არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იგავი საქორწილო ნადიმის შესახებ

იგავი საქორწილო ნადიმის შესახებ

თავი 107

იგავი საქორწილო ნადიმის შესახებ

ორი მოყვანილი იგავით იესომ ამხილა ფარისევლები და მღვდელმთავრები, რის გამოც მათ მისი მოკვლა სურთ. მაგრამ იესოს ჯერ არ დაუსრულებია მათთან საუბარი. ის კიდევ ერთ იგავს უყვება მათ:

„ცათა სასუფეველი ჰგავს მეფე კაცს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გადაუხადა. გაგზავნა თავისი მონები ქორწილში მოწვეულთა დასაძახებლად, მაგრამ არ ისურვეს მოსვლა“.

იეჰოვა ღმერთი არის მეფე, რომელიც ქორწილს უხდის თავის ძეს, იესო ქრისტეს. ბოლოს, პატარძალი, რომელიც შედგება 144 000 ცხებული მიმდევრისგან, შეუერთდება იესოს ზეცაში. მეფის ქვეშევრდომია ისრაელი ერი, რომელიც ძვ. წ. 1513 წელს რჯულის კავშირში შევიდა და მიიღო „მღვდელთა სამეფოდ“ გახდომის შესაძლებლობა. ამგვარად, ამ შემთხვევაში ისინი იყვნენ ქორწილში მოწვეულთა შორის პირველები.

მაგრამ ეს პირველი მიწვევა არ მომხდარა ახ. წ. 29 წლის შემოდგომამდე, როცა იესომ და მისმა მოწაფეებმა (მეფის მონებმა) დაიწყეს სამეფოს შესახებ ქადაგება. მაგრამ ახ. წ. 29–33 წლებში მიწვეულმა წარმოშობით ისრაელებმა, არ ისურვეს მისვლა. ამიტომ, როგორც იესო ყვება, ღმერთმა მიწვეულ ერს კიდევ ერთი შესაძლებლობა მისცა:

„კვლავ გაგზავნა სხვა მონები და უთხრა: აჰა, მოვამზადე ჩემი ვახშამი, ჩემი ხბორები და ნასუქი საქონელი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, გვეწვიეთ ქორწილში!“ ეს მეორე და საბოლოო მიწვევა დაიწყო ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, როცა იესოს მიმდევრებზე სულიწმიდა იქნა გადმოფრქვეული. ეს მიწვევა გაგრძელდა ახ. წ. 36 წლამდე.

მაგრამ ისრაელების უმრავლესობამ არც ეს მიწვევა მიიღო. „მათ ყური არ უგდეს, — ამბობს იესო, — და ზოგი თავის ყანაში წავიდა, ზოგი თავის სავაჭრო საქმეზე. სხვებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს“. „ეს რომ მეფემ გაიგო, — განაგრძობს იესო, — განრისხდა, გაგზავნა თავისი ლაშქარი და ამოჟლიტა ის კაცისმკვლელნი, მათი ქალაქი კი ცეცხლს მისცა“. ეს მოხდა ახ. წ. 70 წელს, როცა რომაელებმა იერუსალიმი მიწასთან გაასწორეს და ეს მკვლელებიც დახოცეს.

შემდეგ იესო განმარტავს, თუ რა მოხდა გარკვეული დროის შემდეგ: „მაშინ უთხრა მან [მეფემ] თავის მონებს: ‘ეს ქორწილი მზად არის, მაგრამ მოწვეულები არ იყვნენ ღირსნი. ამიტომ გადით გზაჯვარედინებზე და ყველა, ვინც შემოგხვდეთ, მოიწვიეთ ქორწილში’“. მონები ასე მოიქცნენ და „საქორწილო დარბაზი აივსო სტუმრებით“.

ქალაქის გზაჯვარედინებიდან მიწვეული სტუმრების შეგროვება ახ. წ. 36 წელს დაიწყო. მიწვეულ წინადაუცვეთელ არაიუდეველთა შორის პირველი იყო რომაელი ასისთავი კორნელიოსი და მისი ოჯახი. იმ ყველა არაიუდეველის შეგროვება, რომლებიც იმათ ადგილს იკავებენ, რომლებმაც პირველად არ მიიღეს მიწვევა, დღესაც, მე-20 საუკუნეშიც, გრძელდება.

საქორწილო დარბაზი ივსება მე-20 საუკუნის განმავლობაში. იესო ყვება, თუ რა ხდება შემდეგ: „მეფე შევიდა სტუმრების სანახავად და იქ დაინახა კაცი, რომელსაც საქორწილო სამოსელი არ ეცვა. უთხრა მას: ‘მეგობარო, აქ როგორ შემოხვედი, საქორწილო სამოსელი რომ არ გაცვია?’ ის კი დუმდა. მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს: ‘გაუკარით მაგას ხელ-ფეხი და გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა’“.

კაცი, რომელსაც საქორწილო სამოსელი არ აცვია, ასიმბოლოებს ქრისტიანული სამყაროს ცრუ ქრისტიანებს. ღმერთი არასდროს აღიარებდა მათ სულიერ ისრაელებად. ღმერთს არასდროს უცხია ისინი სულიწმიდით სამეფოს მემკვიდრეებად. ამიტომ ისინი გარესკნელის სიბნელეში არიან გადაყრილი, სადაც განადგურდებიან.

იესო შემდეგი სიტყვებით ამთავრებს იგავს: „ვინაიდან მოწვეული ბევრია, რჩეული კი ცოტა“. დიახ, მრავალი ისრაელი იყო მიწვეული, გამხდარიყო ქრისტეს პატარძლის წევრი, მაგრამ წარმოშობით ისრაელებიდან მხოლოდ ცოტა იყო რჩეული. 144 000 სტუმრიდან უმეტესობა, რომლებიც ზეციერ ჯილდოს ღებულობენ, არაიუდეველები აღმოჩნდნენ. მათე 22:1–14; გამოსვლა 19:1–6; გამოცხადება 14:1–3.

▪ ვინ არის პირველად მიწვეული საქორწილო ნადიმზე და როდის ხდება ეს მიწვევა?

▪ როდის მოხდა პირველი მიწვევა და ვინ არიან ის მონები, რომლებიც სტუმრებს იწვევენ?

▪ როდის ხდება მეორედ მიწვევა და ვის პატიჟებენ ამის შემდეგ?

▪ ვის ასიმბოლოებს კაცი, საქორწილო სამოსის გარეშე?

▪ ვინ არის მრავალი „მოწვეული“ და ვინ — მცირე „რჩეული“?