არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სრულდება ესაიას წინასწარმეტყველება

სრულდება ესაიას წინასწარმეტყველება

თავი 33

სრულდება ესაიას წინასწარმეტყველება

მას შემდეგ, რაც იესო გებულობს, რომ ფარისევლები და ჰეროდეს პარტიის მიმდევრები მის მოკვლას გეგმავენ, მოწაფეებთან ერთად იქაურობას შორდება და გალილეის ზღვისკენ მიდის. აქ თავს იყრის უამრავი ხალხი პალესტინის ყოველი კუთხიდან და მის საზღვრებს გარედანაც კი. იესო ბევრს კურნავს, რის გამოც ყველა, ვისაც მტანჯველი დაავადებები აქვს, ზედ აწყდება, რათა შეეხოს მას.

ხალხის სიმრავლის გამო იესო თავის მოწაფეებს ეუბნება, რომ მისთვის ყოველთვის მზად ჰქონდეთ ნავი. ნაპირიდან ცოტა მოშორების საშუალებით მას შეუძლია, თავი დაიცვას უამრავი ხალხის მიწყდომისგან. მას შეუძლია ნავიდან ასწავლოს მათ ან ნაპირის გასწვრივ სხვა ადგილას გაემგზავროს, რათა იქაც დაეხმაროს ხალხს.

მოწაფე მათე იუწყება, რომ იესოს საქმიანობით სრულდება „ესაია წინასწარმეტყველის ნათქვამი“. შემდეგ მათე ციტირებს წინასწარმეტყველებას, რომელიც იესოზე სრულდება:

«აჰა, მსახური ჩემი, რომელიც მე ამოვირჩიე, საყვარელი ჩემი, რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა; ჩემს სულს დავდებ მასზე და ის აუწყებს სასჯელს [„სამართალს“, აქ] წარმართებს. არ იდავებს და არც იყვირებს, და ქუჩებშიც ვერავინ გაიგონებს მის ხმას. გატეხილ ლერწამს არ დალეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ვიდრე განკითხვას გამარჯვებამდე არ მიიყვანს და მის სახელს მიენდობიან ხალხები».

რასაკვირველია, ღვთისმოსაწონი, საყვარელი მსახური იესოა. ის ნათელს ხდის ცრუ რელიგიური ტრადიციებით გაბუნდოვნებულ ჭეშმარიტ სამართალს. ღვთის კანონის არასწორად გამოყენების გამო ფარისევლები შაბათს დახმარებასაც კი არ გაუწევდნენ ავადმყოფებს! ღვთის სამართლის ნათელყოფით იესო ხალხს არასწორი ტრადიციების ტვირთისგან ათავისუფლებს, რის გამოც რელიგიური წინამძღოლები მის მოკვლას ცდილობენ.

რას ნიშნავს, რომ „არ იდავებს და არც იყვირებს, და ქუჩებშიც ვერავინ გაიგონებს მის ხმას“? როცა იესო ხალხს კურნავს, ‘მათ მკაცრად უკრძალავს ამის გახმაურებას’. მას არ სურს, რომ ხმამაღლა გაუკეთოს რეკლამირება საკუთარ თავს ქუჩებში ან ზეპირი აღფრთოვანებული გადაცემით ცნობები დამახინჯდეს.

აგრეთვე იესოს მანუგეშებელი ცნობა მიაქვს ადამიანებთან, რომლებიც, სიმბოლური ენით რომ ვთქვათ, გადატეხილი ლერწმის მსგავსნი არიან, მოდრეკილები და ფეხქვეშ გათელილები. ისინი მბჟუტავი პატრუქის მსგავსნი არიან, რომელთა სიცოცხლე გაქრობის პირასაა. იესო არ ლეწავს გადატეხილ ლერწამს და არ აქრობს მბჟუტავ პატრუქს. ის ნაზად და სიყვარულით მოხერხებულად აყენებს ფეხზე თავმდაბალ ადამიანებს. იესო ნამდვილად ის პიროვნებაა, ვისაც შეიძლება რომ მიენდონ ერები! მათე 12:15–21; მარკოზი 3:7–12; ესაია 42:1–4.

▪ როგორ ხდის იესო სამართალს ნათელს დავისა და ქუჩებში ყვირილის გარეშე?

▪ ვინ არიან გადატეხილი ლერწმისა და მბჟუტავი პატრუქის მსგავსნი და როგორ ეპყრობა მათ იესო?