ᲜᲐᲬᲘᲚᲘ 8 • ᲡᲐᲥᲛᲔᲔᲑᲘ 21:18—28:31
„უქადაგებდა მათ ღვთის სამეფოზე . . . დაუბრკოლებლად“
ამ ნაწილში გავიგებთ, როგორ აღმოჩნდა პავლე გაშმაგებული ბრბოს პირისპირ, ვნახავთ, რა გადახდა პატიმრობისას და როგორ წარდგა რომის სახელმწიფო მოხელეების წინაშე არაერთხელ. მოციქული პავლე ნებისმიერ ვითარებაში ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებდა. „საქმეების“ წიგნის აღმაფრთოვანებელი დასკვნითი ნაწილის განხილვისას ჰკითხეთ საკუთარ თავს: როგორ შემიძლია მივბაძო ამ გაბედულ და გულმოდგინე მქადაგებელს?