თავი 5
„სიბრძნის . . . მთელი განძი“
1—3. რა ვითარებაში წარმოთქვა იესომ თავისი ცნობილი ქადაგება და რამ გააოცა მსმენელები?
იდგა ახ. წ. 31 წლის გაზაფხულის მშვენიერი დღე. იესო ქრისტე გალილეის ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან მდებარე ხალხმრავალ ქალაქ კაპერნაუმის მახლობლად იმყოფებოდა. მთაზე განმარტოებული იესო მთელი ღამე ლოცულობდა. გამთენიისას მოწაფეებს მოუხმო და მათგან თორმეტი ამოირჩია, რომლებსაც მოციქულები უწოდა. ამასობაში დიდძალი ხალხი, რომელთაგან ზოგი შორი მანძილებიდან იყო ჩამოსული, იესოსთან შესახვედრად ვაკე ადგილზე მოგროვილიყო. მათ დიდი სურვილი ჰქონდათ, იესოსთვის მოესმინათ და დაავადებებისგანაც განკურნებულიყვნენ. იესოს გული არავისთვის დაუწყვეტია (ლუკა 6:12—19).
2 ყველა ავადმყოფი რომ განკურნა, იესომ ხალხის დამოძღვრა დაიწყო *. იესოს სიტყვებს მსმენელები აღტაცებაში მოჰყავდა. მათ არასოდეს ენახათ იესოზე უკეთესი მასწავლებელი. სწავლებას ხალხზე რომ ემოქმედა, იესო არც ტრადიციებს იშველიებდა და არც რაბინების მოძღვრებას. ის ყოველთვის ღვთის შთაგონებით დაწერილი ებრაული წერილებიდან ციტირებდა და უბრალო, გასაგები ენით ქადაგებდა. ხალხის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, და ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ისინი ხომ ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე ბრძენ ადამიანს უსმენდნენ! (მათე 7:28, 29).
კოლოსელები 2:3). საიდან ჰქონდა იესოს ასეთი სიბრძნე — ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარი? როგორ ავლენდა ის სიბრძნეს და ჩვენ როგორ მივბაძოთ მას?
3 იესოს სიტყვების, მათ შორის მთაზე ქადაგების, და მისი საქმეების შესახებ ბიბლია მოგვითხრობს. ამიტომ ღრმად უნდა გამოვიკვლიოთ ის, რაც იესოზეა დაწერილი, რადგან მასშია „სიბრძნის . . . მთელი განძი“ („საიდან აქვს ამ კაცს ასეთი სიბრძნე?“
4. რა კითხვა დასვეს ნაზარეთში იესოს მსმენელებმა, და რატომ?
4 ერთხელ იესო მშობლიურ ქალაქ ნაზარეთს ესტუმრა და სინაგოგაში ქადაგება დაიწყო. განცვიფრებული მსმენელები კითხულობდნენ: „საიდან აქვს ამ კაცს ასეთი სიბრძნე?“ მათ იცოდნენ, რომ იესო ღარიბ ოჯახში გაიზარდა, იცნობდნენ მის მშობლებსა და და-ძმებს (მათე 13:54—56; მარკოზი 6:1—3). მათ ისიც იცოდნენ, რომ დურგალ იესოს რაბინების სკოლა არ ჰქონდა დამთავრებული (იოანე 7:15). ამიტომ გაჩნდა ლოგიკური შეკითხვა.
5. საიდან ჰქონდა იესოს სიბრძნე?
5 იესო იმიტომ როდი ავლენდა სიბრძნეს, რომ სრულყოფილი იყო. ერთხელ ტაძარში ქადაგებისას მან ხალხს აუხსნა, თუ საიდან ჰქონდა აღმატებული სიბრძნე: „რასაც ვასწავლი, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი გამომგზავნელისაა“ (იოანე 7:16). მართლაც, იესოს სიბრძნე მიღებული ჰქონდა მამისგან, თავისი გამომგზავნელისგან (იოანე 12:49). მაგრამ, როგორ მიიღო იესომ ეს სიბრძნე?
6, 7. როგორ მიიღო იესომ მამისგან სიბრძნე?
6 იესოს გულსა და გონებაზე წმინდა სული მოქმედებდა. იესოს, აღთქმული მესიის შესახებ ესაიამ იწინასწარმეტყველა: „მასზე დაივანებს იეჰოვას სული, სიბრძნისა და გაგების სული, რჩევისა და ძლევამოსილების სული, ცოდნისა და იეჰოვას შიშის სული“ (ესაია 11:2). ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ იესოს სიტყვებსა და საქმეებში აღმატებული სიბრძნე აისახებოდა, ვინაიდან იეჰოვა წმინდა სულით ხელმძღვანელობდა იესოს.
