თავი 11
„მის მსგავსად ჯერ არავის ულაპარაკია“
1, 2. ა) რატომ მოეცარათ ხელი იესოს შესაპყრობად გაგზავნილ მცველებს? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ იესო დიდებული მასწავლებელი იყო?
იესო ტაძარში მამის შესახებ რომ ასწავლიდა, მსმენელებს შორის განხეთქილება ჩამოვარდა. ბევრმა ირწმუნა იესო, მაგრამ ზოგმა მისი დაპატიმრება მოინდომა. რელიგიური წინამძღოლებიც განრისხებულნი იყვნენ და იესოს შესაპყრობად მცველები გაგზავნეს, მაგრამ ხელი მოეცარათ. უფროსმა მღვდლებმა და ფარისევლებმა მცველებს პასუხი მოსთხოვეს: „რატომ არ მოიყვანეთ?“ მათ მიუგეს: „მის მსგავსად ჯერ არავის ულაპარაკია“. იესოს სწავლებამ მცველებზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მას ხელი ვერ შეახეს * (იოანე 7:45, 46).
2 იესოს სწავლებამ მხოლოდ მცველებზე როდი მოახდინა დიდი შთაბეჭდილება. მის მოსასმენად დიდძალი ხალხი იკრიბებოდა (მარკოზი 3:7, 9; 4:1; ლუკა 5:1—3). რატომ შეიძლება ითქვას, რომ იესო დიდებული მასწავლებელი იყო? როგორც მე-8 თავიდან დავინახეთ, იესოს უყვარდა ის, რასაც ასწავლიდა და ისინი, ვისაც ასწავლიდა. ის აგრეთვე ოსტატურად იყენებდა სწავლების მეთოდებს. ახლა განვიხილავთ იმ სამ ეფექტურ მეთოდს, რომელსაც იესო მიმართავდა, და იმას, თუ ჩვენ როგორ მივბაძოთ მას.
იესო მარტივად ასწავლიდა
3, 4. ა) რატომ ასწავლიდა იესო მარტივი ენით? ბ) რატომაა მთაზე ქადაგება მარტივად სწავლების მაგალითი?
3 წარმოიდგინე, რა მდიდარი ლექსიკა ექნებოდა იესოს, მაგრამ საქმეები 4:13). ის ითვალისწინებდა მათ შესაძლებლობებს და მეტისმეტად ბევრს არ ასწავლიდა (იოანე 16:12). ჭეშმარიტების სიღრმეებს იესო მარტივად და გასაგებად ხსნიდა.
რთული ენით არასოდეს ელაპარაკებოდა თავის მსმენელებს, რომელთაგან უმეტესობა „უსწავლელი და უბრალო“ ადამიანი იყო (4 გავიხსენოთ, მაგალითად მთაზე ქადაგება, რაც მათეს 5:3—7:27-შია ჩაწერილი. იესომ ისე ახსნა სხვადასხვა საკითხი, რომ მსმენელები დააფიქრა. მას არ გამოუყენებია რთული სიტყვები თუ ფრაზები. ძნელად თუ იპოვის კაცი ისეთ სიტყვას, რომლის გაგებასაც ბავშვი ვერ შეძლებს. ამიტომაცაა, რომ იესოს მსმენელები, რომელთა შორისაც იყვნენ მიწათმოქმედები, მწყემსები და მეთევზეები, ‘განცვიფრებულები იყვნენ იმით, თუ როგორ ასწავლიდა’ (მათე 7:28).
5. მარტივი, მაგრამ ღრმა მნიშვნელობის რა სიტყვები წარმოთქვა იესომ?
