ნაწილი 2
„ასწავლიდა . . . ქადაგებდა სასიხარულო ცნობას“
იესო იყო დურგალი, სასწაულთმოქმედი, მკურნალი. . . მაგრამ ხალხი ასე როდი მიმართავდა მას. იესოს მასწავლებლად მოიხსენიებდნენ. მართლაც, ის მთელი ცხოვრება „ასწავლიდა . . . ქადაგებდა სასიხარულო ცნობას“ (მათე 4:23). ჩვენ, როგორც იესოს მიმდევრებს, იგივე საქმე გვაქვს გასაკეთებელი. სწორედ მე-2 ნაწილში ვიმსჯელებთ იესოს მაგალითზე და იმაზე, თუ ჩვენ როგორ მივბაძოთ მას.