თავი 3
„გულით თავმდაბალი ვარ“
1—3. როგორ შევიდა იესო იერუსალიმში და რატომ შეიძლებოდა ამის შემხედვარე ხალხი გაოცებულიყო?
იერუსალიმში ხალხი ჩოჩქოლებდა. მათ ქალაქის შესასვლელთან, გზის პირას მოეყარათ თავი. ისინი ცნობილ ადამიანს ელოდნენ; ამბობდნენ, მეფე დავითის შთამომავალი, ისრაელის მეფე მოდისო. ზოგი პალმის ტოტებით ეგებებოდა, ზოგი კი ტანსაცმელსა და ჩვეულებრივ ტოტებს უფენდა გზაზე (მათე 21:7, 8; იოანე 12:12, 13). ბევრს აინტერესებდა, როგორ შემოვიდოდა ის ქალაქში.
2 ზოგი შესაძლოა მოელოდა, რომ იესო, ცნობილი ადამიანების მსგავსად, დიდი ზარ-ზეიმით შევიდოდა იერუსალიმში. მაგალითად, დავითის ვაჟმა აბესალომმა თავი მეფედ რომ გამოაცხადა, ეტლში მჯდომს წინ 50 კაცი მიუძღოდა (2 სამუელი 15:1, 10). რომაელი მხედართმთავარი იულიუს კეისარი კი გამარჯვების აღსანიშნავად დიდი პომპეზურობით შევიდა რომის კაპიტოლიუმში; მას აქეთ-იქით ჩირაღდნიანი 40 სპილო მიჰყვებოდა. მათგან განსხვავებით ახლა იერუსალიმში ხალხი გაცილებით ცნობილ ადამიანს ელოდა. შესაძლოა, მათ ბოლომდე არც კი ესმოდათ, რომ ეს იყო იესო, მესია, ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი. ალბათ, გაუკვირდებოდათ, როდესაც დაინახავდნენ, თუ როგორ შევიდოდა მომავალი მეფე ქალაქში.
3 ისინი ვერ დაინახავდნენ ვერც ეტლს, ვერც თანმხლებ პირებს, ვერც ცხენებსა და სპილოებს. ისინი დაინახავდნენ ჩვეულებრივ პირუტყვზე, ვირზე მჯდომ იესოს *. იესოს არ ეცვა ძვირფასი ტანსაცმელი და ვირიც არაფრით გამოირჩეოდა. ძვირადღირებული უნაგირის ნაცვლად მიმდევრებმა იესოს უბრალო ტანისამოსი დაუფინეს ვირზე. რატომ არ შევიდა იესო იერუსალიმში ზარ-ზეიმით, მაშინ როცა ნაკლებად ცნობილი ადამიანები დიდი პომპეზურობით იქცევდნენ ყურადღებას?
4. წინასწარმეტყველების თანახმად, როგორ შევიდოდა ცხებული მეფე იერუსალიმში?
4 იესოზე შესრულდა წინასწარმეტყველება: „გაიხარე . . . სიხარულით იყიჟინე, იერუსალიმის ასულო! აი, შენი მეფე მოდის შენთან! მართალი და დახსნილია ის, თავმდაბალია, ვირზე, ჭაკი ვირის ნაშიერზეა ამხედრებული“ (ზაქარია 9:9). ეს წინასწარმეტყველება იმაზე მიუთითებდა, რომ მესია, ღვთის ცხებული მეფე ერთ დღესაც ზარ-ზეიმის გარეშე ვირით შევიდოდა იერუსალიმში, ანუ ღირსეულ თვისებას, თავმდაბლობას გამოავლენდა.
5. რატომ აღგვძრავს იესოს თავმდაბლობა მოქმედებისკენ?
