თავი 12
„მაგალითის გარეშე არაფერს ეუბნებოდა მათ“
1—3. ა) რა უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდათ იესოს მოწაფეებს და როგორ იმახსოვრებდნენ ადვილად მის სწავლებებს? ბ) რატომ გვამახსოვრდება ადვილად შთამბეჭდავი მაგალითები?
იესოს მოწაფეებს უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ დიდებულ მასწავლებელთან, იესოსთან ერთად ევლოთ და უშუალოდ მისგან ესწავლათ. ისინი ხედავდნენ, თუ როგორ ასწავლიდა იესო ღვთის სიტყვას და როგორ ხსნიდა ჭეშმარიტებას. მათ იესოს სიტყვები გულსა და გონებაში უნდა ჩაებეჭდათ, რადგან ჯერ არ იყო დამდგარი ის დრო, როცა ეს ყოველივე დაიწერებოდა *. ამიტომ იესო ისე ასწავლიდა, რომ ადვილად დაემახსოვრებინათ. რა მეთოდით ასწავლიდა? შთამბეჭდავი მაგალითები მოჰყავდა.
2 შთამბეჭდავი მაგალითები ადვილად გვამახსოვრდება. ერთი ცნობილი მწერლის აზრით, მაგალითების წყალობით ყურით გაგონილი თვალით ნანახს ემსგავსება და ადვილად წარმოისახება გონებაში. ასეთ შემთხვევაში აბსტრაქტულ აზრებსაც კი შეიძლება ადვილად ჩავწვდეთ. მაგალითებით ესა თუ ის საკითხი ჩვენ თვალწინ ცოცხლდება და მეხსიერებაში ღრმად იბეჭდება.
3 დედამიწის ზურგზე არც ერთ მასწავლებელს არ გამოუყენებია ისეთი შთამბეჭდავი მაგალითები, როგორიც იესო ქრისტეს. ეს მაგალითები დღემდეა ცნობილი. რატომ იყენებდა იესო ხშირად მაგალითებით სწავლების მეთოდს? რით იყო მისი მაგალითები შთამბეჭდავი? ჩვენ როგორ გამოვიყენოთ სწავლების ეს მეთოდი?
რატომ ასწავლიდა იესო მაგალითებით?
4, 5. რატომ მოჰყავდა იესოს მაგალითები?
4 ბიბლიიდან ვიგებთ ორ ძირითად მიზეზს, თუ რატომ ასწავლიდა იესო მაგალითებით. პირველი, ამით წინასწარმეტყველება სრულდებოდა. მათეს 13:34, 35-ში ვკითხულობთ: «ყოველივე ამას იესო მაგალითებით ეუბნებოდა ხალხს, მაგალითის გარეშე არაფერს ეუბნებოდა მათ, რათა შესრულებულიყო წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი: „მაგალითებით გავხსნი ბაგეს“». წინასწარმეტყველმა, რომელიც მათემ მოიხსენია, 78-ე ფსალმუნის მე-2 მუხლი ღვთის სულის შთაგონებით იესოს დაბადებამდე საუკუნეებით ადრე დაწერა. როგორც ვხედავთ, იეჰოვას საუკუნეებით ადრე ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ მესიას მაგალითებით უნდა ესწავლებინა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვა მნიშვნელოვნად თვლის სწავლების ამ მეთოდს.
5 მეორე, როგორც იესომ აღნიშნა, მაგალითებს იმ მიზნითაც იყენებდა, რომ გამოაშკარავებულიყო, თუ ვის ‘ჰქონდა გული გაუხეშებული’ (მათე 13:10—15; ესაია 6:9, 10). როგორ ვლინდებოდა მაგალითებით ადამიანთა მოტივები? იესოს ზოგჯერ იმიტომ მოჰყავდა მაგალითები, რომ მსმენელებს აზრის გასაგებად დამატებითი კითხვები დაესვათ. თავმდაბალი ადამიანები სვამდნენ ასეთ კითხვებს, ამაყი და გულგრილი ადამიანები კი — არა (მათე 13:36; მარკოზი 4:34). იესოს მაგალითების წყალობით ჭეშმარიტებას იგებდა ის, ვისაც ეს მთელი გულით უნდოდა, ამაყი გულის ადამიანებისთვის კი ჭეშმარიტება დაფარული რჩებოდა.
