არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნაწილი 9

როდის იქნება დედამიწაზე სამოთხე?

როდის იქნება დედამიწაზე სამოთხე?

დღეს არსებული სავალალო ვითარება იმაზე მოწმობს, რომ დედამიწაზე მალე ღვთის სამეფო დაიწყებს მმართველობას (ლუკა 21:10, 11; 2 ტიმოთე 3:1—5).

ბევრი რამ, რაც დღეს ჩვენ ირგვლივ ხდება, ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო. მაგალითად ის, რომ ადამიანები იქნებოდნენ ფულის მოყვარულები, მშობლების ურჩები, სასტიკები და სიამოვნების მოყვარულები.

აგრეთვე იქნებოდა დიდი მიწისძვრები, ომები, საკვების უკმარისობა და ეპიდემიები, რასაც საკუთარი თვალითაც ვხედავთ.

იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას მთელ მსოფლიოში იქადაგებდნენ (მათე 24:14).

ღვთის სამეფო ბოლოს მოუღებს ბოროტებას (2 პეტრე 3:13).

იეჰოვა მალე გაანადგურებს ბოროტებს.

სატანა და მისი დემონები დაისჯებიან.

ახალ ქვეყნიერებაში ისინი იცხოვრებენ, ვინც ღმერთს უსმენს. ადამიანებს არაფერი შეაშინებთ და ყველას ერთმანეთის მიმართ ნდობა და სიყვარული ექნება.