არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნაწილი 10

რა კურთხევები ელით მათ, ვინც ღმერთს უსმენს?

რა კურთხევები ელით მათ, ვინც ღმერთს უსმენს?

მკვდრები დედამიწაზე აღდგებიან (საქმეები 24:15).

წარმოიდგინეთ ის კურთხევები, რომლებსაც იეჰოვას მოსმენის შემთხვევაში მიიღებთ! თქვენ გექნებათ სრულყოფილი ჯანმრთელობა; აღარავინ გახდება ავად და აღარავინ დაიტანჯება ქრონიკული დაავადებით. ბოროტები აღარ იარსებებენ. სამოთხეში მხოლოდ სანდო ადამიანები იქნებიან.

წარსულში დარჩება ტკივილი, მწუხარება და ცრემლები. აღარავინ დაბერდება და აღარავინ მოკვდება.

გვერდით ოჯახის წევრები და მეგობრები გეყოლებათ. სამოთხეში საინტერესო ცხოვრება გელით!

აღარაფრის შეგეშინდებათ. თქვენ ბედნიერი ცხოვრებით დატკბებით!

ღვთის სამეფო წერტილს დაუსვამს ყოველგვარ ტანჯვას (გამოცხადება 21:3, 4).