რეალური იმედი მიცვალებულთათვის
ᲝᲪᲓᲐᲮᲣᲗᲘ წლის გოგონამ აღნიშნა: „1981 წელს დედობილი კიბოთი დამეღუპა. მისმა სიკვდილმა მე და ჩემს ძმას (დედობილის ღვიძლ შვილს) დიდი ტკივილი მოგვაყენა. მაშინ 17 წლის ვიყავი, ჩემი ძმა კი — 11-ის. ძალიან მიჭირდა მის გარეშე. რახან მეუბნებოდნენ, რომ ის ზეცაში წავიდა, თავის მოკვლაზე დავიწყე ფიქრი, მეც მის გვერდით რომ ვყოფილიყავი. ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო“.
სიკვდილი ხელიდან გვაცლის საყვარელ ადამიანს, რაც დიდი უსამართლობაა. ამ დროს გულს გვიკლავს იმაზე ფიქრი, რომ ვეღარასდროს დაველაპარაკებით, მასთან ერთად დროს ვეღარ გავატარებთ და ვეღარც გულში ჩავიკრავთ. მგლოვიარეს იმაზე ფიქრიც ვერ შეუმსუბუქებს ტკივილს, რომ მისი ახლობელი ახლა ზეცაშია.
საინტერესოა, ბიბლიიდან გამომდინარე, რისი იმედი შეიძლება გვქონდეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საღვთო წერილიდან ჩანს, რომ ახლო მომავალში კვლავ ვიხილავთ მკვდრეთით აღდგენილ საყვარელ ადამიანებს, მაგრამ მათ ცაში კი არ შევხვდებით, არამედ აქ, დედამიწაზე, სადაც მშვიდობა და სამართლიანობა გამეფდება. ადამიანებს თანდათანობით სრულყოფილი ჯანმრთელობა დაუბრუნდებათ და აღარასდროს დაიხოცებიან. შესაძლოა ზოგისთვის ეს ყველაფერი ზღაპარია და მეტი არაფერი.
როგორ შეგიძლიათ დარწმუნდეთ ამ იმედის უტყუარობაში? ჯერ უნდა დარწმუნდეთ, რომ ვინც მკვდრების აღდგენას დაგვპირდა, მათი აღდგენის ძალაც აქვს და სურვილიც. ვინ გვაძლევს ამ იმედს?
დედამიწაზე ყოფნის დროს იესო ქრისტე დაგვპირდა: „მამა აღადგენს და აცოცხლებს მკვდრებს, ასევე ძეც, ვისაც უნდა, იმას აცოცხლებს. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოვა დრო, როცა ყველა, ვინც სამარხშია, მის [იესოს] ხმას მოისმენს და აღდგება“ (იოანე 5:21, 28, 29). დიახ, იესო ქრისტე დაგვპირდა, რომ მილიონობით მკვდარს სიცოცხლე დაუბრუნდება და სამოთხეში დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა ექნება (ლუკა 23:43; იოანე 3:16; 17:3; შეადარეთ ფსალმუნის 37:29 და მათეს 5:5). ვინაიდან იესომ ასეთი დაპირება მოგვცა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მას ამ დაპირების შესრულების სურვილიც აქვს. მაგრამ შესწევს კი ამის ძალა?
მკვდრების აღდგენა, არამედ მათი აღდგენის ძალაც შესწევდა.
ამ დაპირებიდან ორი წელიც არ იყო გასული, როცა იესომ ყველასთვის ცხადი გახადა, რომ არა მხოლოდ სურდა„ლაზარე, გამოდი!“
მოდი გადავინაცვლოთ პირველ საუკუნეში და წარმოვიდგინოთ ასეთი ამაღელვებელი სცენა. ლაზარე მძიმედ არის ავად. მისი დები, მარიამი და მართა, მდინარე იორდანის გაღმა მყოფ იესოს უთვლიან: „უფალო, ის, ვინც გიყვარს, ავადაა!“ (იოანე 11:3). მათ იციან, რომ იესოს ძალიან უყვარს ლაზარე. ნუთუ იესო არ მოინახულებს თავის ავადმყოფ მეგობარს?! შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ იესო დაუყოვნებლივ გაემგზავროს ბეთანიაში, კიდევ ორი დღე რჩება იორდანის გაღმა (იოანე 11:5, 6).