6. კიდევ რა მიზნით მოჰყავდა იესოს მაგალითები?
6 მაგალითები იესოს სხვა მიზნითაც მოჰყავდა. მაგალითები ინტერესს იწვევდა მსმენელებში და მოსმენისკენ აღძრავდა, მოსმენილს კი გონებაში წარმოისახავდნენ და ადვილად იგებდნენ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მაგალითები ხალხს იესოს სიტყვების დამახსოვრებაში ეხმარებოდა. „მთაზე ქადაგება“, რომელიც მათეს 5:3—7:27-შია ჩაწერილი, სწორედ იმას ადასტურებს, რომ იესო ხშირად იყენებდა მაგალითებს. ერთი გამოთვლის მიხედვით, ეს ქადაგება გადატანითი მნიშვნელობის 50-ზე მეტ გამონათქვამს შეიცავს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „მთაზე ქადაგების“ წაკითხვა დაახლოებით 20 წუთშია შესაძლებელი, გამოდის, რომ იესო გადატანითი მნიშვნელობის გამონათქვამს საშუალოდ თითქმის ყოველ 20 წამში ერთხელ წარმოთქვამდა. როგორც ვხედავთ, იესო მნიშვნელოვნად თვლიდა მაგალითების გამოყენებას.
7. რატომ უნდა მივბაძოთ იესოს მაგალითებით სწავლებაში?
7 ჩვენ, ქრისტეს მიმდევრებს გვინდა, რომ იესოს ვბაძავდეთ მაგალითებით სწავლებაში. როგორც სანელებლების შეზავებით ხდება საჭმელი გემრიელი, ისე შთამბეჭდავი მაგალითების მოყვანით ხდება სწავლება მიმზიდველი. კარგად შერჩეული მაგალითები აადვილებს კიდეც ძირითადი სწავლებების გაგებას. ახლა მიმოვიხილოთ ის ზოგიერთი ფაქტორი, რომლებიც იესოს მაგალითებს შთამბეჭდავს ხდიდა. შემდეგ კი ვნახოთ, ჩვენ როგორ გამოვიყენოთ სწავლების ეს ეფექტური მეთოდი.
იესოს მარტივი შედარებები მოჰყავდა
8, 9. როგორი შედარებები მოჰყავდა იესოს და რით იყო ეს შედარებები შთამბეჭდავი?
8 იესოს ხშირად მოჰყავდა მარტივი, რამდენიმე სიტყვისგან შემდგარი შედარებები, რომ მსმენელს ადვილად წარმოესახა ის, რასაც იესო ასწავლიდა, და ჩასწვდომოდა. ერთხელ, როდესაც მოწაფეებს ურჩევდა, ყოველდღიურ საზრუნავს არ გადაჰყოლოდნენ, იესომ „ცის ფრინველებისა“ და „მინდვრის შროშანების“ მაგალითი მოიყვანა. ფრინველები არც თესავენ და არც მკიან, არც შროშანები ართავენ და ქსოვენ, მაგრამ ღმერთი ზრუნვას არ აკლებს. დასკვნა ნათელია: თუ ღმერთი ფრინველებსა და მცენარეებზე ზრუნავს, მით უმეტეს მათზე იზრუნებს, ვინც ‘უპირველესად სამეფოს ეძებს’ (მათე 6:26, 28—33).
9 იესო მეტაფორებსაც უხვად იყენებდა. მეტაფორა გაცილებით მათე 5:14—16). იესომ შემდეგი მეტაფორებიც გამოიყენა: „თქვენ ხართ მიწის მარილი“ და „მე ვაზი ვარ, თქვენ კი — ლერწები“ (მათე 5:13; იოანე 15:5). ასეთი შედარებების ძალა სწორედ მათ სიმარტივეშია.
