არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაკვეთილი 14

ღვთის მეგობრები ერიდებიან იმას, რაც ცუდია

ღვთის მეგობრები ერიდებიან იმას, რაც ცუდია

სატანა აცდუნებს ადამიანებს, რომ ცუდად მოიქცნენ. მას, ვისაც ღმერთთან მეგობრობა სურს, უნდა სძულდეს ის, რაც იეჰოვას სძულს (ფსალმუნი 96:10). აქ ჩამოთვლილია ზოგი ისეთი საქმე, რომლებსაც ღვთის მეგობრები უნდა ერიდონ:

სექსუალური უზნეობა. „არ იმრუშო“ (გამოსვლა 20:14). ქორწინებამდე სქესობრივი კავშირი არასწორია (1 კორინთელთა 6:18).

ლოთობა. „ლოთნი. . . ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“ (1 კორინთელთა 6:10).

მკვლელობა, აბორტი. „არა კლა“ (გამოსვლა 20:13).

ქურდობა. „არ იქურდო“ (გამოსვლა 20:15).

სიცრუე. იეჰოვას სძულს „ცრუ ენა“ (იგავნი 6:17).

ძალადობა და შეუკავებელი რისხვა. „ძალადობის მოყვარული [იეჰოვას] სძულს“ (ფსალმუნი 10:5). ‘ხორცის საქმეებში [შედის]. . . რისხვა’ (გალატელთა 5:19, 20).

ფულზე თამაში. ‘არ იქონიოთ კავშირი იმასთან, ვინც. . . ხარბია’ (1 კორინთელთა 5:11).

რასობრივი და ეთნიკური სიძულვილი. „გიყვარდეთ თქვენი მტრები. . . და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით“ (მათე 5:43, 44).

ყველაფერი, რასაც ღმერთი გვეუბნება, ჩვენ სასიკეთოდ არის. ყოველთვის ადვილი არ არის ცუდი საქმეების თავიდან არიდება. იეჰოვას შემწეობითა და მისი მოწმეების დახმარებით, შეგიძლია მოერიდო ისეთ საქმეებს, რაც ღვთის უკმაყოფილებას იწვევს (ესაია 48:17; ფილიპელთა 4:13; ებრაელთა 10:24, 25).