5 იესოს მიმზიდველი თვისებებიდან თავმდაბლობაა ერთ-ერთი, რომელიც მოქმედებისკენ აღგვძრავს. როგორც მე-2 თავში განვიხილეთ, მხოლოდ იესოა „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (იოანე 14:6). მილიარდობით ადამიანიდან, ვისაც კი დედამიწაზე უცხოვრია, იესოს ვერავინ გაუტოლდებოდა, მაგრამ მას არასოდეს გამოუვლენია სიამაყე. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში სიამაყეს არაერთი ადამიანი უმსხვერპლია. ჩვენ უნდა შევებრძოლოთ სიამაყეს, თუ გვინდა, რომ ქრისტეს მივყვეთ (იაკობი 4:6). გვახსოვდეს, იეჰოვას სძულს ამპარტავანი ადამიანი. ამიტომ უნდა ვისწავლოთ, როგორ მივბაძოთ იესოს თავმდაბლობაში.
თავმდაბლობის გამოვლენა უხსოვარი დროიდან
6. რა არის თავმდაბლობა და საიდან იცოდა იეჰოვამ, რომ მესია თავმდაბალი იქნებოდა?
6 თავმდაბლობა სიამაყის საპირისპირო თვისებაა, გულიდან იწყება და აისახება მეტყველებაზე, საქციელსა და სხვებთან ურთიერთობაზე. საიდან იცოდა იეჰოვამ, რომ მესია თავმდაბლობას გამოავლენდა? ღმერთი ხედავდა, რომ იესო უნაკლოდ ჰბაძავდა მას თავმდაბლობაში (იოანე 10:15). რა აჩვენებდა იესოს თავმდაბლობას?
7—9. ა) როგორ გამოავლინა მიქაელმა თავმდაბლობა სატანასთან კამათის დროს? ბ) როგორ უნდა მიჰბაძონ ქრისტიანებმა მიქაელს?
7 იუდას წიგნში მოთხრობილია საინტერესო შემთხვევა: «მიქაელ მთავარანგელოზმა, როცა არ ეთანხმებოდა ეშმაკს და მოსეს სხეულის გამო ეკამათებოდა, ვერ გაბედა მისი შეურაცხმყოფელი სიტყვებით გასამართლება და თქვა: „იეჰოვამ შეგრისხოს“» (იუდა 9). დედამიწაზე მოსვლამდე იესოს ერქვა მიქაელი და ზეცაში ასვლის შემდეგაც ამავე სახელს ატარებს *. ის არის მთავარანგელოზი ანუ იეჰოვას ანგელოზთა ზეციერი ლაშქრის მეთაური (1 თესალონიკელები 4:16). ვნახოთ, როგორ გაუმკლავდა მიქაელი სატანის წინააღმდეგობას.
8 იუდას წერილი არ მოგვითხრობს, თუ რას უპირებდა სატანა მოსეს სხეულს, მაგრამ ფაქტია, სატანას ბოროტი განზრახვა ექნებოდა. შესაძლოა, მას სურდა, რომ მოსეს ნეშტი ხალხს ცრუ თაყვანისმცემლობისთვის გამოეყენებინა. მიქაელი წინ აღუდგა სატანას, მაგრამ საოცარი თავშეკავებაც გამოავლინა. სატანა ნამდვილად იმსახურებდა შერისხვას, მაგრამ მიქაელს სატანასთან კამათის დროს ჯერ არ ჰქონდა „მთელი სასამართლო“ გადაცემული. ამიტომ მან ჩათვალა, რომ სატანა მხოლოდ იეჰოვას უნდა შეერისხა (იოანე 5:22). დიდი ძალაუფლების მიუხედავად მთავარანგელოზი მიქაელი თავმდაბლურად მოიქცა და იეჰოვას მიანდო ეს საქმე; მას არ უცდია, თავისი ძალაუფლების საზღვრებს გასცდენოდა. თავმდაბლობის გარდა იესოს საქციელში მოკრძალებაც ჩანდა; მას ესმოდა, რომ უსაზღვრო ძალაუფლებას არ ფლობდა.
იუდა 10). არასრულყოფილ ადამიანს სიამაყემ ადვილად შეიძლება სძლიოს. როგორ ვრეაგირებთ, მაგალითად, როდესაც არ გვესმის, ქრისტიანული კრების უხუცესთა საბჭომ რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება? სიამაყეზე ხომ არ მეტყველებს უარყოფითი, კრიტიკული საუბრები, მაშინ როცა სრულ სურათს ვერ ვხედავთ? კარგი იქნება მივბაძოთ მიქაელს, იმავე იესოს, და თავი შევიკავოთ მათი განსჯისგან, ვისი განსჯის უფლებაც ღმერთს ჩვენთვის არ მოუცია.