ძლიერი შედარებაა და მაშინ გამოიყენება, როცა ერთს მეორის თვისება მიეწერება. იესო ადვილად გასაგებ მეტაფორებს იყენებდა. ერთხელ მან მოწაფეებს უთხრა: „თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე“. მოწაფეებს არ გაუჭირდებოდათ მეტაფორის მნიშვნელობის გაგება, კერძოდ ის, რომ მათ სიტყვითა და საქმით ჭეშმარიტების ‘სინათლე უნდა ენათებინათ’ და ხალხი ღვთის განდიდებისკენ აღეძრათ (10. მაგალითებით აჩვენე, როგორი შედარებების მოყვანა შეიძლება სწავლების დროს.
10 ჩვენ როგორი შედარებები უნდა მოვიყვანოთ სწავლების დროს? არ არის საჭირო გრძელი და რთული მაგალითები. მოიფიქრე მარტივი შედარებები. დავუშვათ, ადამიანს მკვდრეთით აღდგომაზე ელაპარაკები და გინდა, აჩვენო, რომ მკვდრების გაცოცხლება იეჰოვასთვის არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს. რა შედარებას მოიყვანდი? მაგალითად, ბიბლია მეტაფორას იყენებს, როდესაც სიკვდილს ძილს ადარებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ადამიანს უთხრა: „ღმერთს ისევე შეუძლია მკვდრების აღდგენა, როგორც ჩვენ მძინარის გამოღვიძება“ (იოანე 11:11—14). ან გინდა, აჩვენო, რომ სრულფასოვანი განვითარებისთვის ბავშვებს სიყვარული და სითბო სჭირდებათ. ბიბლიაში გამოყენებულია ასეთი შედარება: ბავშვები „ზეთისხილის კალმებივით [ახალი რტოებივით]“ არიან (ფსალმუნი 128:3). შეგიძლია მსმენელს უთხრა: „როგორც ხეს სჭირდება მზე და წყალი, ისე ბავშვს სჭირდება სითბო და სიყვარული“. რაც უფრო მარტივ შედარებას მოიყვან, მით უფრო ადვილად ჩასწვდება მსმენელი საკითხს.
მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან
11. რა მაგალითებიდან ჩანს, რომ იესო გალილეაში ხალხის ცხოვრებას აკვირდებოდა?
11 მაგალითების უმეტესობა იესოს ყოველდღიური ცხოვრებიდან მათე 13:33; 24:41; ლუკა 15:8). რამდენჯერ დაინახავდა, რომ მეთევზეები ბადეებს გალილეის ზღვაში ისროდნენ?! (მათე 13:47). რამდენჯერ შეესწრებოდა მოედნებზე ბავშვების თამაშს?! (მათე 11:16). იესო, როგორც ჩანს, სხვა შემთხვევებსაც აკვირდებოდა, რადგან მაგალითებში თესლის თესვას, საქორწილო ნადიმებსა და მოსამკელ ყანებსაც იხსენიებდა (მათე 13:3—8; 25:1—12; მარკოზი 4:26—29).
მოჰყავდა. როგორც ჩანს, გალილეაში, სადაც იზრდებოდა, ხალხის ცხოვრებას აკვირდებოდა. ერთი წამით დაფიქრდი იესოს ბავშვობაზე. რამდენჯერ დაინახავდა, რომ დედამისი ხორბალს ფქვავდა, ცომს საფუარს უკეთებდა, ლამპარს ანთებდა და სახლს გვიდა?! (12, 13. რატომ მოიხსენია იესომ კეთილი სამარიელის შესახებ იგავში ის გზა, რომელიც „იერუსალიმიდან იერიხონში“ მიდიოდა?