მას შემდეგ, რაც იესოს ლაზარეს ავადმყოფობას ატყობინებენ, ცოტა ხანში ლაზარე კვდება. მართალია, იესომ იცის, რომ ლაზარე მოკვდა, მაგრამ ის განზრახ აყოვნებს. როცა ის ბეთანიაში ჩადის, მისი მეგობარი უკვე ოთხი დღის მკვდარია (იოანე 11:17, 39). შეძლებს იესო აღადგინოს ამდენი ხნის მკვდარი?
როცა მართა იგებს, რომ იესო მოდის, მასთან შესახვედრად გარბის (შეადარეთ ლუკას 10:38—42). იესო თანაუგრძნობს მას და არწმუნებს: „აღდგება შენი ძმა!“ მართა ეუბნება, რომ სჯერა მომავალი აღდგომის, რაზეც იესო პირდაპირ ეუბნება: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, რომც მოკვდეს, გაცოცხლდება“ (იოანე 11:20—25).
სამარხთან მისული იესო იქ მყოფებს მიმართავს, რომ სამარხს ლოდი მოაშორონ. იესო ხმამაღლა ლოცულობს და შემდეგ ამბობს: „ლაზარე, გამოდი!“ (იოანე 11:38—43).
ყველა სამარხს შეჰყურებს. და აი, სიბნელეში კაცის სილუეტი ჩნდება. მას ხელ-ფეხი სახვევებით იოანე 11:44).
აქვს შეკრული, სახე კი ნაჭრით შეხვეული. „გახსენით, იაროს!“ — ამბობს იესო. როცა სახვევები შემოხსნეს, მათ წინ ოთხი დღის მკვდარი ლაზარე იდგა (მითი თუ რეალობა?
იოანეს სახარებაში ლაზარეს აღდგომის შემთხვევა, როგორც ისტორიული ფაქტი, ისეა მოყვანილი. იმდენად დაწვრილებით არის ყველაფერი აღწერილი, რომ შეუძლებელია ეს მითი ყოფილიყო. თუ ეჭვქვეშ ვაყენებთ ლაზარეს აღდგომის ფაქტს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეჭვქვეშ უნდა დავაყენოთ ბიბლიაში აღწერილი ყველა სასწაული, მათ შორის იესო ქრისტეს აღდგომაც. თავის მხრივ, ქრისტეს აღდგომის უარყოფა ქრისტიანული მრწამსის უარყოფის ტოლფასია (1 კორინთელები 15:13—15).
თუ ღვთის არსებობის გჯერათ, არც იმის დაჯერება გაგიჭირდებათ, რომ მკვდრები აღდგებიან. მაგალითად, დღეს არავის უკვირს, რომ ვიდეოჩანაწერით შესაძლებელია, ვუყუროთ და მოვუსმინოთ იმ ადამიანებს, რომლებიც დიდი ხნის გარდაცვლილები არიან. თუნდაც ასი წლის წინათ ასეთი რამ დაუჯერებელი იყო. მსოფლიოს მიყრუებულ ნაწილში მცხოვრები ხალხისთვის შეიძლება მსგავსი რამ დღესაც წარმოუდგენელი იყოს. თუ ღვთის მიერ შექმნილი მეცნიერული პრინციპების საფუძველზე შეუძლიათ ადამიანებს, შეინახონ და აღადგინონ ვინმეს ხმა და გამოსახულება, ნუთუ ღმერთს არ შესწევს მეტის გაკეთების ძალა?! ნუთუ თავად სიცოცხლის შემოქმედი ვერ შეძლებს სიცოცხლის აღდგენას?!
