არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აღთქმული ბავშვი

აღთქმული ბავშვი

თავი 6

აღთქმული ბავშვი

ნაზარეთში დაბრუნების ნაცვლად იოსები და მარიამი ბეთლემში რჩებიან. მოსეს მეშვეობით გადმოცემული ღვთის რჯულის თანახმად, რვა დღის იესოს წინადაცვეთას უკეთებენ. როგორც ჩანს, ამ დღეს ბავშვისთვის სახელის დარქმევაც ჩვეულებაა. ამიტომ, როგორც ადრე ანგელოზმა გაბრიელმა მიუთითა, ბავშვს იესოს არქმევენ.

გადის თვეზე მეტი და იესო 40 დღის ხდება. ახლა სადღა მიჰყავთ ის მშობლებს? იერუსალიმის ტაძარში, რომელიც მხოლოდ რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული მათი ადგილსამყოფელიდან. მოსეს მეშვეობით გადმოცემული ღვთის რჯულის თანახმად, ვაჟის დაბადებიდან 40 დღის შემდეგ დედას მოეთხოვება განმწმენდი შესაწირავის შეწირვა ტაძარში.

მარიამიც ამას აკეთებს. ის სწირავს ორ პატარა ჩიტს. ეს იოსებისა და მარიამის ეკონომიურ მდგომარეობაზე მეტყველებს. მოსეს რჯული მიუთითებს, რომ საჭიროა ბატკნის შეწირვა, რომელიც ჩიტებთან შედარებით ბევრად უფრო ძვირია. მაგრამ, თუ დედას ამის შესაძლებლობა არა აქვს, ორი გვრიტი ან ორი ხუნდი უნდა შესწიროს.

ტაძარში ერთი მოხუცი კაცი ხელში იყვანს იესოს. ამ მოხუცის სახელია სიმონი. ღმერთმა მას განუცხადა, რომ არ მოკვდებოდა, სანამ არ იხილავდა იეჰოვას მიერ აღთქმულ ქრისტეს, ანუ მესიას. ამ დღეს, როცა სიმონი ტაძარში მოდის, ის სულიწმიდას ბავშვთან მიჰყავს, რომელიც იოსებმა და მარიამმა მოიყვანეს.

იესოს ხელში აყვანისთანავე, მადლობას სწირავს ღმერთს და ამბობს: „აწ განუტევებ, მეუფეო, შენს მონას, შენი სიტყვისამებრ, მშვიდობით. ვინაიდან იხილა ჩემმა თვალმა შენი ხსნა, რომელიც შენ განამზადე ყოველი ხალხის წინაშე. ნათელი წარმართთა გასაბრწყინებლად და შენი ხალხის, ისრაელის სადიდებლად“.

იოსებსა და მარიამს აოცებთ ამ სიტყვების მოსმენა. შემდეგ სიმონი აკურთხებს მათ და მარიამს ეუბნება, რომ მისი ძე „დაყენებულია. . . მრავალთა დასამხობად და აღსადგენად ისრაელში“ და რომ დარდი ბასრი მახვილივით გაივლის მარიამის სულში.

ამ შემთხვევის დროს იქ იმყოფება 84 წლის წინასწარმეტყველი ქალი, ანა. ფაქტიურად, ის ყოველდღე ტაძარში დადის. და აი ახლა ის უახლოვდება მათ, მადლობას სწირავს ღმერთს და იესოს შესახებ ელაპარაკება ყველას, ვინც კი უსმენს.

რამდენად მოხარულები არიან იოსები და მარიამი ტაძარში მომხდარი ამ მოვლენების გამო! ყოველივე ეს მათ არწმუნებს, რომ ბავშვი, ნამდვილად, ღვთის მიერ აღთქმულია. ლუკა 2:21–38; ლევიანნი 12:1–8, ძვო.

ჩვეულების თანახმად, როდის არქმევდნენ ებრაელ ბიჭს სახელს?

რა მოეთხოვებოდა ისრაელ დედას, როცა მისი ვაჟი 40 დღის გახდებოდა და რა ცხადყო ამ მოთხოვნის შესრულებამ მარიამის ეკონომიური მდგომარეობის შესახებ?

ვინ ამოიცნობს იესოს ამ შემთხვევის დროს და როგორ გამოხატავენ ისინი ამას?