დანართი
როგორ არის დანიელის წიგნში ნაწინასწარმეტყველები მესიის მოსვლა?
წინასწარმეტყველი დანიელი იესოს დაბადებამდე 500-ზე მეტი წლით ადრე ცხოვრობდა. იეჰოვამ დანიელს გაუმჟღავნა ის, რაც გვეხმარება, განვსაზღვროთ, თუ როდის უნდა გამხდარიყო იესო ცხებული ანუ მესია (ქრისტე). დანიელს ანგელოზმა უთხრა: „იცოდე და ჩასწვდი ამას, რომ იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად ნაბრძანები დანიელი 9:25).
სიტყვის შემდეგ მესიის, წინამძღოლის გამოჩენამდე შვიდი კვირა და სამოცდაორი კვირა გავა“ (მესიის მოსვლის დრო რომ განვსაზღვროთ, პირველ რიგში, უნდა გავიგოთ, თუ საიდან იწყება პერიოდი, რომლის ბოლოსაც მესია უნდა გამოჩენილიყო. წინასწარმეტყველების თანახმად, ეს პერიოდი დაიწყებოდა მას შემდეგ, რაც გამოვიდოდა ბრძანება „იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად“. როდის მოხდა ეს? როგორც ნეემია წერს ბიბლიის ერთ-ერთ წიგნში, იერუსალიმის კედლების აღდგენის შესახებ ბრძანება გამოვიდა „არტაქსერქსე მეფის მეფობის მეოცე წელს“ (ნეემია 2:1, 5—8). ისტორიკოსების მტკიცებით, არტაქსერქსეს მმართველობის პირველი სრული წელი ძვ. წ. 474 წელი იყო. ამიტომ მისი მეფობის მეოცე წელი იქნებოდა ძვ. წ. 455 წელი. ამგვარად, დანიელის წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული პერიოდი ძვ. წ. 455 წლიდან დაიწყო.
დანიელი აღნიშნავს, თუ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა პერიოდი, რომლის ბოლოსაც „ცხებული მეფე“ ანუ მესია მოვიდოდა. წინასწარმეტყველებაში მოხსენიებულია „შვიდი კვირა და სამოცდაორი კვირა“, რაც 69 კვირას შეადგენს. რა ხანგრძლივობისაა ეს პერიოდი? ბიბლიის ზოგიერთ თარგმანში ნათლად ჩანს, რომ ამ პერიოდში შემავალი კვირები შვიდდღიანი კი არ არის, არამედ შვიდწლიანია. თითოეული კვირით შვიდი წელია წარმოდგენილი. დროის დაყოფა შვიდწლიანი ხანგრძლივობის მონაკვეთებად უცხო არ იყო ძველ დროში მცხოვრები ებრაელებისთვის. მაგალითად, ყოველი მეშვიდე წელი მათთვის შაბათი წელი იყო (გამოსვლა 23:10, 11). ასე რომ, წინასწარმეტყველური 69 კვირა შედგება შვიდწლიანი ხანგრძლივობის 69 მონაკვეთისგან, რაც მთლიანობაში 483 წელს შეადგენს.
ახლა შეგვიძლია მესიის მოსვლის დრო გამოვთვალოთ. თუ ძვ. წ. 455 წლიდან 483 წელს გადავითვლით, მივალთ ახ. წ. 29 წელთან. ეს სწორედ ის წელი იყო, როცა იესო მოინათლა და მესია გახდა! (ლუკა 3:1, 2, 21, 22). განა სასწაულებრივი არ არის, რომ ასე ზუსტად შესრულდა ბიბლიური წინასწარმეტყველება? *
^ აბზ. 2 ძვ. წ. 455 წლიდან ძვ. წ. 1 წლამდე არის 454 წელი. ძვ. წ. 1 წლიდან ახ. წ. 1 წლამდე არის ერთი წელი (ნულოვანი წელი არ არსებობდა). ახ. წ. 1 წლიდან ახ. წ. 29 წლამდე კი არის 28 წელი. ამ სამი რიცხვის შეჯამებით მივიღებთ 483 წელს. იესო „მოიკვეთა“ ანუ მოკვდა ახ. წ. 33 წელს, 70-ე კვირის განმავლობაში (დანიელი 9:24, 26). იხილეთ წიგნი „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“, თავი 11 და „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტომი 2, გვერდები 899—901 [ინგლ.]; ქართულად იხილეთ ონლაინ ბიბლიოთეკაში. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.