არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვენახში მომუშავენი

ვენახში მომუშავენი

თავი 97

ვენახში მომუშავენი

„ბევრნი პირველნი, — ეს-ესაა თქვა იესომ, — უკანასკნელნი იქნებიან, ხოლო უკანასკნელნი — პირველნი“. ახლა ამის თვალსაჩინოდ დასანახვებლად ის ყვება იგავს. „სასუფეველი ცათა, — იწყებს იესო, — წააგავს ადამიანს — სახლის პატრონს, რომელიც დილაადრიან გავიდა თავის ვენახში მუშაკთა დასაქირავებლად“.

იესო განაგრძობს: „[სახლის პატრონი] მუშაკებს დღეში თითო დინარად მოურიგდა და გაისტუმრა თავის ვენახში. მესამე საათი იქნებოდა, რომ გავიდა და დაინახა სხვები, ბაზარში უქმად მდგარნი. უთხრა მათ: წადით თქვენც ჩემს ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთო, და ისინიც წავიდნენ. კიდევ გავიდა მეექვსე და მეცხრე საათზე, და ასევე მოიქცა. გავიდა მეთერთმეტე საათზე, ნახა სხვა უქმად მდგომნი და უთხრა მათ: ‘რატომ დგახართ აქ მთელ დღეს უქმად?’ უთხრეს მას: ‘იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავა.’ უთხრა მათ: ‘წადით ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთ’“.

სახლის პატრონი, ანუ ვენახის მფლობელი, არის იეჰოვა ღმერთი, ვენახი კი — ისრაელი ერი. ვენახში მომუშავენი ის პიროვნებები არიან, რომლებიც რჯულის კავშირში შედიოდნენ, კერძოდ კი, მოციქულების დღეებში მცხოვრები იუდეველები. მხოლოდ მთელი დღით მომუშავეებთან მოხდა მორიგება გასამრჯელოს გადახდის შესახებ. გასამრჯელო შეადგენს ერთ დინარს. რადგან „მესამე საათი“ დილის 9 საათია, ისინი, რომლებიც მუშაობენ მესამე, მეექვსე, მეცხრე და მეთერთმეტე საათებიდან, შესაბამისად ნამუშევარი გამოსდით ცხრა, ექვსი, სამი და ერთი საათი.

თორმეტი საათი, ანუ მთელი დღე, მომუშავეები წარმოადგენენ იუდეველ ხელმძღვანელებს, რომლებიც გამუდმებით რელიგიურ მსახურებაში არიან. ისინი არ ჰგვანან იესოს მოწაფეებს, რომლებმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი მეთევზეობაში ან სხვა ამქვეყნიურ სამუშაოებზე გაატარეს. მხოლოდ ახ. წ. 29 წლის შემოდგომაზე გზავნის ‘სახლის პატრონი’ იესო ქრისტეს მათი, როგორც მოწაფეების, შესაკრებად. ამგვარად, ისინი გახდნენ „უკანასკნელნი“, ანუ მეთერთმეტე საათზე მისული მომუშავეები.

