხმაურე იესოს მოწვევას. ბოლომდე მოითმინე, ყოველდღე მიჰყევი კარგ მწყემსს, და საკუთარი თვალით იხილავ, თუ რა დიდებულად შეასრულებს იესო ქრისტე იეჰოვას ყველა განზრახვას!