არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაკვეთილი 8

ვინ არიან ღვთის მტრები?

ვინ არიან ღვთის მტრები?

ღვთის მთავარი მტერი სატანა ეშმაკია. ის არის სულიერი ქმნილება, რომელიც აუჯანყდა იეჰოვას. სატანა აგრძელებს ბრძოლას ღვთის წინააღმდეგ და კაცობრიობას სტანჯავს. ის ბოროტი, მატყუარა და მკვლელია (იოანე 8:44).

სხვა სულიერი ქმნილებებიც შეუერთდნენ სატანას ღვთის წინააღმდეგ აჯანყებაში. ბიბლია მათ დემონებს უწოდებს. სატანის მსგავსად, ეს დემონებიც კაცობრიობის მტრები არიან. მათ მოსწონთ ადამიანებისთვის ტკივილის მიყენება (მათე 9:32, 33; 12:22). იეჰოვა სამუდამოდ გაანადგურებს სატანასა და მის დემონებს. მათ ადამიანების დასატანჯავად დრო ცოტაღა დარჩათ (გამოცხადება 12:12).

თუ გინდა ღმერთთან მეგობრობა, არ უნდა გააკეთო ის, რაც სატანას სურს. სატანასა და მის დემონებს სძულთ იეჰოვა. ისინი ღვთის მტრები არიან და სურთ, რომ შენც ღვთის მტრად გაქციონ. უნდა აირჩიო, ვის გინდა, რომ ასიამოვნო — სატანას თუ იეჰოვას. თუ მარადიული სიცოცხლე გინდა, ღვთის ნება-სურვილის შესრულება უნდა ირჩიო. სატანა გაწაფულია ადამიანების შეცდენაში. მას ადამიანთა უმეტესობა გაბრიყვებული ჰყავს (გამოცხადება 12:9).