ბედნიერების წყარო
თავი 75
ბედნიერების წყარო
გალილეაში მსახურების განმავლობაში იესომ მრავალი სასწაული მოახდინა, რასაც ახლა იუდეაშიც იმეორებს. მაგალითად, ის კაცისგან დევნის დემონს, რომელმაც ლაპარაკის უნარი წაართვა მას. ხალხი გაოცებულია, მაგრამ გამკრიტიკებლები წამოჭრიან იმავე ბრალდებას, რაც გალილეაში წამოიჭრა. „ბელზებულით, ეშმაკთა მთავრით, დევნის ეშმაკებს“, — ირწმუნებიან ისინი. სხვებს სურთ იესოსგან მისი ვინაობის დამადასტურებელი უფრო დიდი მტკიცების დანახვა და გამოცდის მიზნით სთხოვენ ნიშანს ზეციდან.
იესომ იცის მათი ფიქრები და იუდეველ გამკრიტიკებლებს იმავეს პასუხობს, რაც გალელეველებს უპასუხა. ის განმარტავს, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ დაყოფილი ყოველი სამეფო დაეცემა. ის სვამს კითხვას: „და, თუ სატანა გაყოფილია თავისავე წინააღმდეგ, როგორღა გასძლებს მისი სამეფო?“ ის აჩვენებს, თავისი გამკრიტიკებლების საშიშ პოზიციას: „თუ მე ღვთის თითით ვდევნი ეშმაკებს, აბა, მოსულა თქვენთან ღვთის სასუფეველი“.
იესოს ამ სასწაულების თვითმხილველებს ისეთივე რეაქცია უნდა ჰქონოდათ, როგორიც საუკუნეების წინ მოსეს სასწაულის თვითმხილველებს ჰქონდათ. ისინი ამბობდნენ: „ეს ღვთის ხელია [ანუ თითი]!“ ‘ღვთის თითმა’ ამოტვიფრა ქვის ფილებზე ათი მცნებაც. და ‘ღვთის თითი’, — მისი სულიწმიდა, ანუ მოქმედი ძალა — ხდის იესოს დემონების განდევნისა და ავადმყოფების განკურნების შემძლეს. ამგვარად, ღვთის სამეფომ, რასაკვირველია, მოაწია ამ გამკრიტიკებლებზე, რადგან სამეფოს დანიშნული მეფე, იესო, სწორედ აქ, მათ შორისაა.
შემდეგ იესო თვალსაჩინოდ აჩვენებს, რომ მის მიერ დემონების განდევნის უნარი აშკარად ამტკიცებს, რომ ის სატანაზე ძლიერია. ის ამას ადარებს უფრო ძლიერი კაცისგან საკუთარი კარ-მიდამოს დამცველი, კარგად შეიარაღებული კაცის ძლევას. ის აგრეთვე იმეორებს გალილეაში მოყოლილ იგავს არაწმიდა სულზე. სული გამოდის ადამიანისგან, მაგრამ, როცა ეს კაცი სიცარიელეს კარგი რამეებით არ ავსებს, სული სხვა შვიდ სულთან ერთად ბრუნდება და ამ კაცის მდგომარეობა უფრო უარესი ხდება, ვიდრე თავდაპირველად იყო.
ამ სწავლების მოსმენაზე ხალხიდან ერთ-ერთი ქალი აღძრულია ხმამაღლა წამოიძახოს: „ნეტარია მუცელი, რომელმაც შენ გატარა და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი“. რადგან ყველა იუდეველი ქალის სურვილია, იყოს წინასწარმეტყველის, განსაკუთრებით მესიის, დედა, გასაგებია, თუ რატომ ამბობს ამას ეს ქალი. როგორც ჩანს, ის ფიქრობს, რომ მარიამი განსაკუთრებით ბედნიერი უნდა იყოს, ვინაიდან ის იესოს დედაა.
მაგრამ იესო მაშინვე უსწორებს ქალს თვალსაზრისს და ჭეშმარიტი ბედნიერების წყაროზე მიუთითებს: „ნეტარ არიან ისინი, ვინც მოისმენენ და დაიცავენ ღვთის სიტყვას“. იესოს გადაკვრითაც კი არ უთქვამს არასდროს, რომ დედამისი, მარიამი, განსაკუთრებით პატივდებული უნდა ყოფილიყო. ამის ნაცვლად, მან ცხადყო, რომ ბედნიერების პოვნა შეიძლება ღვთის ერთგულ მსახურად ყოფნაში და არა რაიმე ფიზიკურ კავშირებში ან ღირსებებში.
როგორც გალილეაში, ისევე აქაც, იუდეაში, იესომ გაკიცხა ხალხი ზეციდან ნიშნის მოთხოვნის გამო. ის მათ ეუბნება, რომ არავითარი ნიშანი არ მიეცემათ იონას ნიშნის გარდა. იონა ნიშანი გახდა ორი რამის გამო: სამი დღის განმავლობაში თევზის მუცელში ყოფნისა და გაბედული ქადაგების გამო, რის შედეგადაც ნინეველებში აღიძრა მონანიების სული. „აჰა, — ამბობს იესო, — აქ არის იონაზე დიდი“. საბას დედოფალიც მსგავსადვე იყო გაოცებული სოლომონის სიბრძნით. „და, აჰა, — ამბობს აგრეთვე იესო, — აქ არის სოლომონზე დიდი“.
იესო განმარტავს, რომ, როცა პიროვნება სანთელს ანთებს, ის არ დებს მას დაფარულ ადგილზე ჭურჭლის ქვეშ, არამედ სასანთლეზე, რათა ხალხს გაუნათოს. შეიძლება ის გულისხმობს, რომ სწავლება და სასწაულების მოხდენა მის აუდიტორიაში მყოფი ჯიუტი პიროვნებების წინაშე, სანთლის შუქის დაფარვის მსგავსია. ასეთი დამკვირვებლების თვალი არ არის სუფთა, ანუ ფოკუსირებული, და, ამიტომ იესოს სასწაულები სასურველ მიზანს ვერ აღწევს.
იესომ ახლახან განდევნა დემონი და მუნჯი აალაპარაკა. ამას სუფთა, ანუ ფოკუსირებული, თვალის მქონე ადამიანები უნდა აღეძრა, განედიდებინათ მისი დიდებული საქმეები და ემცნოთ კეთილი ცნობა! მაგრამ ამ გამკრიტიკებლების შემთხვევაში ასე არ ხდება. ამიტომ იესო ასკვნის: „ამიტომ უყურე: ნათელი, რომელიც შენშია, ბნელი ხომ არ არის? თუკი მთელი შენი სხეული ნათელია და ბნელი არაფერი აქვს, მთლიანად ნათელი იქნება იგი, თითქოს სანთელი თავისი შუქით გინათებდეს“. ლუკა 11:14–36; გამოსვლა 8:18, 19; 31:18; მათე 12:22, 28.
▪ როგორ რეაგირებს ხალხი იესოს მიერ მამაკაცის განკურნებაზე?
▪ რა არის ‘ღვთის თითი’ და რა გაგებით მოაწია იესოს მსმენელებზე ღვთის სამეფომ?
▪ რა არის ჭეშმარიტი ბედნიერების წყარო?
▪ როგორ შეუძლია პიროვნებას, ჰქონდეს სუფთა თვალი?