გაკვეთილი 13
მაგია და ჯადოქრობა ბოროტებაა
სატანას სურს, მონაწილეობა მიიღო მაგიაში. ბევრი მსხვერპლს სწირავს წინაპრების სულებსა თუ სხვა სულებს, თავი რომ დაიცვან ზიანისგან. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ სულიერი ძალების ეშინიათ. ატარებენ მაგიურ ბეჭდებსა თუ სამაჯურებს. სვამენ ან სხეულზე ისვამენ „წამლებს“, რომლებსაც მაგიური ძალის მქონედ მიიჩნევენ. ზოგს სწამს, რომ თავის სახლში თუ მიწის ნაკვეთში შენახულ გარკვეულ საგნებს დამცავი ძალა აქვს. სხვები მაგიურ „წამლებს“ ხმარობენ, რათა წარმატებას მიაღწიონ ბიზნესში, სკოლაში გამოცდების ჩაბარებასა თუ სიყვარულში.
იეჰოვასთან მეგობრობა საუკეთესოდ დაგიცავს სატანისგან. იეჰოვა ღმერთი და მისი ანგელოზები სატანასა და მის დემონებზე გაცილებით ძლიერები არიან (იაკობი 2:19; გამოცხადება 12:9). იეჰოვას ძალიან დიდი სურვილი აქვს, დაეხმაროს თავის მეგობრებს, მათ, ვინც სრულიად მისი ერთგულია (მეორე ნეშტთა 16:9).
ღვთის სიტყვა ამბობს: „ნუ იჯადოქრებთ“. იეჰოვა გმობს მაგიასა და ჯადოქრობას, რადგანაც მათში მონაწილეობით ადამიანი შეიძლება უშუალოდ სატანა ეშმაკის გავლენის ქვეშ მოექცეს (ლევიანნი 19:26).