7 კიდევ როგორ მიიღო იესომ მამისგან სიბრძნე? როგორც მე-2 თავიდან დავინახეთ, განკაცებამდე ათასწლეულების განმავლობაში იესოს შესაძლებლობა ჰქონდა, მამის თვალსაზრისს ღრმად ჩასწვდომოდა. შეუძლებელია იმის წარმოდგენა, თუ მამის გვერდით რამხელა სიბრძნეს შეიძენდა იესო, რომელიც, როგორც „ოსტატი“, სულიერი თუ უსულო ქმნილებების შექმნაში მონაწილეობდა. ამიტომ ბიბლია მას „სიბრძნედ“ მოიხსენიებს (იგავები 8:22—31; კოლოსელები 1:15, 16). ზეცაში მიღებულ სიბრძნეს იესო დედამიწაზე იყენებდა * (იოანე 8:26, 28, 38). აქედან გამომდინარე, ადვილი წარმოსადგენია, რატომ აისახებოდა იესოს სიტყვებსა და საქმეებში უსაზღვრო ცოდნა, ღრმა გაგებისა და განსჯის უნარი.
8. როგორ უნდა მივიღოთ სიბრძნე იესოს მიმდევრებმა?
8 როგორც ქრისტეს მიმდევრებმა, ჩვენც იეჰოვასგან უნდა მივიღოთ სიბრძნე (იგავები 2:6). მართალია იეჰოვა სასწაულებრივად არ გვაძლევს სიბრძნეს, მაგრამ გვპასუხობს ლოცვებზე, როდესაც დაჟინებით ვთხოვთ სიბრძნეს სირთულეებთან გასამკლავებლად (იაკობი 1:5). სიბრძნის მისაღებად მოქმედებაა საჭირო. სიბრძნე „დამალული განძივით“ უნდა ვეძებოთ (იგავები 2:1—6). ეს იმას ნიშნავს, რომ საფუძვლიანად უნდა გამოვიკვლიოთ ღვთის სიტყვა და შესაბამისად მოვიქცეთ. ამაში იესოს მაგალითი დაგვეხმარება. ახლა განვიხილოთ, თუ როგორ ავლენდა იესო სიბრძნეს და როგორ უნდა მივბაძოთ მას.
ბრძნული სიტყვები
9. რატომ ჩანდა იესოს სწავლებაში სიბრძნე?
9 იესოს მოსასმენად არაერთხელ შეკრებილა დიდძალი მარკოზი 6:31—34; ლუკა 5:1—3). იესოს სწავლებიდან კარგად ჩანდა, რომ მან საფუძვლიანად იცოდა წმინდა წერილები და ღრმა წვდომის არაჩვეულებრივი უნარით გამოირჩეოდა. მისი რჩევები მრავალი ადამიანის ყურადღებას იქცევს და ყოველთვის დროულია. განვიხილოთ იესოს, როგორც „საოცარი მრჩევლის“ მიერ სიბრძნის გამოვლენის რამდენიმე შემთხვევა (ესაია 9:6).
ხალხი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას აღმატებული სიბრძნე ჰქონდა (10. რისკენ მოგვიწოდებს იესო, და რატომ?
10 მთაზე ქადაგება იესოს სწავლებების ყველაზე დიდი კრებულია, რომელშიც სახარების ავტორის სიტყვები არ არის ჩართული. იესო მხოლოდ რჩევებს როდი გვაძლევს, თუ რა ვილაპარაკოთ და როგორ მოვიქცეთ. მან კარგად იცის, რომ ადამიანი იმას ლაპარაკობს და იმას აკეთებს, რასაც ფიქრობს და გრძნობს. ამიტომ ის მოგვიწოდებს, განვავითაროთ რბილი ხასიათი, სიმართლის სიყვარული, გულმოწყალება, მშვიდობიანობა და მოყვასის სიყვარული (მათე 5:5—9, 43—48). თუ ასეთი თვისებები ჩვენს გულსა და გონებაში ფესვებს გაიდგამს, ეს ჩვენს სიტყვებსა და საქმეებში აისახება. ამით არა მარტო იეჰოვას გავუხარებთ გულს, მოყვასთანაც კარგი ურთიერთობა გვექნება (მათე 5:16).
11. რას ამბობს იესო ცოდვის გამომწვევ მიზეზებზე?
