არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაკვეთილი 5

ღვთის მეგობრები სამოთხეში იცხოვრებენ

ღვთის მეგობრები სამოთხეში იცხოვრებენ

სამოთხე არ იქნება ამ წუთისოფლის მსგავსი, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ. ღმერთს არასოდეს სურდა, რომ დედამიწა გაჭირვებითა და მწუხარებით, ტკივილითა და ტანჯვით ყოფილიყო აღსავსე. მომავალში ღმერთი დედამიწაზე სამოთხეს შექმნის. როგორი იქნება სამოთხე? ვნახოთ, რას ამბობს ბიბლია:

კარგი ხალხი. სამოთხე ღვთის მეგობრების სახლი იქნება. ისინი კარგად მოექცევიან ერთმანეთს და ღვთის სამართლიანი მოთხოვნების მიხედვით იცხოვრებენ (იგავნი 2:21).

საკვების სიუხვე. სამოთხეში არ იქნება შიმშილი. ბიბლია ამბობს: „იქნება სიუხვე პურისა [ანუ საკვებისა] დედამიწაზე“ (ფსალმუნი 71:16).

მშვენიერი საცხოვრებელი და სასიამოვნო სამუშაო. სამოთხეში დედამიწაზე ყოველ ოჯახს თავისი სახლი ექნება. ყველა იმ სამუშაოს შეასრულებს, რომელიც ნამდვილად სიხარულის მომტანი იქნება (ესაია 65:21—23).

მშვიდობა მთელ მსოფლიოში. ადამიანები აღარასოდეს იბრძოლებენ და არ დაიღუპებიან ომში. ღვთის სიტყვა ამბობს: „[ღმერთი] შეწყვეტს ომებს“ (ფსალმუნი 45:9, 10).

კარგი ჯანმრთელობა. ბიბლია გვპირდება: „არ იტყვის [სამოთხეში] მცხოვრები: ავად ვარო“ (ესაია 33:24). აგრეთვე არავინ იქნება კოჭლი, ბრმა თუ ყრუ-მუნჯი (ესაია 35:5, 6).

აღარ იქნება ტკივილი, მწუხარება და სიკვდილი. ღვთის სიტყვა ამბობს: „აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინაწდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:4).

ბოროტი ხალხი აღარ იარსებებს. იეჰოვა გვპირდება: „ურჯულოები ქვეყნიდან მოიკვეთებიან და მზაკვარნი აღმოიფხვრებიან მისგან“ (იგავნი 2:22).

ადამიანები სიყვარულითა და პატივისცემით მოეპყრობიან ერთმანეთს. აღარ იქნება უსამართლობა, ჩაგვრა, სიხარბე და სიძულვილი. ხალხი მეგობრულად და ღვთის სამართლიანი მოთხოვნების შესაბამისად იცხოვრებს (ესაია 26:9).