გაკვეთილი 15
ღვთის მეგობრები აკეთებენ იმას, რაც კარგია
როცა ისეთი მეგობარი გყავს, რომელიც მოგწონს და პატივს სცემ, ცდილობ, მას მიჰბაძო. „კეთილი არს უფალი და მართალი“, — ამბობს ბიბლია (ფსალმუნი 24:8). ღვთის მეგობრები რომ გავხდეთ, ჩვენც კეთილები და პატიოსნები უნდა ვიყოთ. ბიბლია ამბობს: „მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა. იარეთ სიყვარულში“ (ეფესელთა 5:1, 2). აი ამის ზოგი საშუალება:
სხვების სასარგებლოდ იმოქმედე. „კეთილი ვუყოთ ყველას“ (გალატელთა 6:10, სსგ).
გულმოდგინედ იშრომე. „ვინც იპარავდა, ნუღარ მოიპარავს. უკეთესია, იშრომოს და თავისი ხელით აკეთოს კეთილი“ (ეფესელთა 4:28).
ფიზიკური და ზნეობრივი სისუფთავე შეინარჩუნე. „განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი სიბილწისაგან, ღვთის მოშიშებით აღვასრულოთ სიწმიდე“ (2 კორინთელთა 7:1).
სიყვარული გამოხატე სხვების მიმართ. „გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღვთისგანაა სიყვარული“ (1 იოანე 4:7).
ქვეყნის კანონებს დაემორჩილე. „ყოველი სული დაემორჩილოს [მთავრობას]. . . მიეცით ყველას, რაც ეკუთვნის: ვისაც ხარკი — ხარკი“ (რომაელთა 13:1, 7).