11 იესო როდესაც გვეუბნება, რომ მათე 5:21, 22; 1 იოანე 3:15). იესო არა მარტო გვეუბნება, რომ არ ვიმრუშოთ, გვაფრთხილებს კიდეც, ვნება არ აღგვეძრას გულში, რაც მრუშობამდე მიგვიყვანს. ის გვირჩევს, თვალი ვაკონტროლოთ, რომ არასწორი სურვილები არ აღგვეძრას და გულისთქმას არ ავყვეთ (მათე 5:27—30). როგორც ვხედავთ, იესო ყურადღებას ამახვილებს ცოდვის გამომწვევ მიზეზებზე — არასწორ აზროვნებასა და სურვილებზე (ფსალმუნი 7:14).
ცოდვა არ ჩავიდინოთ, იმასაც გვიხსნის, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ აქამდე არ მივიდეთ. მაგალითად, ის მარტო იმისკენ კი არ მოგვიწოდებს, რომ ბოროტება არ ჩავიდინოთ, იმასაც გვირჩევს, რომ მრისხანებას გულში ჩაბუდების საშუალება არ მივცეთ (12. რას ფიქრობენ იესოს მიმდევრები მის რჩევებზე, და რატომ?
12 მართლაც, რამხელა სიბრძნე ჩანს იესოს სიტყვებში! როგორც ბიბლიაში წერია, „ხალხი განცვიფრებული იყო იმით, თუ როგორ ასწავლიდა“ (მათე 7:28). ჩვენთვის, იესოს მიმდევრებისთვის მისი ბრძნული რჩევების გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია. ვცდილობთ, განვავითაროთ დადებითი თვისებები, მაგალითად გულმოწყალება, მშვიდობიანობა და სიყვარული, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ ღმერთს გული გავუხაროთ. იესოს რჩევის თანახმად, იმასაც ვცდილობთ, რომ აღმოვფხვრათ ჩვენში უარყოფითი გრძნობები და სურვილები, მაგალითად რისხვა და უზნეობისკენ სწრაფვა. ამით სერიოზულ ცოდვებს ავიცილებთ (იაკობი 1:14, 15).
სიბრძნის საქმეებით გამოვლენა
13, 14. საიდან ჩანს, რომ იესომ საღი განსჯის შედეგად გადაწყვიტა, თუ როგორ ცხოვრებას აირჩევდა?
13 იესო სიბრძნეს მარტო სიტყვით კი არა, საქმითაც ავლენდა. ეს კარგად ჩანს იქიდან, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებდა, როგორი შეხედულება ჰქონდა საკუთარ თავზე, ხალხს როგორ ეპყრობოდა და საერთოდ, როგორ იგავები 3:21).
ცხოვრობდა. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ იყენებდა იესო „სიბრძნესა და ჭკუას“ (14 სიბრძნეს საღად განსჯა ახასიათებს. იესომ სწორედ საღი განსჯის შედეგად გადაწყვიტა, თუ როგორ ცხოვრებას აირჩევდა. წარმოიდგინე, როგორი ცხოვრება შეეძლო მოეწყო იესოს! მას შეეძლო მდიდრული სახლი აეშენებინა, ბევრი ფული ეშოვა და დიდი მიღწევებითაც გაეთქვა სახელი. მაგრამ მან იცოდა, რომ ეს ყველაფერი ‘ამაოება და ქარის დევნა იყო’ (ეკლესიასტე 4:4; 5:10). ასეთი ცხოვრება უგუნურებაა და სიბრძნესთან არანაირი საერთო არა აქვს. ამიტომ იესომ უბრალო ცხოვრება არჩია. მას არ ჰქონია ფულისა და ქონების დაგროვების სურვილი (მათე 8:20). რასაც ასწავლიდა, იმასვე აკეთებდა, და ამიტომ მთელი ყურადღება ერთი მიზნისკენ, ღვთის ნების შესრულებისკენ ჰქონდა მიპყრობილი (მათე 6:22). იესოს სიბრძნე იმაში ვლინდებოდა, რომ დროსა და ენერგიას ღვთის სამეფოს საქმეს სწირავდა. ეს სიმდიდრის დაგროვებაზე გაცილებით მნიშვნელოვანია და კურთხევებიც მოაქვს (მათე 6:19—21). იესომ უბრალო ცხოვრებით მისაბაძი მაგალითი დაგვიტოვა.
15. როგორ აყენებენ იესოს მიმდევრები ღვთის სამეფოს პირველ ადგილზე და რატომაა ეს ბრძნული გადაწყვეტილება?