ლაზარეს სასწაულებრივი აღდგომა იესოსადმი რწმენას გვიძლიერებს და აღდგომის უტყუარობაში გვარწმუნებს (იოანე 11:41, 42; 12:9—11, 17—19). ეს ისტორია იმასაც მოწმობს, რომ იეჰოვას და იესო ქრისტეს სურვილიც აქვთ და ძალაც შესწევთ, რომ მკვდრები აღადგინონ.
„მოგენატრება შენი ხელთა ქმნილება“
ის, რაც ღვთის ძემ ლაზარესთვის გააკეთა, იესოს სათუთ გრძნობებზე მეტყველებს. მისი ასეთი გულისხმიერება იმას ცხადყოფს, რომ მას მკვდრების აღდგენის ძლიერი სურვილი აქვს. ბიბლიაში ვკითხულობთ: «როცა მარიამი მივიდა იქ, სადაც იესო იყო და დაინახა იგი, ფეხებში ჩაუვარდა მას და უთხრა: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა!“ როდესაც იესომ დაინახა, რომ მარიამიც ტიროდა და მასთან ერთად მისული იუდეველებიც, დამწუხრდა და ამოიოხრა. შემდეგ იკითხა: „სად დაასვენეთ?“ მათ მიუგეს: „უფალო, მოდი, ნახე!“ იესო აცრემლდა. იუდეველები ამბობდნენ, ნახეთ, როგორ ჰყვარებიაო“» (იოანე 11:32—36).
იესოს გული თანაგრძნობითა და სიბრალულით აევსო, რაც ამ მუხლებში გამოყენებულ სამ ზმნაში ჩანს: „დამწუხრდა“, „ამოიოხრა“ და „აცრემლდა“. როგორც ამ ამაღელვებელი სურათის აღსაწერად გამოყენებული დედნისეული სიტყვებიდან ვხედავთ, იესოზე იმდენად იმოქმედა საყვარელი მეგობრის სიკვდილმა და მისი დის ცრემლებმა, რომ ცრემლით აევსო თვალები a.
აღსანიშნავია, რომ ლაზარეს მკვდრეთით აღდგენამდე იესოს უკვე ორი მიცვალებული ჰყავდა აღდგენილი. ამიტომ ბუნებრივია, რომ მას ლაზარეს აღდგენაც ჰქონდა განზრახული (იოანე 11:11, 23, 25). მიუხედავად ამისა, ის მაინც აცრემლდა. აქედან ჩანს, რომ იესოსთვის ადამიანის მკვდრეთით აღდგენა მხოლოდ რაღაც პროცედურა არ არის. იესოს გულისხმიერება და სათუთი გრძნობები აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ მას ძალიან უნდა სიკვდილის ყოველგვარი კვალის მოსპობა.
იესოს გულისხმიერება და სათუთი გრძნობები ცხადყოფს, რომ მას ძალიან უნდა სიკვდილის ყოველგვარი კვალის მოსპობა.
იესო „[იეჰოვა ღმერთის] დიდების ანარეკლი და მისი განსახიერებაა“, ამიტომ ფაქტია, რომ მათი სურვილები დაემთხვევა (ებრაელები 1:3). ერთგული იობის სიტყვებიდან კარგად ჩანს, რომ თავად იეჰოვას სწადია მკვდრების აღდგენა: „თუ მოკვდა კაცი, განა გაცოცხლდება?! . . დამიძახებ და მეც გიპასუხებ; მოგენატრება შენი ხელთა ქმნილება“ (იობი 14:14, 15). სიტყვა, რომელიც „მოგენატრებად“ ითარგმნა, მონატრების ძლიერ გრძნობაზე მიანიშნებს (დაბადება 31:30; ფსალმუნი 84:2). იეჰოვა მართლაც მოუთმენლად ელის იმ დროს, როდესაც მკვდრებს აღადგენს.