და ბოლოს, სიმბოლური სამუშაო დღე იესოს სიკვდილით სრულდება და დგება მუშებისთვის გასამრჯელოს გადახდის დრო. გასამრჯელოს გადახდის ჩვეულებრივი წესისგან განსხვავებით, პირველად უკანასკნელებს უხდიან, რასაც შემდეგი განმარტებიდან ვხედავთ: „რომ მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა უთხრა თავის განმგებელს: ‘დაუძახე მუშაკებს და გადაუხადე ქირა, უკანასკნელიდან პირველამდე.’ მივიდნენ მეთერთმეტე საათზე დაქირავებულნი და მიიღეს თითო დინარი. პირველად მოსულებმა კი იფიქრეს, მეტს მივიღებთო, მაგრამ იმათაც თითო დინარი მიიღეს. როცა მიიღეს, ბუზღუნი დაუწყეს სახლის პატრონს. ამბობდნენ: ‘ამ უკანასკნელებმა მხოლოდ ერთი საათი წაიმუშავეს და შენ ისინი ჩვენ გაგვიტოლე, ვინც დღის სიმძიმე და სიცხე დავითმინეთ.’ მან კი ერთ მათგანს მიუგო პასუხად: ‘მეგობარო, არ გაწყენინებ. განა დინარად არ მომირიგდი? აიღე შენი გასამრჯელო და წადი; მე კი მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ. ნუთუ არა მაქვს უფლება, რაც მე მეკუთვნის, ჩემი ნებისამებრ მოვიხმარო? იქნებ შენს თვალს შურს, კეთილი რომ ვარ?’“ დასკვნაში იესომ გაიმეორა შემდეგი სიტყვები: „ასე იქნებიან უკანასკნელნი პირველნი და პირველნი — უკანასკნელნი“.

დინარების მიღება იესოს სიკვდილისას კი არ ხდება, არამედ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, როცა ქრისტე, ‘განმგებელი’, სულიწმიდას აფრქვევს თავის მოწაფეებზე. იესოს ეს მოწაფეები არიან ‘უკანასკნელების’, ანუ თერთმეტ საათზე მოსული მომუშავეების, მსგავსნი. დინარები არ ასიმბოლოებს თვითონ სულიწმიდის ძღვენს. დინარები არის ისეთი რამ, რაც მოწაფეებმა აქ, დედამიწაზე, უნდა გამოიყენონ. ეს არის რაღაც, რაც მათთვის საარსებო წყაროს, მარადიულ ცხოვრებას, წარმოადგენს. ეს არის სულიერ ისრაელად ყოფნის უპირატესობა, რომლებიც ცხებული არიან იმისთვის, რომ იქადაგონ ღვთის სამეფო.

მალე ისინი, რომლებიც პირველად დაიქირავეს, ხედავენ, თუ როგორ მიიღეს ქრისტეს მოწაფეებმა გასამრჯელო და თუ როგორ იყენებენ ისინი სიმბოლურ დინარებს. მაგრამ მათ სურთ უფრო მეტი, ვიდრე სულიწმიდა და მასთან დაკავშირებული სამეფო უპირატესობები. მათი დრტვინვა და წინააღმდეგობა გამოიხატება ქრისტეს მოწაფეების, ვენახში მომუშავეთა შორის ‘უკანასკნელების’, დევნით.

ნუთუ იესოს ეს იგავი მხოლოდ პირველ საუკუნეში შესრულდა? არა, XX საუკუნის სამღვდელოების წარმომადგენლები მათი მდგომარეობებისა და პასუხისმგებლობების საფუძველზე იყვნენ „პირველნი“, რომლებიც ღვთის სიმბოლურ ვენახში დაიქირავეს. ისინი ბიბლიის, საგუშაგო კოშკისა და ტრაქტატების საზოგადოებასთან დაკავშირებულ მიძღვნილ მქადაგებლებს ‘უკანასკნელებად’ მიიჩნევდნენ მათ შორის, რომლებსაც ღვთისადმი მსახურების უფლება ჰქონდათ. მაგრამ, ფაქტიურად, სწორედ ამ პიროვნებებმა, რომლებიც მღვდლების მიერ აბუჩად არიან აგდებულნი, მიიღეს დინარები, ესე იგი პატივდებული გახდნენ, ემსახურათ ღვთის ზეციერი სამეფოს წარგზავნილებად. მათე 19:30—20:16.

▪ რას ასიმბოლოებს ვენახი? ვის ასიმბოლოებენ ვენახის პატრონი და თორმეტ საათსა და ერთ საათს მომუშავეები?

▪ როდის დასრულდა სიმბოლური სამუშაო დღე და როდის მოხდა გასამრჯელოს გადახდა?

▪ რას ასიმბოლოებს დინარების გადახდა?