სურათების საძიებელი
ყდა. პავლე, ტაბითა, გალიონი, ლუკა, ტაძრის მცველი მოციქულებთან ერთად, სადუკეველი, ჯარისკაცებს პავლე კესარეაში მიჰყავთ, ქადაგება ხმის გამაძლიერებლებით აღჭურვილი მანქანით და ფონოგრაფით.
გვერდი 1. რომში მიმავალი ბორკილდადებული პავლე ლუკასთან ერთად სატვირთო გემზე.
გვერდები 2, 3. ხელმძღვანელი საბჭოს წევრები, ძმა ჯონ ბარი და თეოდორ იარაჩი, მსოფლიო რუკასთან.
გვერდი 11. გალილეის მთაზე იესო 11 ერთგულ მოციქულსა და თავის სხვა მიმდევრებს დავალებას აძლევს.
გვერდი 14. მოციქულების თვალწინ იესოს ზეცად ამაღლება.
გვერდი 20. ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იერუსალიმში ჩასულ სტუმრებს მოწაფეები მშობლიურ ენებზე ელაპარაკებიან.
გვერდი 36. განრისხებული კაიაფას წინაშე მდგარი მოციქულები; სინედრიონის ბრძანებით ტაძრის მცველები მზად არიან მოციქულების დასაპატიმრებლად.
გვერდი 44. (ქვემოთ) მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღმოსავლეთ გერმანიაში სასამართლომ იეჰოვას მოწმეები უსამართლოდ ცნო ამერიკელთა ჯაშუშებად (ჟურნალი „Neue Berliner Illustrierte“, 1950 წლის 3 ოქტომბრის ნომერი).
გვერდი 46. სინედრიონის წინაშე მდგარი სტეფანე. (უკანა პლანზე) მდიდარი სადუკეველები, (წინა პლანზე) ფანატიკოსი ფარისევლები.
გვერდი 54. პეტრე ხელს ადებს ახალმოქცეულს; სიმონი ქისით ხელში.
გვერდი 75. პეტრე თავის თანამსახურებთან ერთად კორნელიუსის სახლში შედის; კორნელიუსს მარცხენა მხარზე ცენტურიონის მოსასხამი აქვს მოსხმული.
გვერდი 83. ანგელოზს მიჰყავს პეტრე, რომელიც, როგორც ჩანს, ანტონიუსის კოშკში იყო დაპატიმრებული.
გვერდი 84. (ქვემოთ) 1945 წელს მონრეალთან ახლოს (კვებეკი) იეჰოვას მოწმეებს ბრბო ემუქრება (ჟურნალი „Weekend Magazine“, 1956 წლის ივლისის ნომერი).
გვერდი 91. პავლე და ბარნაბა პისიდიის ანტიოქიიდან გააძევეს; (უკანა პლანზე) ქალაქის ახალაშენებული აკვედუკი, რომელიც, როგორც ჩანს, ახ. წ. I საუკუნის დასაწყისში ააგეს.
გვერდი 94. ლისტრაში პავლე და ბარნაბა ცდილობენ ხალხის შეჩერებას, თაყვანი რომ არ სცენ მათ; მსხვერპლშეწირვას, როგორც წესი, თან ახლდა ხმაური და ზარ-ზეიმი.
გვერდი 100. (ზემოთ) სილა და იუდა სირიის ანტიოქიის კრებას ამხნევებენ (საქ. 15:30—32); (ქვემოთ) უგანდაში სარაიონო ზედამხედველი მოხსენებას კითხულობს.
გვერდი 107. იერუსალიმის კრება სახლში ატარებს შეხვედრას.
გვერდი 124. პავლე და ტიმოთე რომაულ სავაჭრო გემზე; ჰორიზონტზე შუქურაც მოჩანს.
გვერდი 139. ეზოში მყოფი პავლე და სილა გაშმაგებულ ბრბოს გაურბიან.
გვერდი 155. გალიონის ბრძანებით პავლეს ბრალმდებლებს არბევენ; გალიონს თავისი მდგომარეობის შესაფერისად აცვია — თეთრი მეფური სამოსი ძოწისფერი ზოლით და სპეციალური ფეხსაცმელი (ბერძნულად „კალკეი“).
გვერდი 158. დემეტრიოსი ვერცხლის მჭედლებს სახელოსნოში ელაპარაკება; ეფესოში სუვენირები, არტემიდას პატარა ვერცხლის ტაძრები იყიდება.
გვერდი 171. პავლე და მისი თანამსახურები გემზე ადიან; (უკანა პლანზე) ძვ. წ. I საუკუნეში აგებული დიდი მონუმენტი.
გვერდი 180. (ქვემოთ) კანადაში 1940-იან წლებში ბიბლიური ლიტერატურის აკრძალვის დროს ახალგაზრდა იეჰოვას მოწმეს ლიტერატურა მიაქვს (რეალური შემთხვევის საფუძველზე დადგმული სცენა).
გვერდი 182. პავლე მზად არის უხუცესების რჩევის გასათვალისწინებლად; (უკანა პლანზე) ლუკა და ტიმოთე შესაწირავების ტომრით ხელში.
გვერდი 190. პავლეს დისშვილი კლავდიუს ლისიას ანტონიუსის კოშკში ელაპარაკება, სადაც, როგორც ჩანს, პავლე იყო დაპატიმრებული; (უკანა პლანზე) ჰეროდეს ტაძარი.
გვერდი 206. პავლე სატვირთო გემის ტრიუმში დაქანცული მგზავრებისთვის ლოცულობს.
გვერდი 222. რომაელ ჯარისკაცზე ჯაჭვით მიბმული პატიმარი პავლე რომის ხედს უყურებს.