5 იესო ხშირად იყენებდა ღრმა მნიშვნელობის მარტივ, მოკლე ფრაზებსა თუ გამონათქვამებს. მაშინ წიგნები ჯერ კიდევ არ იბეჭდებოდა, ამიტომ იესო თავის სიტყვებს ღრმად უბეჭდავდა მსმენელებს გულსა და გონებაში. მაგალითად, „ნუღარ გაასამართლებთ, რომ არც თქვენ გასამართლდეთ“, „ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ“, „სული მონდომებულია, ხორცი კი — სუსტი“, „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“, „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ * (მათე 7:1; 9:12; 26:41; მარკოზი 12:17; საქმეები 20:35). მას შემდეგ 2000 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ეს გამონათქვამები დღემდე დაუვიწყარია.
6, 7. ა) რატომ არის აუცილებელი, მარტივი და გასაგები ენით ვასწავლოთ? ბ) რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბიბლიის შემსწავლელს ზღვა ინფორმაცია არ მივაწოდოთ?
6 როგორ ვასწავლოთ მარტივად? ისეთი ენით უნდა 1 კორინთელები 1:26—28). მარტივი სიტყვების შერჩევით შევძლებთ ისე ვასწავლოთ ჭეშმარიტება ღვთის სიტყვიდან, რომ შედეგს მივაღწიოთ.
ვისაუბროთ, რომ ხალხმა ადვილად გაიგოს. ძირითადი ბიბლიური სწავლებებიც ადვილი გასაგებია. თანაც იეჰოვა თავის განზრახვებს გულწრფელ და თავმდაბალ ადამიანებს უმხელს (7 მარტივად სწავლება იმასაც გულისხმობს, რომ შემსწავლელს ზღვა ინფორმაცია ერთბაშად არ მივაწოდოთ. ბიბლიის შესწავლის დროს არ არის აუცილებელი თითოეული წვრილმანის ახსნა; არც მასალის სწრაფად გავლაა საჭირო, რადგან ეს არ არის მთავარი. გონივრული იქნება, თუ გავითვალისწინებთ შემსწავლელის შესაძლებლობებს და იმას, თუ რა მხრივ სჭირდება მას დახმარება, და ამის მიხედვით განვსაზღვრავთ შესწავლის ტემპს. ჩვენი მიზანია, რომ ის გახდეს ქრისტეს მოწაფე და იეჰოვას თაყვანისმცემელი. ამისათვის საჭიროა იმდენი დრო გამოვყოთ, რომ შემსწავლელი ჩასწვდეს იმას, რასაც სწავლობს. მხოლოდ ამის შემდეგ აღიძვრება, ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენოს (რომაელები 12:2).
იესო მიზანმიმართულ კითხვებს სვამდა
8, 9. ა) რატომ სვამდა იესო კითხვებს? ბ) როგორ დაეხმარა იესო პეტრეს, სწორ დასკვნამდე მისულიყო?
8 იესო კითხვების დასმას მაშინაც კი ამჯობინებდა, როცა პირდაპირ თქმას შეიძლებოდა ნაკლები დრო წაეღო. რატომ იქცეოდა ასე? მიზანდასახულ კითხვებს ზოგჯერ იმიტომ სვამდა, რომ მოწინააღმდეგეების მოტივები გამოევლინა და გაეჩუმებინა ისინი (მათე 21:23—27; 22:41—46). ხშირად კი იმიტომ სვამდა კითხვებს, რომ მოწაფეებს თავიანთი აზრი გამოეთქვათ, დაფიქრებულიყვნენ და საღი აზროვნება განევითარებინათ. ის ასეთ კითხვებს სვამდა: „როგორ ფიქრობ?“, „გწამს ეს?“ (მათე 18:12; იოანე 11:26). ასეთი სახით იესო მოწაფეებს დაფიქრებისა და მოქმედებისკენ აღძრავდა.