12 მაგალითებს იესო მსმენელებისთვის ნაცნობ დეტალებზე აგებდა. იგავი კეთილ სამარიელზე იესომ შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიხონში მიდიოდა და ყაჩაღებს ჩაუვარდა ხელში. ტანსაცმელი გახადეს, სცემეს . . . და ცოცხალმკვდარი დატოვეს“ (ლუკა 10:30). იესომ შეგნებულად მოიხსენია „იერუსალიმიდან იერიხონში“ მიმავალი გზა. მაშინ ის იუდეაში იმყოფებოდა, არც ისე შორს იერუსალიმიდან. მსმენელებს უეჭველად ეცოდინებოდათ ეს გზა, რომელიც განსაკუთრებით მათთვის იყო სახიფათო, ვისაც მარტო უწევდა მგზავრობა. ამ მიხვეულ-მოხვეულ გზაზე ხალხი კანტიკუნტად დადიოდა, რაც ყაჩაღებს ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა.
13 იესომ ამ იგავში ხალხისთვის ცნობილი კიდევ ერთი დეტალი მოიხსენია. როგორც იგავი მოგვითხრობს, ამ გზაზე ჯერ მღვდელმა, შემდეგ კი ლევიანმა ჩაიარა, თუმცა დაშავებულს ორივემ გვერდი აუარა (ლუკა 10:31, 32). მღვდლები, როგორც წესი, იერუსალიმის ტაძარში მსახურობდნენ, ხოლო ლევიანები ეხმარებოდნენ. მღვდლებისა და ლევიანების უმეტესობა, როდესაც ტაძარში არ მსახურობდა, იერიხონში რჩებოდა. იერიხონი იერუსალიმიდან * მხოლოდ 23 კილომეტრით იყო დაშორებული. აქედან გამომდინარე, ისინი ამ გზაზე დანახული ეყოლებოდათ. როგორც ვხედავთ, იესო ითვალისწინებდა იმას, თუ ვის ელაპარაკებოდა.
14. რა უნდა გავითვალისწინოთ მაგალითების მოყვანამდე?
14 ვიდრე მაგალითს მოვიყვანთ, ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ ვის ველაპარაკებით. რა ფაქტორები უნდა მივიღოთ მხედველობაში, რომ მსმენელისთვის საინტერესო მაგალითი მოვიფიქროთ? შესაძლოა ასაკი, კულტურა, ოჯახური მდგომარეობა, სამსახური. მაგალითად, სოფლის მოსახლეობა
გაცილებით ადვილად გაიგებს ისეთ მაგალითს, რომელსაც სოფლის მეურნეობის საკითხებზე ავაგებთ. საინტერესო მაგალითები აგრეთვე შეგვიძლია მოვიყვანოთ მსმენელთა ყოველდღიური ცხოვრებიდან, მოვიხსენიოთ ბავშვები, სახლი, საყვარელი საქმე, საკვები.მაგალითები შემოქმედებიდან
15. საიდან ვიცით, რომ იესო კარგად იცნობდა შემოქმედებას?
15 იესოს მაგალითებიდან ჩანს, რომ მან ბუნების, მათ შორის, მცენარეებისა და ცხოველების შესახებ ბევრი რამ იცოდა; შეეძლო აგრეთვე მიმხვდარიყო, როგორი ამინდი იყო მოსალოდნელი (მათე 16:2, 3; ლუკა 12:24, 27). საიდან ჰქონდა ამხელა ცოდნა? გალილეაში რომ იზრდებოდა, იესოს შემოქმედებაზე დაკვირვების კარგი შესაძლებლობა ექნებოდა. მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იესო არის „პირმშო ყველა ქმნილებას შორის“. მაშინ როცა იეჰოვა სამყაროს ქმნიდა, მას იესო გვერდით ჰყავდა, როგორც „ოსტატი“ (კოლოსელები 1:15, 16; იგავები 8:30, 31). ამიტომ იცნობდა იესო შემოქმედებას ასე კარგად. ახლა ვნახოთ, როგორ იყენებდა თავის ცოდნას.
16, 17. ა) საიდან ჩანს, რომ იესომ კარგად იცოდა, თუ რა ახასიათებს ცხვარს? ბ) რომელი შემთხვევიდან ვხედავთ, რომ ცხვარი ცნობს მწყემსის ხმას?