15 იესოს მიმდევრებიც თვლიან, რომ ღვთის სამეფოს საქმის პირველ ადგილზე დაყენება ბრძნული გადაწყვეტილებაა. ამიტომ ცდილობენ, ზედმეტი ტვირთი არ აიკიდონ, არ აიღონ არასაჭირო ვალი და არც ისეთ საქმეს მოჰკიდონ ხელი, რომელიც დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს (1 ტიმოთე 6:9, 10). ბევრი იმარტივებს ცხოვრებას, რომ ძირითადი ყურადღება ქრისტიანულ მსახურებას დაუთმოს და, შესაძლოა, სამეფოს სრული დროით მაუწყებელიც კი გახდეს. ამაზე ბრძნულ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ, რადგან სამეფო საქმის პირველ ადგილზე დაყენებას უდიდესი ბედნიერება და კმაყოფილება მოაქვს (მათე 6:33).
16, 17. ა) როგორ დაგვანახვა იესომ, რომ მოკრძალებული იყო და ობიექტურად აფასებდა თავის შესაძლებლობებს? ბ) ჩვენ როგორ ვაჩვენოთ, რომ მოკრძალებულები ვართ და ობიექტურად ვაფასებთ საკუთარ შესაძლებლობებს?
იგავები 11:2). იესო მოკრძალებული იყო და ყოველთვის ობიექტურად აფასებდა თავის შესაძლებლობებს. მაგალითად, მან იცოდა, რომ ვინც მოუსმენდა, ყველა არ დაინტერესდებოდა ჭეშმარიტებით (მათე 10:32—39). მან ისიც იცოდა, რომ ვერ შეძლებდა ყველა ადამიანისთვის ექადაგა. ამიტომ მოწაფეების მომზადების საქმე თავის მიმდევრებს მიანდო, რაც ბრძნული გადაწყვეტილება იყო (მათე 28:18—20). იესომ აღიარა, რომ ისინი უფრო ‘მეტს გააკეთებდნენ’, რაც იმას ნიშნავდა, რომ უფრო დიდი ხნის მანძილზე იქადაგებდნენ და უფრო მეტ ადამიანს აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას (იოანე 14:12). იესომ ისიც აღიარა, რომ დახმარება სჭირდებოდა. მან მიიღო ანგელოზების დახმარება, რომლებიც მას უდაბნოში მოემსახურნენ, და იმ ანგელოზის დახმარებაც, რომელმაც ის გეთსემანეში გაამხნევა. როგორც ვხედავთ, უმძიმეს წუთებში იესომ ღმერთს სთხოვა შველა (მათე 4:11; ლუკა 22:43; ებრაელები 5:7).
16 ბიბლია სიბრძნეს მოკრძალებასთან აკავშირებს. მოკრძალება შეზღუდული შესაძლებლობების აღიარებასაც გულისხმობს (17 ჩვენც გვმართებს მოკრძალება და საკუთარი შესაძლებლობების ობიექტურად შეფასება. ქადაგებისა და მოწაფეების მომზადებისთვის არც ჩვენ უნდა დავიშუროთ ძალ-ღონე და ეს მთელი გულით უნდა გავაკეთოთ (ლუკა 13:24; კოლოსელები 3:23). მეორე მხრივ, კარგი იქნება, გვახსოვდეს, რომ იეჰოვა სხვებს არ გვადარებს, და არც ჩვენ უნდა შევადაროთ საკუთარი თავი სხვებს (გალატელები 6:4). სიბრძნე იმაშიც დაგვეხმარება, რომ ჩვენი შესაძლებლობებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით რეალური მიზნები დავისახოთ. სიბრძნე მათაც დაეხმარება, აღიარონ შეზღუდული შესაძლებლობები და დახმარების საჭიროება, ვისაც სხვადასხვა პასუხისმგებლობა აკისრია. მოკრძალებული ადამიანი უარს არ იტყვის დახმარებაზე; ასეთ ადამიანს ესმის, რომ იეჰოვას შეუძლია აღძრას თანამორწმუნე მის ‘გასაძლიერებლად’ (კოლოსელები 4:11).
18, 19. ა) რა აჩვენებს, რომ იესო გონიერებას იჩენდა მოწაფეებთან ურთიერთობაში და ყოველთვის ამხნევებდა მათ? ბ) რატომ უნდა მივბაძოთ იესოს, და როგორ?