9 ერთხელ გადასახადების ამკრეფებმა პეტრეს ჰკითხეს, თუ გადაიხდიდა იესო ტაძრის გადასახადს *. პეტრემ მაშინვე უპასუხა: „როგორ არა“. მოგვიანებით იესომ ჰკითხა: „როგორ ფიქრობ, სიმონ, ვისგან იღებენ მიწიერი მეფეები ბაჟს ან სულადობრივ გადასახადს, თავიანთი ვაჟებისგან თუ უცხოებისგან?“ პეტრემ უპასუხა, უცხოებისგანო. მაშინ იესომ უთხრა: „ესე იგი, ვაჟები თავისუფლები ყოფილან გადასახადებისგან“ (მათე 17:24—27). პეტრე უეჭველად მიხვდებოდა, რატომ დაუსვა იესომ ეს შეკითხვა; მან იცოდა, რომ მეფის ოჯახის წევრები თავისუფლები იყვნენ გადასახადებისგან. ამიტომ, არც იესო იყო ვალდებული, გადასახადები გადაეხადა, რადგან იმ ზეციერი მეფის მხოლოდშობილი ძე იყო, რომელსაც ტაძარში ეთაყვანებოდნენ. ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ ეთქვა, იესომ პეტრე სწორ დასკვნამდე ტაქტიანი კითხვების დასმით მიიყვანა; შეიძლება პეტრემ დაინახა კიდეც, რომ სხვა დროს, ვიდრე რამეს იტყოდა, უფრო მეტად უნდა დაფიქრებულიყო.
10. როგორ მივაღწიოთ კარდაკარ მსახურებაში წარმატებას კითხვების დასმით?
მათე 6:9, 10). თუ კარი ბავშვებიანმა ქალმა გააღო, შეიძლება ვკითხოთ: „თქვენი აზრით, რა მდგომარეობა იქნება მაშინ, როდესაც თქვენი შვილები გაიზრდებიან?“ (ფსალმუნი 37:10, 11). თუ დაკვირვებული იქნები, შეძლებ კართანვე მოიფიქრო ისეთი შეკითხვა, რომელიც მობინადრეს დააინტერესებს.
10 როგორ მივაღწიოთ წარმატებას მსახურებაში კითხვების დასმით? კარდაკარ ქადაგების დროს შეგვიძლია კითხვები ინტერესის აღძვრის მიზნით დავსვათ, რომ სასიხარულო ცნობის გაზიარების შესაძლებლობა მოგვეცეს. მაგალითად, თუ კარს ხანდაზმული გვიღებს, შეგვიძლია ვკითხოთ: „როგორ იცვლებოდა მსოფლიო მდგომარეობა თქვენი ცხოვრების მანძილზე?“ პასუხის გაცემის შემდეგ შეგვიძლია მეორე კითხვა დავუსვათ: „როგორ ფიქრობთ, რა შეცვლის მსოფლიო მდგომარეობას უკეთესობისკენ?“ (11. როგორი კითხვები შეიძლება დავუსვათ ბიბლიის შემსწავლელს?
11 როგორი კითხვები შეიძლება დავუსვათ ბიბლიის შემსწავლელს? თუ კარგად გააზრებულ კითხვებს დავუსვამთ, შევძლებთ გავიგოთ, თუ რა უდევს გულში (იგავები 20:5). დავუშვათ, წიგნიდან „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ * შემსწავლელთან განვიხილავთ თავს „ღვთისმოსაწონი ცხოვრება“, სადაც განხილულია ღვთის თვალსაზრისი სექსუალურ უზნეობაზე, ლოთობასა და სიცრუეზე. შემსწავლელის პასუხებიდან შესაძლოა ჩანდეს, რომ ესმის ის, რასაც ბიბლია ასწავლის. მაგრამ თვითონ თუ ეთანხმება? შეგვიძლია ვკითხოთ: „გონივრული გეჩვენება ღვთის თვალსაზრისი?“ ან „როგორ გამოიყენებდი ამას ცხოვრებაში?“ არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი ტაქტიანად და პატივისცემით გავაკეთოთ. შემსწავლელს არ უნდა დავუსვათ უადგილო კითხვა, რომელიც უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს (იგავები 12:18).
იესო ლოგიკურად მსჯელობდა
12—14. ა) რა მიზნით იყენებდა იესო დამაჯერებელ ლოგიკას? ბ) როგორ განავითარა მსჯელობა იესომ, როდესაც ფარისევლებმა ბრალი დასდეს სატანის ძალით მოქმედებაში?