16 გავიხსენოთ, რომ იესომ თავის თავს „კარგი მწყემსი“ უწოდა, ხოლო თავის მიმდევრებს — „ცხვარი“. აქედან ვხედავთ, რომ იესომ კარგად იცოდა, თუ რა ახასიათებს ცხვარს, როგორ უგებენ ერთმანეთს მწყემსი და ცხვარი, და რა მორჩილად მიჰყვება ხოლმე ცხვარი თავის მწყემსს. რატომ მიჰყვება ცხვარი მწყემსს? „რადგან ცნობს მის ხმას“,— აღნიშნა იესომ (იოანე 10:2—4, 11). მართლა ცნობს ცხვარი მწყემსის ხმას?
17 ჯორჯ სმითი თავის წიგნში „წმინდა მიწის ისტორიული გეოგრაფია“ დაკვირვების საფუძველზე წერს: „ზოგჯერ შუადღისას იუდეის ერთ-ერთ ჭასთან ვისვენებდით. სამ-ოთხ მწყემსს ფარა მოჰყავდა. ცხვრები ერთმანეთს ისე შეერეოდნენ, ვფიქრობდით, ნეტა მწყემსები თავ-თავიანთ ცხვრებს
თუ ამოიცნობენო. ცხვრები რომ დარწყულდებოდნენ და კუნტრუშით გულს იჯერებდნენ, მწყემსები მინდორზე სხვადასხვა მიმართულებით გადიოდნენ და თითოეული თავის ცხვარს თავისებური შეძახილით უხმობდა. ცხვრებიც თავ-თავიანთ მწყემსებთან გროვდებოდნენ და კვლავ ერთად მიუყვებოდნენ გზას“. იესო ამაზე უკეთეს მაგალითს ვერ მოიყვანდა იმის საჩვენებლად, რომ მისი სწავლებები თუ ვიცით, ამ სწავლებების თანახმად ვცხოვრობთ და მორჩილად მივყვებით მას, „კარგი მწყემსის“ მზრუნველობა არ მოგვაკლდება.18. სად მოვძებნოთ საჭირო ინფორმაცია იეჰოვას შემოქმედებაზე?
18 ჩვენ რა მაგალითების მოყვანა შეგვიძლია შემოქმედებიდან? შეგვიძლია ცხოველების თვისებები მოვიხსენიოთ მარტივი, მაგრამ შთამბეჭდავი შედარებების მოსაყვანად. სად მოვძებნოთ საჭირო ინფორმაცია იეჰოვას შემოქმედებაზე? * (1 მატიანე 12:8; აბაკუმი 1:8; მათე 10:16). საჭირო მასალის მოძებნა აგრეთვე შეიძლება „საგუშაგო კოშკში“, „გამოიღვიძეთ!“-სა და იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ სხვა პუბლიკაციებში. ბევრს გაიგებ, თუ დააკვირდები, როგორი შედარებებია მოყვანილი ამ პუბლიკაციებში იეჰოვას სასწაულებრივი შემოქმედებიდან.
ბიბლიაში ნახსენებია ბევრი სხვადასხვა ჯიშის ცხოველი; და ის, რაც მათ ახასიათებს, ზოგჯერ შედარების სახით არის გამოყენებული, მაგალითად ქურციკივითა და ჯიქივით სწრაფი, გველივით ფრთხილი და მტრედივით უწყინარიცნობილი შემთხვევების გამოყენება
19, 20. ა) რომელი ცნობილი შემთხვევა გაიხსენა იესომ მცდარი შეხედულების გასაბათილებლად? ბ) რა რეალური შემთხვევების მოყოლა შეიძლება სწავლების დროს?