9 იუდამ ეს სიტყვები ღვთის შთაგონებით დაწერა. იმ დროს ზოგი ქრისტიანი არ ავლენდა თავმდაბლობას და ქედმაღლურად, ‘შეურაცხყოფით ლაპარაკობდა ყოველივე იმაზე, რაც სინამდვილეში არ იცოდა’ (10, 11. ა) რით არის აღსანიშნავი ის, რომ იესო ღმერთს დაემორჩილა და დედამიწაზე ჩამოვიდა? ბ) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს თავმდაბლობაში?
10 იესომ მაშინაც გამოავლინა თავმდაბლობა, როცა ღმერთს დაემორჩილა და დედამიწაზე ჩამოვიდა. წარმოიდგინე, რამდენი რამის დატოვება მოუწია! იესო იყო მთავარანგელოზი, ღვთის „სიტყვა“ ანუ იეჰოვას წარმომადგენელი (იოანე 1:1—3). ის იეჰოვას „სიწმინდისა და სილამაზის ამაღლებულ სამყოფელში“ მკვიდრობდა (ესაია 63:15). მიუხედავად ამისა, „ყველაფერზე უარი თქვა, მონის სახე მიიღო და ადამიანის მსგავსი გახდა“ (ფილიპელები 2:7). ახლა წარმოიდგინე, რა ცხოვრება ელოდა დედამიწაზე! მისი სიცოცხლე ებრაელი ქალწულის საშვილოსნოში ჩაისახებოდა, სადაც ნაყოფი ჩვეულებრივ ცხრა თვე განვითარდებოდა და შედეგად, ის უმწეო ბავშვად დაიბადებოდა ღარიბი დურგლის ოჯახში. შემდეგ კი სხვა ბავშვებივით გაიზრდებოდა და თვითონ სრულყოფილი, მთელი ბავშვობა არასრულყოფილ მშობლებს დაემორჩილებოდა (ლუკა 2:40, 51, 52). ეს თავმდაბლობის მართლაც ჩინებული მაგალითია!
11 ჩვენც შეგვიძლია მივბაძოთ იესოს თავმდაბლობაში და სიხარულით შევასრულოთ ის დავალება, რაც ზოგჯერ უმნიშვნელო გვეჩვენება. მაგალითად, ღვთის სამეფოს შესახებ მათე 28:19, 20). მაგრამ, თუ მაინც შეუპოვრად განვაგრძობთ ქადაგებას, შევძლებთ დავეხმაროთ ხალხს, რათა გადარჩნენ. მათ რომც არ მოგვისმინონ, თავმდაბლობას ვისწავლით და ფეხდაფეხ გავყვებით ჩვენი მოძღვრის, იესო ქრისტეს ნაკვალევს.
სასიხარულო ცნობის ქადაგება შეიძლება უმნიშვნელო საქმედ მოგვეჩვენოს, როცა ხალხის მხრიდან გულგრილობას, დაცინვას ან წინააღმდეგობას ვხვდებით (თავმდაბლობის გამოვლენა დედამიწაზე
12—14. ა) როგორ ავლენდა იესო თავმდაბლობას მაშინ, როცა ხალხი განადიდებდა? ბ) რომელი შემთხვევებიდან ჩანს, რომ იესო თავმდაბალი იყო ადამიანებთან ურთიერთობაში? გ) რა აჩვენებს, რომ იესოს არ ახასიათებდა მოჩვენებითი თავმდაბლობა?
12 დედამიწაზე იესო მსახურების დროს თავმდაბლობას ავლენდა. ის ქება-დიდებას მამას მიაგებდა და არა საკუთარ თავს. ზოგჯერ ხალხი იესოს იმიტომ განადიდებდა, რომ ბრძნულად ლაპარაკობდა, სასწაულებს ახდენდა და კარგ თვისებებს ავლენდა. მაგრამ ის მთელ დიდებას მაინც მამას მიაგებდა (მარკოზი 10:17, 18; იოანე 7:15, 16).