12 იესოს სრულყოფილი გონება ჰქონდა. მას ლოგიკურ მსჯელობაში ბადალი არ ჰყოლია. ზოგჯერ ძლიერ ლოგიკას მოწინააღმდეგეთა ცრუ ბრალდებების გასაბათილებლად მიმართავდა. ძირითადად კი იმიტომ მსჯელობდა დამაჯერებლად, რომ მოწაფეებისთვის რაღაც მნიშვნელოვანი ესწავლებინა. ვნახოთ რამდენიმე შემთხვევა.
13 მას შემდეგ, რაც დემონებით შეპყრობილი უსინათლო და მუნჯი კაცი განკურნა, ფარისევლებმა იესოს ბრალი დასდეს: „ეს კაცი ვერ განდევნიდა დემონებს, მათი მმართველის, ბელზებელის დახმარების გარეშე“. ისინი აღიარებდნენ, რომ დემონების გასადევნად ზებუნებრივი ძალა იყო საჭირო, მაგრამ იესოზე ამბობდნენ, რომ ღვთის კი არა, სატანის ძალით მოქმედებდა. ეს არა მარტო ცრუ ბრალდება იყო, არამედ ალოგიკურიც. იესომ ფარისევლები ჩიხში მოამწყვდია: „თავისივე წინააღმდეგ გაყოფილი სამეფო გაპარტახდება და თავისივე წინააღმდეგ გაყოფილი ქალაქი ან სახლი ვერ გაძლებს. თუ სატანა სატანას დევნის, თავისივე წინააღმდეგ გაყოფილა. როგორღა გაძლებს მისი სამეფო?“ (მათე 12:22—26). ფაქტობრივად, იესო შემდეგს გულისხმობდა: „თუ მე სატანის ხელქვეითი ვარ, მაგრამ სატანის აშენებულს ვანგრევ, გამოდის, რომ სატანა თავისი ინტერესების წინააღმდეგ მიდის და მალე დამარცხდება“. ვინ გააბათილებდა ასეთ დამაჯერებელ ლოგიკას?!
მათე 12:27). იესო გულისხმობდა შემდეგს: „თუ მე სატანის ძალით ვდევნი დემონებს, გამოდის, რომ თქვენი მოწაფეებიც იმავე ძალით დევნიან“. ამაზე რაღას იტყოდნენ ფარისევლები?! ისინი არასოდეს აღიარებდნენ იმას, რომ მათი მოწაფეები სატანის ძალით მოქმედებდნენ. როგორც ვხედავთ, იესომ ფარისევლები მათივე ალოგიკური მსჯელობით მიიყვანა მათთვის არასახარბიელო დასკვნამდე. ადამიანი მართლაც აღტაცებაში მოდის, როდესაც იესოს ლოგიკურ მსჯელობას კითხულობს. წარმოიდგინე, იმ ადამიანებზე როგორღა იმოქმედებდა იესოს სიტყვები, ვინც თავად უსმენდა; მისი უშუალოდ დანახვა და მისი ტონის გაგონება ხომ უფრო მეტ დამაჯერებლობას შეჰმატებდა მის სიტყვებს!
14 იესოს მათთან მსჯელობა ამით არ დაუმთავრებია. დემონებს ფარისევლების მოწაფეებიც დევნიდნენ. იესომ იცოდა ეს და მათ უბრალო, მაგრამ ლოგიკური კითხვა დაუსვა: „თუ მე ბელზებელის დახმარებით ვდევნი დემონებს, თქვენი ძეები [მოწაფეები] ვიღას დახმარებით დევნიან?“ (15—17. რა და რა მაგალითებში გამოიყენა იესომ „მით უმეტეს“ მსჯელობის მეთოდი, რომ მსმენელებს მამამისი გაეცნოთ?
