ნაწილი 4
რა მოუტანა ადამსა და ევას სატანის მოსმენამ?
ადამი და ევა ღმერთს ეურჩნენ და მოკვდნენ (დაბადება 3:6, 23).
ევამ მოუსმინა გველს და აკრძალული ნაყოფი შეჭამა. მოგვიანებით ნაყოფი ადამსაც მისცა და მანაც შეჭამა.
ადამი და ევა არასწორად მოიქცნენ და ცოდვა ჩაიდინეს, ამიტომ ღმერთმა ისინი სამოთხიდან გააძევა.
მათ და მათ შვილებს ცხოვრება გაუძნელდათ. ადამი და ევა დაბერდნენ და მოკვდნენ. მათ სიცოცხლე სულიერ სამყაროში არ გაუგრძელებიათ, უბრალოდ შეწყვიტეს არსებობა.
დაბადება 3:19).
მკვდარს სული არ უდგას; ის მტვერივით უსიცოცხლოა (ჩვენც ვკვდებით, რადგან ადამისა და ევას შთამომავლები ვართ. მკვდრები ვერაფერს აკეთებენ, ისინი ვეღარც ხედავენ და აღარც ესმით (ეკლესიასტე 9:5, 10).
იეჰოვას ადამიანები სასიკვდილოდ არ შეუქმნია. მალე ღმერთი მკვდრებს გააცოცხლებს და, თუ მკვდრეთით აღდგენილები მოუსმენენ მას, მარადიულად იცხოვრებენ.