13 იესო ხალხთან ურთიერთობაშიც თავმდაბალი იყო. ის დედამიწაზე იმიტომ კი არ მოვიდა, რომ მას მომსახურებოდნენ, არამედ თავად მომსახურებოდა სხვებს (მათე 20:28). ხალხს რბილად და ტაქტიანად ეპყრობოდა. როდესაც მიმდევრები მის იმედს ვერ ამართლებდნენ, კი არ კიცხავდა, პირიქით, არიგებდა (მათე 26:39—41). განმარტოებით მყოფს ხალხი დასვენების საშუალებას არ აძლევდა, მაგრამ ის არ გაურბოდა მათ. პირიქით, თავს არ ზოგავდა, რომ მათთვის „ბევრი რამ“ ესწავლებინა (მარკოზი 6:30—34). ერთხელ მას არაებრაელი ქალი ემუდარებოდა, ქალიშვილი განმიკურნეო. თავიდან არ დასთანხმდა, მაგრამ ეს უხეშად არ გაუკეთებია, და ქალის მტკიცე რწმენა რომ დაინახა, სათხოვარი შეუსრულა. ამ შემთხვევას მე-14 თავში განვიხილავთ (მათე 15:22—28).
14 იესოს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ სიმართლეს შეეფერებოდა მათე 11:29). იესოს მოჩვენებითი თავმდაბლობა არ ახასიათებდა. ეს თვისება გულიდან მომდინარეობდა. ამიტომ გასაკვირი არ იყო, რომ სწავლების დროს დიდ ყურადღებას თავმდაბლობას უთმობდა.
ის, რასაც თავის თავზე ამბობდა: „რბილი და გულით თავმდაბალი ვარ“ (თავის მიმდევრებს თავმდაბლობას ასწავლიდა
15, 16. ხალხთა მმართველებისგან განსხვავებით როგორი აზროვნება უნდა ჰქონოდათ იესოს მიმდევრებს?
15 მოციქულებს უჭირდათ თავმდაბლობის გამოვლენა. ამიტომ იესო მათ ხშირად უმახვილებდა ყურადღებას თავმდაბლობაზე. ერთხელ იაკობმა და იოანემ იესოს თავიანთი დედა მიუგზავნეს და სთხოვეს, რომ ღვთის სამეფოში მათთვის მაღალი მდგომარეობა მიეცა. იესომ თბილად მიუგო: „ჩემ მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომა ჩემზე არ არის დამოკიდებული. ეს ადგილები მათთვის არის, ვისაც ჩემმა ზეციერმა მამამ მოუმზადა“. იაკობისა და იოანეს საქციელზე ძლიერ აღშფოთდა დანარჩენი ათი მოციქული (მათე 20:20—24). როგორ მიუდგა იესო მოციქულებს?
16 მან ყველა რბილად შეაგონა: „თქვენ იცით, რომ ხალხთა მმართველნი ბატონობენ მათზე და დიდებულთა ძალაუფლებაში არიან ისინი. თქვენ შორის კი ასე არ უნდა იყოს. პირიქით, ვისაც უნდა, რომ თქვენ შორის დიდი იყოს, თქვენი მსახური იყოს, და ვისაც უნდა, რომ თქვენ შორის პირველი იყოს, ის თქვენი მონა იყოს“ (მათე 20:25—27). მოციქულებისთვის ნაცნობი იყო „ხალხთა მმართველების“ სიამაყე, ამბიცია და ეგოიზმი. როგორც იესომ ურჩია თავის მიმდევრებს, ისინი არ უნდა დამსგავსებოდნენ ძალაუფლებას ჩაბღაუჭებულ დიქტატორებს; თავმდაბლობა უნდა გამოევლინათ. ჩასწვდნენ მოციქულები იესოს სიტყვებს?
17—19. ა) სიკვდილის წინა ღამეს თავმდაბლობის რა დაუვიწყარი მაგალითი მისცა იესომ თავის მოციქულებს? ბ) იესოს ცხოვრებიდან თავმდაბლობის რომელი მაგალითი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?