15 იესო იმ მიზნითაც მიმართავდა დამაჯერებელ ლოგიკას, რომ ხალხს მამამისი გაეცნო. ის ხშირად „მით უმეტეს“ მსჯელობის მეთოდს იყენებდა, რითაც მსმენელებს უბრალო ჭეშმარიტებას ანახვებდა და რწმენას უძლიერებდა. ასეთ მსჯელობას, რომელიც შედარების ხერხზეა აგებული, ადამიანზე დიდი შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია. ვნახოთ ორი მაგალითი.
16 მოწაფეების კითხვაზე, თუ როგორ უნდა ელოცათ, იესომ უთხრა, რომ არასრულყოფილი მშობლები სიხარულით აძლევენ შვილებს „იმას, რაც კარგია“. შემდეგ დასძინა: „თუკი თქვენ, ბოროტები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს!“ (ლუკა 11:1—13). იესომ შედარების ხერხით მოწაფეებს დაანახვა, რომ თუ არასრულყოფილი მშობლები აძლევენ შვილებს იმას, რაც სჭირდებათ, მით უმეტეს ყოველმხრივ სამართლიანი და სრულყოფილი მამა მისცემს წმინდა სულს თავის ერთგულ თაყვანისმცემლებს, რომლებიც თავმდაბლურად ლოცულობენ.
17 იგივე მეთოდი გამოიყენა იესომ, როდესაც მოწაფეებს ურჩევდა, მეტისმეტ საზრუნავს არ გადაჰყოლოდნენ: „დააკვირდით ყორნებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღელი აქვთ და არც საკუჭნაო, მაგრამ ღმერთი ასაზრდოებს მათ. თქვენ კი რამდენად უფრო ძვირფასები ხართ ფრინველებზე? დაუკვირდით, როგორ იზრდებიან შროშანები: არც შრომობენ, არც ართავენ . . . თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, რამდენად უკეთ შეგმოსავთ თქვენ, მცირე რწმენისანო!“ (ლუკა 12:24, 27, 28). თუ იეჰოვა ფრინველებსა და მცენარეებზე ზრუნავს, რამდენად უფრო მეტად იზრუნებს იმ ადამიანებზე, ვისაც უყვარს ის და თაყვანს სცემს! ასეთი მსჯელობით იესო მოწაფეებს დაფიქრებისკენ აღძრავდა.
18, 19. როგორ ვიმსჯელოთ მასთან, ვისაც ღმერთი იმიტომ არ სწამს, რომ ვერ ხედავს?
18 კარგი იქნება, თუ მსახურებაში ჩვენც გამოვიყენებთ ძლიერ ლოგიკას მცდარი შეხედულებების გასაბათილებლად. დამაჯერებელი მსჯელობა იმისთვისაც არის საჭირო, რომ ხალხს იეჰოვა გავაცნოთ (საქმეები 19:8; 28:23, 24). ნიშნავს ეს იმას, რომ რთული ლოგიკა უნდა გამოვიყენოთ? რა თქმა უნდა, არა. იესოს მსჯელობიდან ვხედავთ, რომ ადვილად გასაგები ლოგიკური მსჯელობა ყველაზე ეფექტურია.
19 მაგალითად, რა შეიძლება ვუთხრათ მას, ვინც ამბობს, რომ ღმერთი არ სწამს, რადგან ვერ ხედავს? შეგვიძლია ვიმსჯელოთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის საფუძველზე. როდესაც ვხედავთ შედეგს, ვხვდებით, რომ გამომწვევი მიზეზიც უნდა არსებობდეს. შეგვიძლია ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ: დავუშვათ დაუსახლებელ ადგილას სურსათ-სანოვაგით სავსე კეთილმოწყობილ სახლს (შედეგი) მიადექი. ებრაელები 3:4). თუმცა რა დამაჯერებლადაც არ უნდა იმსჯელო, ყველას მაინც ვერ დაარწმუნებ (2 თესალონიკელები 3:2).
