არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაკვეთილი 9

ვინ არიან ღვთის მეგობრები?

ვინ არიან ღვთის მეგობრები?

იესო ქრისტე იეჰოვას ძე და უახლოესი, უძვირფასესი მეგობარია. დედამიწაზე ადამიანად ცხოვრებამდე, იესო ზეცაში ცხოვრობდა, როგორც ძლევამოსილი სულიერი ქმნილება (იოანე 17:5). შემდეგ ის დედამიწაზე მოვიდა იმისათვის, რომ ხალხისთვის ღვთის შესახებ ჭეშმარიტება ესწავლებინა (იოანე 18:37). აგრეთვე მან თავისი ადამიანური სიცოცხლე მორჩილი ადამიანების ცოდვისა და სიკვდილისგან დასახსნელად გაიღო (რომაელთა 6:23). იესო ახლა ღვთის სამეფოს მეფეა, ზეციერი მთავრობისა, რომელიც დედამიწას სამოთხედ გადააქცევს (გამოცხადება 19:16).

ანგელოზებიც ღვთის მეგობრები არიან. ანგელოზებს ადამიანებივით დედამიწაზე არ დაუწყიათ არსებობა. ისინი ზეცაში იყვნენ შექმნილი, სანამ ღმერთი დედამიწას შექმნიდა (იობი 38:4—7). იქ მილიონობით ანგელოზი არსებობს (დანიელი 7:10). ღვთის ამ ზეციერ მეგობრებს სურთ, რომ ხალხმა ღვთის შესახებ ჭეშმარიტება გაიგოს (გამოცხადება 14:6, 7).

ღმერთს დედამიწაზეც ჰყავს მეგობრები, ის მათ თავის მოწმეებს უწოდებს. მოწმე სასამართლოში იმას ამბობს, რაც იცის ვინმეს ან რაიმეს შესახებ. იეჰოვას მოწმეები სხვებს ეუბნებიან იმას, რაც იციან იეჰოვას და მისი განზრახვის შესახებ (ესაია 43:10). ანგელოზების მსგავსად მოწმეებს სურთ, დაგეხმარონ იეჰოვას შესახებ ჭეშმარიტების გაგებაში. მათ სურთ, შენც გახდე ღვთის მეგობარი.