18 ‘ზემოდან მომავალ სიბრძნეს ახასიათებს გონიერება’, — ნათქვამია იაკობის 3:17-ში. იესო გონიერებას იჩენდა მოწაფეებთან ურთიერთობაში და ყოველთვის ამხნევებდა მათ. იესო ხედავდა მოწაფეების ნაკლოვანებებს, მაგრამ მაინც კარგს ეძებდა მათში (იოანე 1:47). მან ისიც იცოდა, რომ დაპატიმრების ღამეს მიატოვებდნენ, მაგრამ ეჭვქვეშ მაინც არ დაუყენებია მათი ერთგულება (მათე 26:31—35; ლუკა 22:28—30). მაგალითად, პეტრემ სამჯერ უარყო, რომ იცნობდა იესოს. მიუხედავად ამისა, იესომ ილოცა პეტრესთვის, რითაც აჩვენა, რომ პეტრეს ერთგულებაში ეჭვი არ ეპარებოდა (ლუკა 22:31—34). მიწიერი ცხოვრების დასასრულის წინა ღამეს იესოს არც კი უხსენებია ლოცვაში მოწაფეების შეცდომები. პირიქით, დადებითად დაახასიათა ისინი. მან ღმერთს უთხრა: „შენი სიტყვა დაიცვეს მათ“ (იოანე 17:6). იესომ მათ მიანდო სამეფოს საქმე დედამიწაზე, მიუხედავად იმისა, რომ არასრულყოფილები იყვნენ (მათე 25:14, 15; ლუკა 12:42—44). ვინაიდან იესო ენდობოდა მოწაფეებს, ეს დავალებული საქმის შესასრულებლად მათ ძალებს შეჰმატებდა.
19 იესო თავისი მიმდევრებისთვის მართლაც მისაბაძი მაგალითია. თუკი ღვთის სრულყოფილი ძე ავლენდა გონიერებას და მოთმინებით ეპყრობოდა თავის არასრულყოფილ მოწაფეებს, ჩვენ, ცოდვილმა ადამიანებმა უფრო მეტად არ უნდა გამოვიჩინოთ გონიერება ერთმანეთთან ურთიერთობაში?! (ფილიპელები 4:5). არ უნდა მივაქციოთ ყურადღება თანამორწმუნეთა შეცდომებს. პირიქით, კარგი უნდა ვეძებოთ მათში. გონიერ კაცს ყოველთვის ეხსომება, რომ იეჰოვამ მიიზიდა ისინი (იოანე 6:44). ესე იგი, იეჰოვა რაღაც კარგს ხედავს მათში. ჩვენც მსგავსად უნდა მოვიქცეთ. ეს დაგვეხმარება, არა მარტო ‘გვერდი ავუაროთ’ თანამორწმუნეთა შეცდომებს, არამედ ვეძებოთ მათი შექების შესაძლებლობები (იგავები 19:11). თუ ქრისტიანი და-ძმები დაინახავენ, რომ მათ ვენდობით, დიდი სურვილი ექნებათ, საუკეთესოდ ემსახურონ იეჰოვას, და მსახურებაც სიხარულს მოუტანთ (1 თესალონიკელები 5:11).
20. როგორ და რატომ უნდა გამოვიყენოთ სიბრძნის საგანძური?
20 იესოს ცხოვრება და მსახურება სიბრძნის საგანძურია! როგორ გამოვიყენოთ ეს უძვირფასესი განძი? მთაზე ქადაგების დასასრულს იესომ მსმენელებს მოუწოდა, რომ არა მარტო მოესმინათ ბრძნული სიტყვები, არამედ გამოეყენებინათ კიდეც (მათე 7:24—27). ჩვენი ფიქრები, მოტივები და საქციელი იესოს ბრძნულ სიტყვებსა და საქციელს უნდა შევუსაბამოთ, რომ დღესაც ბედნიერად ვიცხოვროთ და მარადიული სიცოცხლეც მივიღოთ (მათე 7:13, 14). ამაზე უკეთეს და ბრძნულ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ.
^ აბზ. 2 ეს ქადაგება, რომელიც მთაზე ქადაგების სახელით გახდა ცნობილი, ჩაწერილია მათეს 5:3—7:27-ში და 107 მუხლისგან შედგება. მის წარმოთქმას ოციოდე წუთი დასჭირდებოდა.
^ აბზ. 7 იესოს მონათვლის შემდეგ „გაიხსნა ცა“ და, როგორც ჩანს, მან განკაცებამდელი ცხოვრება გაიხსენა (მათე 3:13—17).