არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიკეთის კეთება შაბათს

სიკეთის კეთება შაბათს

თავი 29

სიკეთის კეთება შაბათს

გაზაფხულია; ახ. წ. 31 წელი. რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ, რაც იესო ჭასთან სამარიელ დედაკაცს ელაპარაკებოდა, რომელსაც იუდეიდან გალილეისკენ მიმავალ გზაზე შეხვდა.

ახლა, გალილეაში გაძლიერებული სწავლების ჩატარების შემდეგ, იესო კვლავ იუდეაში მიემგზავრება, სადაც ის სინაგოგებში ქადაგებს. იმასთან შედარებით, რა ყურადღებასაც ბიბლია გალილეაში იესოს მსახურებას აქცევს, მასში ცოტაა ნათქვამი მისი ამ ვიზიტისა და იმ ბოლო თვეების განმავლობაში მსახურების შესახებ, რომელიც მან აქ გასული პასექის შემდეგ გაატარა. ეტყობა, იესოს მსახურებამ იუდეაში ვერ ჰპოვა ისეთივე გამოხმაურება, როგორიც გალილეაში.

მალე იესო მიდის იუდეის მთავარ ქალაქში, იერუსალიმში, რათა ახ. წ. 31 წლის პასექს დაესწროს. აქ, ქალაქის ცხვრის ჭიშკრის მახლობლად, არის აუზი, რომელსაც ბეთ-ხასდა ეწოდება, სადაც მრავალი ავადმყოფი, ბრმა და კოჭლი მიდის. მათ სწამთ, რომ თუ აუზის წყალში მისი ამღვრევის დროს ჩავლენ, განიკურნებიან.

შაბათს იესო აუზთან ხედავს კაცს, რომელიც 38 წელია, ავად არის. რადგან იესომ იცის, რომ მამაკაცი უკვე დიდი ხანია ავადმყოფობს, ეკითხება:

— გსურს განიკურნო?

— უფალო, კაცი არა მყავს, წყლის შემღვრევისას რომ ჩამიშვას აუზში. მანამ მე მივალ, სხვა მასწრებს, — პასუხობს ის.

— ადექი, აიღე შენი სარეცელი და გაიარე, — ეუბნება იესო.

მამაკაცი მაშინვე იკურნება, იღებს თავის სარეცელს და მიდის!

მაგრამ ამის დანახვაზე იუდეველები მამაკაცს ეუბნებიან:

— დღეს შაბათია. ნება არა გაქვს სარეცლის აღებისა.

— ვინც განმკურნა, მან მითხრა: აიღე შენი სარეცელი და გაიარეო, — პასუხობს მამაკაცი.

— ვინაა ის კაცი, ვინც გითხრა: აიღე და გაიარეო? — ეკითხებიან ისინი.

იესო ირგვლივ მყოფ ბრბოს შეერია, ხოლო განკურნებულმა არ იცოდა მისი სახელი. მაგრამ მოგვიანებით ეს მამაკაცი ტაძარში ხვდება იესოს და გებულობს თავისი მკურნალის ვინაობას.

ასე რომ, განკურნებული მამაკაცი პოულობს იუდეველებს და ეუბნება, რომ იესომ განკურნა. ამის გაგებისთანავე, იუდეველები იესოსთან მიდიან. რა მიზნით? იმის გასაგებად, თუ რა საშუალებით აკეთებს ამ შესანიშნავ საქმეებს? არა. ისინი კიცხავენ მას, ვინაიდან ამ კარგ საქმეებს შაბათს აკეთებს. ისინი მის დევნასაც კი იწყებენ! ლუკა 4:44, აქ; იოანე 5:1–16.

▪ დაახლოებით რამდენი ხანი გავიდა იუდეაში იესოს უკანასკნელად ყოფნის შემდეგ?

▪ რატომ არის ბეთ-ხასდას აუზი ასე პოპულარული?

▪ რა სასწაულს ახდენს იესო აუზთან და როგორი რეაქცია აქვთ იუდეველებს?