არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნაწილი 13

როგორ უნდა გავუხაროთ ღმერთს გული?

როგორ უნდა გავუხაროთ ღმერთს გული?

ნუ გააკეთებთ იმას, რაც არასწორია (1 კორინთელები 6:9, 10).

ღვთის სიყვარული აღგვძრავს, არ გავაკეთოთ ის, რაც ღმერთს სძულს.

იეჰოვა ღმერთისთვის მიუღებელია ქურდობა, გადამეტებული სმა და ნარკოტიკული საშუალებების ბოროტად გამოყენება.

ღმერთს სძულს მკვლელობა, აბორტი და ჰომოსექსუალიზმი. ის არ იწონებს სიხარბესა და ძალადობას.

თავი შორს უნდა დავიჭიროთ კერპთაყვანისმცემლობისა და სპირიტიზმისგან.

დედამიწაზე სამოთხეში აღარ იარსებებენ ბოროტი ადამიანები.

აკეთეთ ის, რაც სწორია (მათე 7:12).

თუ გვინდა, რომ ღმერთს გული გავუხაროთ, უნდა მივბაძოთ მას.

გიყვარდეთ ადამიანები და იყავით კეთილი და გულუხვი მათ მიმართ.

იყავით პატიოსანი.

იყავით გულმოწყალე და მიმტევებელი.

ესაუბრეთ სხვებს იეჰოვა ღმერთზე, მის ნორმებსა და განზრახვებზე (ესაია 43:10).