არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნაწილი 8

რა სიკეთეს მოგიტანთ ქრისტეს მსხვერპლი?

რა სიკეთეს მოგიტანთ ქრისტეს მსხვერპლი?

იესო იმისთვის მოკვდა, რომ მარადიულად ვიცხოვროთ (იოანე 3:16).

იესოს სიკვდილიდან მესამე დღეს მის სამარხთან ქალები მივიდნენ, მაგრამ სამარხი ცარიელი დახვდათ. იეჰოვა ღმერთმა იესო მკვდრეთით აღადგინა.

მოგვიანებით იესო თავის მოციქულებს გამოეცხადა.

მკვდრეთით აღდგენის შემდეგ იესო იეჰოვა ღმერთმა ძლევამოსილ და უკვდავ სულიერ ქმნილებად აქცია. მოწაფეებმა საკუთარი თვალით იხილეს ქრისტეს ზეცად ამაღლება.

ღმერთმა აღადგინა იესო; ის ახლა ღვთის სამეფოს მეფეა (დანიელი 7:13, 14).

კაცობრიობის გამოსასყიდად იესომ საკუთარი სიცოცხლე გაიღო (მათე 20:28). ამ გამოსასყიდის წყალობით ღმერთმა მარადიული სიცოცხლის იმედი მოგვცა.

იეჰოვა იესოს მთელ დედამიწაზე გაამეფებს. მასთან ერთად იმეფებს 144 000 ღვთის ერთგული მსახური, რომლებიც სიკვდილის შემდეგ ზეცაში წავლენ. იესო და მისი 144 000 თანამმართველი ღვთის სამეფოს, სამართლიანი ზეციერი ხელისუფლების, წარმომადგენლები არიან (გამოცხადება 14:1—3).

ღვთის სამეფოს მეშვეობით დედამიწა სამოთხედ იქცევა. ომი, დამნაშავეობა, სიღარიბე და შიმშილი წარსულს ჩაჰბარდება. ადამიანები სიცოცხლით დატკბებიან! (ფსალმუნი 145:16).