არ დაასკვნი, რომ სახლი ვიღაცამ (მიზეზი) ააშენა და სანოვაგეზეც იზრუნა? მსგავსად ამისა, როდესაც ხედავ, რომ ბუნება საოცრად ლამაზია და დედამიწა უხვ მოსავალს (შედეგი) იძლევა, არ დაასკვნი, რომ ეს ყველაფერი ვიღაცის (მიზეზი) შექმნილია? ბიბლიაში წერია: „ყოველი სახლი ვიღაცის აშენებულია, ყოველივეს ამშენებელი კი ღმერთია“ (20, 21. ა) როგორ გამოვიყენოთ „მით უმეტეს“ მსჯელობის მეთოდი, რათა ყურადღება გავამახვილოთ იეჰოვას თვისებებსა და თვალსაზრისზე? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო თავში?
20 „მით უმეტეს“ მსჯელობის მეთოდი ჩვენც შეგვიძლია გამოვიყენოთ მსახურებასა თუ კრებაში სწავლების დროს, რათა ყურადღება გავამახვილოთ იეჰოვას თვისებებსა და იერემია 7:31). თუ თანამორწმუნე სასოწარკვეთილია და დარწმუნებას საჭიროებს იეჰოვას სიყვარულში, შეგვიძლია ვუთხრათ: „თუ იეჰოვა პატარა ბეღურაზეც კი ზრუნავს, რამდენად უფრო მეტად იზრუნებს თავის თაყვანისმცემლებზე და ეყვარება ისინი, მათ შორის შენც!“ (მათე 10:29—31). ასეთი მსჯელობით შეიძლება ადამიანი დაფიქრებისა და მოქმედებისკენ აღვძრათ.
თვალსაზრისზე. მაგალითად, თუ გვინდა, ადამიანს დავანახვოთ, რომ ცეცხლოვან ჯოჯოხეთში მარადიული ტანჯვის შესახებ მოძღვრება იეჰოვას შეურაცხყოფს, შეგვიძლია ვუთხრათ: „რომელი მოსიყვარულე მამა შეაყოფინებდა შვილს ცეცხლში ხელს დასჯის მიზნით?! თუ ეს მამისთვის არის მიუღებელი, მით უმეტეს, ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამისთვის იქნება მიუღებელი თვით იდეაც კი ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის შესახებ“ (21 იესოს სწავლების სამი მეთოდის განხილვის შემდეგ ვხედავთ, რომ მცველებს, რომლებმაც ვერ შეძლეს იესოს დაპატიმრება, არ გაუზვიადებიათ, როდესაც თქვეს, მის მსგავსად ჯერ არავის ულაპარაკიაო. მომდევნო თავში იესოს სწავლების კიდევ ერთ მეთოდზე, მაგალითებით სწავლების მეთოდზე ვისაუბრებთ, რითაც მან, ალბათ, ყველაზე მეტად გაითქვა სახელი.
^ აბზ. 1 სავარაუდოა, რომ მცველები სინედრიონისა და უფროსი მღვდლების ხელქვეითები იყვნენ.
^ აბზ. 5 ეს სიტყვები, რომლებიც საქმეების 20:35-შია ჩაწერილი, მხოლოდ მოციქულ პავლესგან ვიცით. შესაძლოა პავლემ ეს იესოს რომელიმე მსმენელისგან, ან მკვდრეთით აღმდგარ იესოსგან ან შთაგონებით ღვთისგან გაიგო.
^ აბზ. 9 იუდეველებს მოეთხოვებოდათ, გადაეხადათ ტაძრის ყოველწლიური გადასახადი — ორი დრაქმა, დაახლოებით ორი დღის გასამრჯელო. ერთ ნაშრომში აღნიშნულია: „ეს გადასახადები ძირითადად ხმარდებოდა ყოველდღიურ დასაწვავ შესაწირავსა და ყველა იმ შესაწირავს, რომელიც ხალხის სახელით იწირებოდა“.
^ აბზ. 11 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.