17 მოციქულები ვერ სწვდებოდნენ თავმდაბლობის მნიშვნელობას, მათე 18:1—4). სიკვდილის წინა ღამეს იესომ დაინახა, რომ მოციქულებს ჯერ კიდევ ვერ დაეძლიათ სიამაყე. მაშინ მან თავის მიმდევრებს დაუვიწყარი მაგალითი მისცა. წამოდგა, წელზე პირსახოცი შემოირტყა და ის გააკეთა, რასაც ძირითადად მსახურები აკეთებდნენ სტუმრებისთვის. მან ფეხები დაჰბანა თითოეულ მოციქულს, მათ შორის იუდას, რომელსაც მალე უნდა გაეცა იგი (იოანე 13:1—11).
მიუხედავად იმისა, რომ იესოს არაერთხელ უსაუბრია მათთან თავმდაბლობაზე. მაგალითად, ერთხელ ისინი იმაზე კამათობდნენ, თუ რომელი იყო მათ შორის უდიდესი. მაშინ იესომ ბავშვი მოციქულებს შუა ჩააყენა და ურჩია, ბავშვებივით ყოფილიყვნენ, რადგან მათ არ ახასიათებთ სიამაყე, ამბიცია და არ ილტვიან მაღალი წოდებისკენ, რაც ზრდასრული ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი (18 ბოლოს უთხრა: „ამით მაგალითი მოგეცით“ (იოანე 13:15). ახლა მაინც თუ ჩასწვდებოდნენ მოციქულები იესოს სიტყვებს? იმავე ღამეს მათ კვლავ იმაზე დაიწყეს კამათი, თუ რომელი მათგანი იყო უდიდესი (ლუკა 22:24—27). იესო მაინც მოთმინებით ასწავლიდა მათ თავმდაბლობას. ბოლოს მოციქულებს ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითი დაუტოვა. ბიბლია მოგვითხრობს, რომ მან „თავი დაიმდაბლა და მორჩილი იყო სიკვდილამდე, წამების ბოძზე სიკვდილამდე“ (ფილიპელები 2:8). იესომ თავისი ნებით დაიმდაბლა თავი და ბოროტმოქმედად და ღვთისმგმობლად შერაცხული მოკვდა. ამგვარად, ღვთის ძემ დაამტკიცა, რომ იეჰოვას ქმნილებებს შორის ბადალი არ ჰყოლია თავმდაბლობის გამოვლენაში.
19 დედამიწაზე ცხოვრების განმავლობაში ეს ბოლო მაგალითი იყო, რითაც იესომ თავის ერთგულ მოციქულებს თავმდაბლობა ასწავლა. მათ ყველაზე ღრმად, ალბათ, ეს მაგალითი ჩაებეჭდათ გულში. როგორც ბიბლია გვამცნობს, ისინი წლების განმავლობაში თავმდაბლურად ემსახურებოდნენ ღმერთს. ჩვენ თუ აღგვძრავს მოქმედებისკენ იესოს თავმდაბლობა?
მიჰყვები იესოს?
20. როგორ შეგვიძლია გავიგოთ, ვართ თუ არა თავმდაბლები?
20 პავლე მოციქული მოგვიწოდებს: „ისეთივე აზროვნება გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა“ (ფილიპელები 2:5). ჩვენც უნდა მივბაძოთ იესოს და ვიყოთ თავმდაბლები. როგორ გავიგოთ, ვართ თუ არა თავმდაბლები? როგორც პავლე შეგვახსენებს, ჩვენ არაფერი უნდა ‘გავაკეთოთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით უნდა ჩავთვალოთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად’ (ფილიპელები 2:3). თავმდაბალია ის, ვინც სხვას თავისზე აღმატებულად მიიჩნევს. ჩვენ თუ ვაკეთებთ ასე?
21, 22. ა) რატომ ესაჭიროებათ ქრისტიან ზედამხედველებს თავმდაბლობა? ბ) როგორ ვაჩვენოთ, რომ თავმდაბლობით ვართ შემოსარტყლულნი?