ნამდვილად გვაქვს იმის საფუძველი, რომ გვჯეროდეს მკვდრეთით აღდგომის? დიახ. ყველაფერი იმაზე მოწმობს, რომ იეჰოვასა და მის ძეს არა მარტო სურთ მკვდრების აღდგენა, არამედ ამის ძალაც შესწევთ. რას ნიშნავს ეს პირადად თქვენთვის? თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ იმედი, რომ კვლავ შეხვდებით მკვდრეთით აღდგენილ საყვარელ ადამიანებს, თანაც აქ, დედამიწაზე, ოღონდ სრულიად განსხვავებულ პირობებში!
იეჰოვა ღმერთი, რომელმაც კაცობრიობას ულამაზეს ბაღში მისცა დასაბამი, იმასაც დაგვპირდა, რომ სწორედ დედამიწაზე აღადგენს სამოთხეს თავისი ზეციერი სამეფოს მეშვეობით, რომელსაც ამჟამად განდიდებული იესო ქრისტე უდგას სათავეში (დაბადება 2:7—9; მათე 6:10; ლუკა 23:42, 43). ამ აღდგენილ სამოთხეში ყველას ექნება შესაძლებლობა, უსასრულოდ დატკბეს სიცოცხლით და გაიხაროს სრულყოფილი ჯანმრთელობით (გამოცხადება 21:1—4; შეადარეთ იობის 33:25; ესაია 35:5—7). საბოლოოდ აღმოიფხვრება ყოველგვარი სიძულვილი, ძალადობა, რასობრივი თუ ეთნიკური დაპირისპირება და ეკონომიკური გაჭირვება. ასეთ დედამიწაზე აღადგენენ მიცვალებულებს იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტე.
მკვდრეთით აღდგომა, რომელიც იესო ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლის წყალობით არის შესაძლებელი, ნებისმიერი ეროვნების ადამიანს დიდ ბედნიერებას მოუტანს.
სწორედ ამის იმედი აქვს ამ სტატიის დასაწყისში მოხსენიებულ გოგონას. დედობილის სიკვდილიდან რამდენიმე წლის შემდეგ მან იეჰოვას მოწმეების დახმარებით დაიწყო ბიბლიის კვლევა. ის ამბობს: „როცა გავიგე, რომ არსებობს მკვდრეთით აღდგომის იმედი, ტირილი წამსკდა. რა ბედნიერებაა, რომ ისევ ვნახავ დედაჩემს!“
თუ თქვენც მთელი გულით გინდათ, კვლავ ნახოთ საყვარელი ადამიანი, იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით დაგეხმარებიან, რომ ეს იმედი თქვენთვისაც რეალური გახდეს. შეგიძლიათ მიხვიდეთ თქვენს სახლთან ახლოს მდებარე იეჰოვას მოწმეთა დარბაზში ან მისწეროთ 32-ე გვერდზე მოცემულ თქვენთვის სასურველ მისამართზე.
a ბერძნული სიტყვა, რომელიც „ამოიოხრად“ არის ნათარგმნი, იწარმოება ზმნისგან ემბრიმაომაი, რომელიც ძლიერ განცდას, შეშფოთებას ნიშნავს. ერთმა ბიბლეისტმა აღნიშნა: „ეს სიტყვა აშკარად იმაზე მოწმობს, რომ ძლიერი ემოციის გამო იესოს თავისდა უნებურად აღმოხდა ეს ოხვრა“. ბერძნული სიტყვა ტარასსო, რომელიც „დამწუხრებად“ ითარგმნა, მღელვარებაზე მიუთითებს. როგორც ერთი ლექსიკოგრაფი ამბობს, ეს ნიშნავს „შინაგანად ააღელვო ვინმე . . . დიდი ტკივილი მიაყენო ან ძალიან დაანაღვლიანო“. ბერძნული ზმნიდან დაკრიო წარმოებული სიტყვა „აცრემლდა“, ნიშნავს „ცრემლის ღვრას, უსიტყვო ტირილს“.