არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იბადება გზის მომამზადებელი

იბადება გზის მომამზადებელი

თავი 3

იბადება გზის მომამზადებელი

მალე ელისაბედს ბავშვი ეყოლება. გასული სამი თვის განმავლობაში მარიამი მასთან დარჩა. მაგრამ დროა დაემშვიდობოს და გაუდგეს გრძელ გზას ნაზარეთისკენ, თავისი სახლისკენ. დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ მასაც უნდა ეყოლოს ბავშვი.

მარიამის წასვლის შემდეგ ელისაბედი მალე მშობიარობს. რა სასიხარულოა, რომ მშობიარობამ წარმატებით ჩაიარა და ელისაბედიც და ბავშვიც ჯანმრთელად არიან! როცა ელისაბედი ჩვილს მეზობლებსა და ნათესავებს აჩვენებს, ყველა მასთან ერთად ხარობს.

ისრაელში, ღვთის რჯულის შესაბამისად, ჩვილი ვაჟისთვის დაბადებიდან მერვე დღეს წინადაცვეთა უნდა გაეკეთებინათ. ამ შემთხვევის გამო სტუმრად მოდიან მეგობრები და ნათესავები. ისინი ამბობენ, რომ ბავშვს მამამისის, ზაქარიას, სახელი უნდა დაერქვას. მაგრამ ლაპარაკში ელისაბედი ერევა: „არა, იოანე ერქმევა მას“. გაიხსენე, ანგელოზ გაბრიელის ნათქვამის თანახმად, ეს სახელი უნდა დაერქმიათ ბავშვისთვის.

მაგრამ მეგობრები ეწინააღმდეგებიან: „შენს ნათესაობაში არავინ არის, რომ ეგ სახელი ერქვას“. შემდეგ ნიშნებით მამას ეკითხებიან, თუ რის დარქმევა სურს ვაჟისთვის. ზაქარია ითხოვს ფიცარს და ყველას განსაცვიფრებლად წერს: „მისი სახელია იოანე“.

ამ დროს ზაქარიას სასწაულებრივად უბრუნდება მეტყველება. ალბათ, გახსოვს, რომ მან ლაპარაკის უნარი დაკარგა, როცა არ დაიჯერა ანგელოზის ცნობა, რომ ელისაბედს ბავშვი ეყოლებოდა. ალაპარაკებული ზაქარიას დანახვით გაკვირვებული მეზობლები თავიანთთვის ამბობენ: „რა იქნება ეს ყრმა?“

ზაქარია სულიწმიდით ივსება და ხარობს: „კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, ვინაიდან მოხედა თავის ხალხს და მოუმზადა მას გამოსყიდვა. აგვიმართა რქა ხსნისა თავისი მსახურის, დავითის სახლში“. ეს „რქა ხსნისა“, რასაკვირველია, უფალი იესოა, რომელიც ჯერ არ დაბადებულა. ზაქარია ამბობს, რომ მისი მეშვეობით ღმერთი „შეგვაძლებინებდა ჩვენ უშიშრად, ჩვენი მტრების ხელიდან თავდახსნილთ გვემსახურა მისთვის სიწმიდით და სიმართლით მის წინაშე, მთელი ჩვენი სიცოცხლე“.

შემდეგ ზაქარია თავის ვაჟზე, იოანეზე, წინასწარმეტყველებს: „და შენ, ყრმაო, დაგერქმევა უზენაესის წინასწარმეტყველი, ვინაიდან იწინამძღვრებ უფლის წინაშე მისი გზების გასამზადებლად, რომ მისცე მის ხალხს ხსნის ცოდნა, მათი ცოდვების მიტევებით, ჩვენი ღვთის გულმოწყალებით, რომლითაც გადმოგვხედა აღმოსავლეთმა მაღლიდან, ბნელში და სიკვდილის ჩრდილში მსხდომარეთა გასანათებლად, ჩვენს ფერხთა წასამართავად სამშვიდობო გზაზე“.

ამ დროისთვის მარიამი, რომელიც, ცხადია, რომ ჯერაც გასათხოვარია, სახლში, ნაზარეთში, ბრუნდება. რა მოუვა, როცა მისი ორსულობა გამოაშკარავდება? ლუკა 1:56–80; ლევიანნი 12:2, 3, ძვო.

▪ რამდენი თვითაა იოანე იესოზე უფროსი?

▪ რა ხდება, როცა იოანე რვა დღისაა?

▪ როგორ „მოხედა“ ღმერთმა თავის ხალხს?

▪ რომელი ნაწინასწარმეტყველები საქმე უნდა შეასრულოს იოანემ?