19 მაგალითები შთამბეჭდავი რომ იყოს, ამისათვის რეალური შემთხვევების გამოყენებაც შეიძლება. ერთხელ იესომ ახალი მომხდარი შემთხვევა გაიხსენა, რომ გაებათილებინა მცდარი შეხედულება, თითქოს უბედურება იმათ ატყდებათ, ვინც იმსახურებს. მან თქვა: „ხომ არ გგონიათ, იმ თვრამეტ კაცს, რომლებსაც სილოამში კოშკი დაეცა და დაიხოცნენ, უფრო მეტი ვალი ჰქონდათ, ვიდრე იერუსალიმის ყველა მკვიდრს?“ (ლუკა 13:4). ის თვრამეტი კაცი იმის გამო როდი დაიღუპა, რომ რაღაც ცოდვა ჩაიდინეს და ღვთის რისხვა დაიტეხეს. მათი ტრაგიკული სიკვდილი „დრომ და შემთხვევამ“ განაპირობა (ეკლესიასტე 9:11). როგორც ვხედავთ, იესომ მცდარი შეხედულება ყველასთვის კარგად ცნობილი შემთხვევით გააბათილა.
20 რა რეალური შემთხვევების მოყოლა შეიძლება სწავლების დროს? დავუშვათ, საუბრობ იმაზე, თუ როგორ მათე 24:3—14). შეგიძლია მოიხსენიო ახალი ამბები ომების, შიმშილობისა თუ მიწისძვრების შესახებ იმის საჩვენებლად, რომ ნაწინასწარმეტყველები ნიშანი სრულდება. ან დავუშვათ, გინდა აჩვენო, თუ რა ცვლილებები მოჰყვება ‘ახალი პიროვნებით შემოსვას’ (ეფესოელები 4:20—24). სად შეიძლება ამისათვის საჭირო შემთხვევის მოძებნა? შეგიძლია მოჰყვე შემთხვევები თანამორწმუნეთა წარსულიდან ან იეჰოვას მოწმეთა პუბლიკაციებიდან.
სრულდება იესოს მოსვლის წინასწარმეტყველური ნიშანი (21. რა არ მოაკლდება ღვთის სიტყვის დახელოვნებულ მასწავლებელს?
21 იესო მართლაც დახელოვნებული მასწავლებელი იყო. როგორც ამ ნაწილიდან დავინახეთ, იესოს ძირითადი საქმე ‘სასიხარულო ცნობის ქადაგება და სწავლება’ იყო (მათე 4:23). ეს ჩვენთვისაც ძირითადი საქმეა. დახელოვნებულ მასწავლებელს სიხარული არ მოაკლდება. როდესაც ვასწავლით, ჩვენ გავცემთ, და ამას ბედნიერება მოაქვს (საქმეები 20:35). ბედნიერებაა, ხალხს რომ ვაუწყებთ იმას, რაც რეალურია და არასოდეს კარგავს ფასს. ეს არის ჭეშმარიტება იეჰოვას შესახებ. სიხარული მოაქვს იმასაც, რომ ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული მასწავლებლის, იესოს მაგალითს მივყვებით.
^ აბზ. 1 დედამიწაზე იესოს მოღვაწეობის შესახებ, სავარაუდოდ, პირველად მათეს სახარებაში ჩაიწერა, იესოს სიკვდილიდან დაახლოებით რვა წლის შემდეგ.
^ აბზ. 13 იესომ აგრეთვე აღნიშნა, რომ მღვდელიც და ლევიანიც იერუსალიმიდან მოდიოდნენ, ანუ ტაძრიდან ბრუნდებოდნენ. აქედან გამომდინარე, ვერავინ გაამართლებდა მათ გულგრილობას, თითქოს ძირს დაგდებულ კაცს იმიტომ აუარეს გვერდი, რომ მკვდარი ეგონათ, და თუ მიეკარებოდნენ, გაუწმინდურდებოდნენ და ტაძარში დროებით ვეღარ იმსახურებდნენ (ლევიანები 21:1; რიცხვები 19:16).
^ აბზ. 18 დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, თუ ცხოველების რა თვისებებს იყენებს ბიბლია შედარებებისთვის, იხილე „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, რომელიც გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ, ტომი 1, გვერდები 268, 270, 271 (ინგლ.).