21 იესოს სიკვდილის შემდეგ წლები გავიდა, მოციქული პეტრე კი კვლავ თავმდაბლობის მნიშვნელობაზე ფიქრობდა. ის ქრისტიან ზედამხედველებს ასწავლიდა, რომ არ ებატონათ იეჰოვას ცხვარზე და თავმდაბლობით შეესრულებინათ თავიანთი მოვალეობა (1 პეტრე 5:2, 3). სიამაყეს არანაირი პასუხისმგებლობა არ ამართლებს. პირიქით, რაც უფრო დიდი პასუხისმგებლობა გაკისრია, მით უფრო მეტად არის საჭირო თავმდაბლობის გამოვლენა (ლუკა 12:48). რასაკვირველია, ეს თვისება არა მარტო ყველა ზედამხედველმა უნდა გამოავლინოს, არამედ ყოველმა ქრისტიანმა.
22 პეტრეს არასოდეს დაავიწყდებოდა ის საღამო, როდესაც უარის მიუხედავად, იესომ მაინც დაჰბანა ფეხები (იოანე 13:6—10). მან ქრისტიანებს მისწერა: „ყოველი თქვენგანი ერთმანეთის მიმართ თავმდაბლობით შემოისარტყლოს“ (1 პეტრე 5:5). „შემოისარტყლოს“ მიუთითებს მსახურის მოქმედებაზე, რომელიც წინსაფარს შავი სამუშაოს შესასრულებლად იკეთებს. შესაძლოა ამ სიტყვამ ის შემთხვევა გაგვახსენოს, როცა იესომ პირსახოცი შემოიკრა, ჩაიმუხლა და მოციქულებს ფეხები დაჰბანა. თუ იესოს მივყვებით, ღვთისგან მოცემულ რომელ დავალებაზე ვიტყვით, რომ არ შეგვეფერება?! თუ თავმდაბლობით შემოვისარტყლებით, ეს ყველასთვის ცხადი გახდება.
23, 24. ა) რატომ უნდა შევებრძოლოთ სიამაყეს? ბ) რომელ მცდარ თვალსაზრისზე ვისაუბრებთ მომდევნო თავში?
23 სიამაყე მომაკვდინებელ საწამლავს ჰგავს. ეს ისეთი თვისებაა, რომელმაც შეიძლება ყველაზე უნარიანი ადამიანი ღვთისთვის გამოუსადეგარ ადამიანად აქციოს, ხოლო თავმდაბლობამ შეიძლება ყველაზე უბრალო ადამიანი აქციოს ღვთისთვის გამოსადეგ ადამიანად. დიდი კურთხევები გველის, თუ ყოველდღიურად ვეცდებით, მივყვეთ ქრისტეს ნაკვალევს და გამოვავლინოთ ღირსეული თვისება — თავმდაბლობა. პეტრემ დაწერა: „დაიმდაბლეთ თავი ღვთის ძლევამოსილი ხელის ქვეშ, რათა თავის დროზე აგამაღლოთ“ (1 პეტრე 5:6). იეჰოვამ აღამაღლა იესო, რადგან მან ძლიერ დაიმდაბლა თავი. ღმერთი შენც გაკურთხებს თავმდაბლობისთვის.
24 სამწუხაროდ, ზოგის აზრით, თავმდაბლობა ადამიანის სისუსტეზე მეტყველებს. ასეთი თვალსაზრისი მცდარია, რადგან იესო ყველაზე თავმდაბალი ადამიანი იყო, მაგრამ ყველაზე მეტ გაბედულებას ავლენდა. ამის შესახებ მომდევნო თავში ვისაუბრებთ.
^ აბზ. 3 ერთ-ერთ ნაშრომში, სადაც ეს შემთხვევა განიხილება, აღნიშნულია, რომ ვირები, ჩვეულებრივი, ჯიუტი, შეუხედავი და ნელი ცხოველები, ბიბლიურ დროში ძირითადად ღარიბებს ჰყავდათ.
^ აბზ. 7 დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, რომ მიქაელი იესოა, იხილე იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გვერდები 218, 219.